"ოცნების" პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებას ულოცავს — ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

როგორც კობახიძე გავრცელებულ პოსტში აღნიშნავს, ტრამპის ლიდერობამ გლობალურ მშვიდობას ხელი უნდა შეუწყოს და გააძლიეროს აშშ-საქართველოს ურთიერთობები.

"გულწრფელად ვულოცავ დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობის ხელახლა დაკავებას.

მისმა ლიდერობამ ხელი უნდა შეუწყოს გლობალურ მშვიდობას და გააძლიეროს აშშ-საქართველოს ურთიერთობები.

პრეზიდენტო ტრამპ, წარმატებებს გისურვებთ ამ მნიშვნელოვან გზაზე!", — აცხადებს კობახიძე.