"ლომის და ვეფხვის ყოლა 2-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს" — გარემოსდამცველი ლაშა ბექაურის მიერ გავრცელებულ ვიდეოზე
24 დეკემბერს ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც, სავარაუდოდ, თბილისში ავტომობილით ლომის ბოკვერთან ერთად გადაადგილდება. ვიდეომ საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. ისინი წერენ, რომ "კანონით აკრძალულია გარეული ცხოველების ყოლა", "კანონთან როგორ ხართ გარეულ ცხოველების ყოლასთან დაკავშირებით?!", "ველური ეგზოტიკური ცხოველებით გართობა და მათი უმიზნოდ არაშესაფერის პირობებში ყოლა არის დანაშაული და არაეთიკური საქციელი" და ა.შ.
საკითხის დეტალებში გასარკვევად, არის თუ არა გარეული ცხოველების, უფრო კონკრეტულად — გადაშენების პირას მყოფი ცხოველების, პირად საკუთრებაში ყოლა დანაშაული NEW.On.ge მწვანე ალტერნატივას გარემოსდაცვით მრჩეველს, მანანა ქოჩლაძეს დაუკავშირდა.
მანანა ქოჩლაძე
ფოტო: ნეტგაზეთი
"მწვანე ალტერნატივას" გარემოსდაცვითი მრჩევლის, მანანა ქოჩლაძის თქმით, სახლში ლომისა და ვეფხვის ყოლა სისხლის სამართლის დანაშაულია, ლომები საქართველოში არ ბინადრობენ, ე.ი. ეს ბოკვერი შემოყვანილია, რაც იმას ნიშნავს, რომ "საბაჟო ვერ ასრულებს თავის მოვალეობას და ვერც გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი და გარემოს დაცვის სამინისტრო".
"სულ რომ არ იყოს გადაშენების პირას მყოფი, ასე გარეული ცხოველების შემოყვანა არ შეიძლება. არსებობს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენცია (СITES), რომელიც გადაშენების პირას მყოფი ცხოველების არაკანონიერ შემოყვანას და გაყვანას არეგულირებს. ამას გარდა, გარეული ცხოველების ყოლა პირად საკუთრებაში არ შეიძლება.
TikTok-ზე ვრცელდება ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა და ოფიციალურად ქვეყანაში გვაქვს არალეგალური ზოოპარკები და ფართოდაა გავრცელებული პატარა ლომის და ვეფხვის ბოკვრებით "მარიაჟობა". ზოოპარკებს შეუძლიათ, ჰყავდეთ გარეული ცხოველები, მაგრამ ამას ბევრი ნებართვა სჭირდება. ასეთის ცხოველების შემოყვანა არ შეიძლება იყოს ამავდროულად გართობის საგანი. ზოოპარკს როცა შემოჰყავს ცხოველები, ამას აკეთებენ შენარჩუნებისა და სამეცნიერო დაკვირვებისთვის. სრულად გამორიცხულია, რომ ვიღაცას სახლში ჰყავდეს ლომი ან ვეფხვი. ეს პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაულია და 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს როგორც მისი შემოყვანა, ასევე მერე პირად საკუთრებაში ყოლა, თუ არ არსებობს გამამართლებელი გარემოებები. მაგალითად ჩვენთან არსებობს რამდენიმე კერძო დათვების თავშესაფარი. კერძოა, მაგრამ გარემოს დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობენ. დათვები ჩვენი ბიომრავალფეროვნებაა, ლომები, რომლებიც არ არსებობს საქართველოს ბუნებაში, ფაქტია, რომ არ არიან შემოყვანილები. ეს იმას ნიშნავს, რომ საბაჟო ვერ ასრულებს თავის მოვალეობას და შემდეგ ვერც გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი და მთლიანად გარემოს დაცვის სამინისტრო", — ამბობს მანანა ქოჩლაძე.
ჩვენთან საუბრისას მანანა ქოჩლაძე ამბობს, რომ უნდა აღიძრას როგორც სისხლის სამართლის საქმე, ისევე გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტმა უნდა დაიწყოს გამოძიებას, რა გზებით ხდება გარეული ცხოველების შემოყვანა ქვეყანაში.
"აღმოჩნდა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა. გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტს და მთლიანად გარემოს დაცვის სამინისტროს ამისთვის ყურადღება აქამდეც უნდა მიექციათ. მე იმედი მაქვს, რომ აღიძვრება როგორც სისხლის სამართლის საქმე, ისევე გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი დაიწყებს გამოძიებას, რა გზებით ხდება მათი შემოყვანა ქვეყანაში. საიდან გაჩნდნენ ლომები საქართველოში? თუ აქ დაიბადნენ ე.ი, კიდევ უფრო დიდ პრობლემასთან გვაქვს საქმე — ვიღაცამ გაზარდა ისე, რომ პატრონი არ არის ქვეყანაში, ვიღაცას ლომი ჰყავს ქვეყანაში და ვიღაცას ვეფხვი. ეს პრობლემაა, როგორც გარემოს დაცვის კუთხით, ასევე საზოგადოებრივი უსაფრთხოების კუთხით. ასევე მენტალიტეტის კუთხითაც, ეს ხალხი აღზევებული მდაბიოების შთაბეჭდილებას ტოვებენ", — აცხადებს მანანა ქოჩლაძე.
საქართველოს სისხლის სამართლის 302-ე პრიმა მუხლის თანახმად, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობის, მისი ნაწილის ან დერივატის არალეგალური ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი ან ზღვიდან ინტროდუქცია, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე.
NEWS.On.ge შეეცადა გაერკვია რა ზომებს მიიღებს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის სამსახური ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით.
უწყების ცხელ ხაზზე გვითხრეს, რომ გუშინდელი ვიდეოს გამო თითქმის მთელი საქართველო ურეკავთ, "ინფორმაცია გადაცემულია გარემოს დაცვითი ზედამხედველობის სამსახურში და, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება რეაგირება".
დამატებითი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, სტატია განახლდება.
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა

კომენტარები