ვაშინგტონში "ძლიერი საქართველოს" ლიდერები ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს, ჯო უილსონს შეხვდებიან
ფოტო: ძლიერი საქართველო
ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით მყოფი კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერები, აშშ-ს კონგრესში, სენატსა და თეთრი სახლის ახალ ადმინისტრაციასთან შეხვედრებს გამართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას ძლიერი საქართველო ავრცელებს.
ოპოზიციური გაერთიანების დელეგაცია, მამუკა ხაზარაძის ხელმძღვანელობით, ტრამპის ადმინისტრაციაში ქართველი ხალხის გზავნილს ჩაიტანს და ახალი არჩევნების გზით, არსებული პოლიტიკური კრიზისის დაძლევის გზებსა და სტრატეგიული თანამშრომლობის აღდგენის პერსპექტივაზე იმსჯელებენ.
პრესსამსახურის თანახმად, დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე ერთი კვირით ადრე, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია პირველ ოფიციალურ შეხვედრას, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარესთან, “მეგობარი აქტის” ავტორთან, ჯო უილსონთან გამართავენ.
"შეერთებული შტატების როგორც ახალმა, ისე ძველმა ადმინისტრაციამ, ''ქართულ ოცნებას'' საბოლოოდ დაუსვა დიაგნოზი! ეს არის ძალა, რომელიც ემსახურება რუსეთის ხელისუფლებას საქართველოში და ყველანაირად ხელს უშლის ქვეყნის გაერთიანებას და კავშირებს იმ დასავლურ კურსთან, რომელიც ჩვენმა მოქალაქეებმა და საზოგადოებამ აირჩიეს", – აცხადებს მამუკა ხაზარაძე და ჯო უილსონის დღევანდელ გზავნილსაც ეხმაურება.
“ჯო უილსონის დღევანდელი განცხადება არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება და მისი ე.წ. პრემიერი, რომელიც კავშირშია რუსეთთან, ირანთან, „ჰეზბოლასთან“ და ა.შ. არიან შეერთებული შტატების პირდაპირი მტრები”,-აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
რაც შეეხება ოფიციალური ვიზიტის მიზანს, როგორც ხაზარაძე განმარტავს, ისინი შტატებში ქართველი ხალხის მოთხოვნებს გააჟღერებენ.
"ჩვენი ვიზიტი ემსახურება იმას, რომ კიდევ ერთხელ გადავცეთ ის გზავნილი, თუ რა მოხდა საქართველოში და რა ხდება ახლა. გადავცეთ იმ ადამიანების გზავნილები, რომლებიც რუსთაველზე არიან ორ თვეზე მეტია და რაც ყველაზე მთავარია, მივაღწიოთ ახალ არჩევნებს. ჩვენი ამოცანაა, რომ ახალ ადმინისტრაციასთან დღესვე დავიწყოთ საუბარი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაზე, ეკონომიკური კავშირის აღდგენაზე და ინვესტიციების შემოტანაზე", – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
-
2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება
გადახედვა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები