ქართველების მიერ შექმნილი ტყავის ჩანთების ბრენდი, რომელიც შვიდ ქვეყანაში იყიდება
ფოტო: გეფერინი
თუ ჩანთების დიდი მოყვარული ხართ და კოლექციის განახლებაზე ფიქრობთ, მაშინ აუცილებლად უნდა დაინტერესდეთ გეფერინის პროდუქციით. ქართველი მწარმოებლების მიერ შექმნილი ბრენდი ტყავის ჩანთებსა და აქსესუარებს აწარმოებს, რომლებიც არამხოლოდ საქართველოში, არამედ ამერიკაში, საფრანგეთში, შვედეთში და სხვა ქვეყნებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. გეფერინი სამი წელია გამოჩნდა და დღეს უკვე ბაზრის მსხვილი მოთამაშეა.
კომპანიის საქმიანობის შესახებ სასაუბროდ გეფერინის ერთ-ერთ დამფუძნებელს, ილია გეფერიძეს დავუკავშირდით.
როდის გადაწყვიტეთ კომპანიის დაარსება და ამ სფეროში მოღვაწეობა?
მე და ჩემს მეუღლეს სოფიო ხოსიტაშვილს სხვადასხვა სფეროში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება გვქონდა. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თავი საკუთრ ბიზნესშიც გვეცადა. დიდ ხანს ვფიქრობდით, რა უნდა გაგვეკეთებინა. ორივე შევჯერდით იმ ფაქტზე, რომ ეს საქმე აუცილებლად წარმოება უნდა ყოფილიყო. თუმცა არ გვინდოდა, დაგვეწყო ისეთი წარმოება, რომლის ანალოგიურიც უკვე არსებობდა საქართველოში. ბაზრის მოკვლევის შემდეგ გავარკვიეთ, რომ ნიშა, რომელსაც ჩვენ ვეძებდით, ქალის ჩანთები იყო. 2014 წლის აგვისტოში დავაფუძნეთ კომპანია, რომლის სახელიც "გეფერინი" ოჯახის გვარიდან გამომდინარე შევარჩიეთ და წარმოებაც დავიწყეთ.
რა გახდა ინსპირაციის წყარო?
ინსპირაცია იყო სხვადასხვა ცნობილი წარმატებული ბრენდები, რომლებმაც ნულიდან დაიწყეს ყველაფერი.
მოგვიყევით თქვენი გუნდის შესახებ - მათ შორის, დამფუძნებლებსა და თანამშრომლებზე, რომლებმაც შექმენით წარმატებული ბრენდი.
როდესაც წარმოება დავიწყეთ 6 თანამშრომელი გვყავდა, დღეს უკვე 42 ადამიანი გვყავს დასაქმებული. გეფერინის გუნდი ყოველდღიურად ცდილობს დაიხვეწოს და გაიზარდოს. ჩვენი ახალი პროდუქტი ყოველთვის უკეთესია ძველზე, რაც იმას ნიშნავს, რომ სამუშაო გუნდი იზრდება და იხვეწება. დღეს გეფერინი ქმნის ისეთ პროდუქციას, რომლის დაკოპირება არ არის ადვილი.
გთხოვთ, გვესაუბრეთ თქვენი პროდუქტის შესახებ. ჩათვალეთ, რომ ვართ კლიენტები, რომლებიც დაგიკავშირდნენ და აინტერესებთ თქვენი პროდუქტის შესახებ ყველაფერი.
ჩვენი პროდუქცია მზადდება მაღალი ხარისხის ნატურალური ტყავისგან და ეკო ტყავისგან. ეკო ტყავი არის ნატურალური ტყავის ხელოვნური ანალოგი, რომელიც არის ძალიან მაღალი ხარისხის. ეკო ტყავი შეიქმნა იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც არ ყიდულობენ ცხოველური წარმოშობის პროდუქციას. ეკო ტყავი არა ნაკლებ გამძლეა ვიდრე ნატურალური ტყავი. სწორედ მაღალი ხარისხის ნედლეულის გამოყენების გამო დავაწესეთ ჩვენს პროდუქციაზე ხარისხის გარანტია. ნატურალურ ტყავზე 12-თვიანი, ხოლო ეკო ტყავზე 6-თვიანი. თითოეული დამზადებული მოდელი არის უნიკალური და ის არ არის რომელიმე ცნობილი ბრენდის კოპირება. ყველა მოდელი გამოშვებულია ლიმიტირებული, რაც ჩვენს მომხმარებლებს განსაკუთრებულს ხდის.
რითი გამოირჩევა თქვენი კომპანია სხვებისგან?
გეფერინმა წარმოების დაწყებისთანავე ჩამოაყალიბა თავისი მიმართულება და სტრატეგია. ჩვენი მიზანი იყო, მომხმარებელს ხელმისაწვდომ ფასად მიეღო მაღალი ხარისხისა და განსხვავებული დიზაინის პროდუქცია.
რამდენიმე მიზეზია, რატომაც მომხმარებელმა არჩევანი გეფერინის ჩანთებზე უნდა შეაჩეროს: გეფერინის ჩანთები განსხვავებული დიზაინისაა და ის არ არის რომელიმე ცნობილი ბრენდის კოპირება, გამოშვებული ჩანთები არის ლიმიტირებული, ფასი არის ხელმისაწვდომი და რაც მთავარია, გარანტია ხარისხზე - პირველად საქართველოში გეფერინმა დააწესა პროდუქციაზე ხარისხის გარანტია. მომხმარებლის ბრალეულობაც რომ იყოს, კომპანია ცდილობს, დაეხმაროს მას და შეუკვეთოს ჩანთა.
რამდენად დიდია ქართველი მომხმარებლების დაინტერესება თქვენი პროდუქტის მიმართ?
ქართველი მომხმარებლის ინტერესი თავიდანვე დიდი იყო. ჩვენ გვყავს მუდმივი მომხმარებლები, რომლებსაც 10 გეფერინის ჩანთაც კი აქვთ. როდესაც მომხმარებელი ისევ გიბრუნდება ეს ძალიან კარგის ნიშანია.
ძირითადად რომელ პროდუქტზეა მოთხოვნა?
ყველა ჩვენი პროდუქტი გაყიდვადია. ჩვენი გამოშვებული პროდუქციის ბრუნვა არის მაქსიმუმ 14 დღე, რაც იმას ნიშნავს, რომ გამოშვებიდან მაქსიმუმ 14 დღეში ნებისმიერი პროდუქცია იყიდება.
საქართველოს გარდა, სხვა რომელიმე ქვეყანაში თუ გადის ექსპორტზე თქვენი პროდუქტი?
გეფერინი 7 ქვეყანაში გადის ექსპორტზე. ესენია: აშშ, საფრანგეთი, შვედეთი, რუსეთი, ყაზახეთი, უკრაინა და აზერბაიჯანი. აღნიშნულ ქვეყნებში გასვლა დაინტერესების შესაბამისად მოხდა. ასევე, ჩვენი პროდუქცია იყიდება amazon-ზე.
რამდენად დიდია მოთხოვნა თქვენს პროდუქტზე უცხოურ ბაზარზე?
ჩვენი უცხოელი მომხმარებლები დანახვისთანავე აღნიშნავენ გეფერინის განსხვავებულ დიზაინსა და მაღალ ხარისხს. რამოდენიმე ქვეყანაში გეფერინმა კარგად მოიკიდა ფეხი და მოთხოვნა მაღალია, მაგრამ არის ქვეყნები სადაც დრო სჭირდება მოთხოვნის შექმნას.
სამომავლოდ როგორი გეგმები გაქვთ?
სამომავლოდ, ჩვენს გეგმებში შედის ტანსაცმლისა და ფეხსაცმელების წარმოების დაწყება, რომელსაც 2018 წელში დავიწყებთ.
რას ურჩევდით დამწყებ ბიზნესმენებს?
ჩვენ ადამიანები ვისწრაფვით წარმატებისკენ, მაგრამ არ ვფლობთ მისი მიღწევის ტექნოლოგიებს. უნდა ჩამოვაყალიბოთ ჩვენი მიზნები, ნათლად განვსაზღვროთ რა გვსურს და რა გვაკლია იმისათვის, რომ ის მივიღოთ. მონდომება და მიზანდასახულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ყველა ბიზნესმენისთვის, თუ ადამიანს არ აქვს მიზანი და ვერ ხედავს სად მიდის შესაბამისად ის იქ მისვლასაც ვერ შეძლებს.
ფაქტია, რომ წარმატებულებს ბევრად უფრო მეტი მარცხი აქვთ განცდილი, ვიდრე წარუმატებელ ადამიანებს. წარუმატებლები მხოლოდ შეფასებით შემოიფარგლებიან. წარმატებული ადამიანი ძალიან ბევრს ცდილობს, ძირსაც ბევრჯერ ეცემა, თუმცა მაინც ფეხზე წამოდგება და მანამ ცდის სანამ მიზანს არ მიაღწევს. ამიტომ, დავისახოთ მიზანი და მის მისაღწევად ყველაფერი გავაკეთოთ!
გეფერინის პროდუქციის დათვალიერება მათ ოფიციალურ საიტზე შეგიძლიათ. კომპანია აქტიურად იყენებს Facebook-სა და Instagram-ს, სადაც თავიანთი პროდუქცია აქვთ განთავსებული. შეძენის სურვილის შემთხვევაში, ამავე არხებზე შეგიძლიათ ეკონტაქტოთ მათ.
გეფერინისთვის მიმდინარე წელი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი 2017 წლის ბიზნეს დაჯილდოებაში იღებენ მონაწილეობას. წარმატებული კომპანიის შემქმნელები იმ ადამიანებს შორის არიან, რომლებიც #გააზიარეწარმატების ფარგლებში დამწყებ სტარტაპერებს მოტივაციას აძლევენ და ამის პარალელურად, დაჯილდოებაში მნიშვნელოვანი პრიზის მოპოვებისთვის იბრძოლებენ.
შეგახსენებთ, რომ #გააზიარეწარმატება - ამ სლოგანით საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ბიზნესდაჯილდოება, თიბისი ბანკისა და ჯეოსელის ორგანიზებით, წელს მეორედ გაიმართება. შვიდ ნომინაციაში კონკურსანტების რეგისტრაცია უკვე დასრულებულია და ის ვებგვერდზე businessaward.ge-ზე მიმდინარეობდა.
-
ირანის ელჩი საქართველოში: მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ირანს არასოდეს განუხორციელებია აგრესია მეზობელი ქვეყნების ტერიტორიის წინააღმდეგ ირანის ელჩი საქართველოში: მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ირანს არასოდეს განუხორციელებია აგრესია მეზობელი ქვეყნების ტერიტორიის წინააღმდეგ
გადახედვა
-
ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს, როგორ "იღებს გადაწყვეტილებებს" ლორწოვანი სოკო ტვინის გარეშე ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს, როგორ "იღებს გადაწყვეტილებებს" ლორწოვანი სოკო ტვინის გარეშე
გადახედვა
-
რატომაა წყალი თხევადი? — მოლეკულათშორისი ძალების საიდუმლო რატომაა წყალი თხევადი? — მოლეკულათშორისი ძალების საიდუმლო
-
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
გადახედვა
-
სუხიშვილები — საქართველოს შემოქმედება | ანსამბლის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი სუხიშვილები — საქართველოს შემოქმედება | ანსამბლის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი
-
დავით თარხან-მოურავი: საქართველოც ამერიკული ქვეყანაა, რუსეთი დამარცხდა ანუ ამერიკა ამარცხებს მას დავით თარხან-მოურავი: საქართველოც ამერიკული ქვეყანაა, რუსეთი დამარცხდა ანუ ამერიკა ამარცხებს მას
გადახედვა
-
LGBTQ+ თემატიკის გამო რუსეთმა ცნობილი ფილმები აკრძალა LGBTQ+ თემატიკის გამო რუსეთმა ცნობილი ფილმები აკრძალა
გადახედვა
-
პირველად ისტორიაში: ხელოვნური ინტელექტის შექმნილი ვაქცინა ადამიანებზე გამოცადეს პირველად ისტორიაში: ხელოვნური ინტელექტის შექმნილი ვაქცინა ადამიანებზე გამოცადეს
გადახედვა
-
ზღვის კიტრის სხეულის მოკვეთილი ნაწილები სიცოცხლეს წლობით აგრძელებს — კვლევა ზღვის კიტრის სხეულის მოკვეთილი ნაწილები სიცოცხლეს წლობით აგრძელებს — კვლევა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ლაბორატორიაში რადიოაქტიური ნალექების სიმულაცია შექმნეს — კვლევა მეცნიერებმა ლაბორატორიაში რადიოაქტიური ნალექების სიმულაცია შექმნეს — კვლევა
გადახედვა
-
"პატარა წითელი წერტილები" შეიძლება ერთგვარ ვარსკვლავებში მოქცეული შავი ხვრელები იყოს "პატარა წითელი წერტილები" შეიძლება ერთგვარ ვარსკვლავებში მოქცეული შავი ხვრელები იყოს
გადახედვა
-
რა ეტაპზეა ახალი სტადიონის პროექტი? რა ეტაპზეა ახალი სტადიონის პროექტი?
გადახედვა
-
შეხვედრის მიზანია, გამოსწორდეს გარემოებები, რომლებმაც უვიზოს შეჩერებამდე მიგვიყვანა — მარკუს ლამერტი 11 ივნისის შეხვედრაზე შეხვედრის მიზანია, გამოსწორდეს გარემოებები, რომლებმაც უვიზოს შეჩერებამდე მიგვიყვანა — მარკუს ლამერტი 11 ივნისის შეხვედრაზე
გადახედვა
-
პირველი არხი: "არასრულწლოვანის გულისწასვლა პავილიონში მყოფმა პირველი არხის თანამშრომლებმა ვერ დააფიქსირეს" პირველი არხი: "არასრულწლოვანის გულისწასვლა პავილიონში მყოფმა პირველი არხის თანამშრომლებმა ვერ დააფიქსირეს"
გადახედვა
-
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი სამხედრო ხარჯებთან დაკავშირებული უთანხმოების გამო გადადგა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი სამხედრო ხარჯებთან დაკავშირებული უთანხმოების გამო გადადგა
გადახედვა
-
გასავარჯიშებელი პაემნები — რატომ ირჩევს Gen Z მიზანმიმართულად არამიმზიდველ პარტნიორებს? გასავარჯიშებელი პაემნები — რატომ ირჩევს Gen Z მიზანმიმართულად არამიმზიდველ პარტნიორებს?
გადახედვა
-
კვლევა: რუსეთის ეკონომიკური რეზერვები ამოიწურა კვლევა: რუსეთის ეკონომიკური რეზერვები ამოიწურა
გადახედვა
-
"სიმღერის აკადემია" აცხადებს, რომ სცენის განათების და ხმამაღალი მუსიკის გამო გულწასული არასრულწლოვანი ვერ შენიშნეს "სიმღერის აკადემია" აცხადებს, რომ სცენის განათების და ხმამაღალი მუსიკის გამო გულწასული არასრულწლოვანი ვერ შენიშნეს
გადახედვა
-
კანადაში 16 წლამდე მოზარდებისთვის სოცმედიის ანგარიშებს კრძალავენ კანადაში 16 წლამდე მოზარდებისთვის სოცმედიის ანგარიშებს კრძალავენ
გადახედვა
-
სტამბოლში ნარკოტიკებთან დაკავებულ საქმეზე 22 პირი დააკავეს — მათ შორის არიან ბერენ საათი და ქენან დოღულუ სტამბოლში ნარკოტიკებთან დაკავებულ საქმეზე 22 პირი დააკავეს — მათ შორის არიან ბერენ საათი და ქენან დოღულუ
გადახედვა
-
შესაძლოა, ხელოვნური ინტელექტი გადაშენების პირას მყოფ სახეობებს დაეხმაროს შესაძლოა, ხელოვნური ინტელექტი გადაშენების პირას მყოფ სახეობებს დაეხმაროს
გადახედვა









კომენტარები