TI: წინასწარი პატიმრობა პროკურატურის ხელში პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღია
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო მიიჩნევს, რომ ანდრო ჭიჭინაძისა და მასთან ერთად დაკავებული პირების წინასწარი პატიმრობა პროკურატურის ხელში პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღია. ორგანიზაცია მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის და მასთან ერთად დაკავებული პირების წინასწარი პატიმრობის შეფასებას დოკუმენტის სახით აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბრალდებულს პატიმრობა არ შეიძლება შეეფარდოს, თუ აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევა შესაძლებელია სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებით.
საუბარია საპროტესტო აქციებზე დაკავებულ 6 მოქალაქეზე: ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, ანდრო ჭიჭინაძეს, გურამ მირცხულავას და ონისე ცხადაძეს ბრალი წარედგინათ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) ჩადენაში.
"რითი დაასაბუთა პროკურატურამ წინასწარი პატიმრობის აუცილებლობა:
2024 წლის 6 დეკემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ექვსივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება მოითხოვა. პროკურატურის მტკიცებით, არსებობდა ამგვარი ღონისძიების გამოყენების ფაქტობრივი და ფორმალური საფუძველი. ფაქტობრივ საფუძვლად პროკურატურამ მიუთითა "მტკიცებულებით ერთობლიობაზე", რომ ბრალდებულებმა თითქოსდა ჩაიდინეს ბრალად წარდგენილი დანაშაული. ფორმალურ საფუძვლებად, კი პროკურატურამ დაასახელა ბრალდებულების მიმალვის, საქმისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურების და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები, აგრეთვე, ის გარემოება, რომ მათ ბრალი დაედოთ ისეთი დანაშაულის ჩადენაში, რომლისთვისაც გათვალისწინებულია საპატიმრო სასჯელი.
საქართველოს კანონმდებლობით, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველია დასაბუთებული ვარაუდი, რომ ბრალდებული მიიმალება ან არ გამოცხადდება სასამართლოში, გაანადგურებს საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს. ბრალდებულს პატიმრობა არ შეიძლება შეეფარდოს, თუ აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევა შესაძლებელია სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებით. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობის წარდგენისას პროკურორი ვალდებულია დაასაბუთოს მის მიერ მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიების მიზანშეწონილობა და სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზანშეუწონლობა. დასაბუთების ვალდებულება მოიცავს პროკურატურის ტვირთს, წარმოადგინოს კონკრეტული მტკიცებულებები, რომლებითაც შეიძლება დამტკიცდეს აღკვეთის ღონისძიების მოცემული საფუძვლის რეალურობა.
მოცემულ შემთხვევაში პროკურატურას არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც ობიექტურ პირს ხსენებული საფრთხეების რეალობაში დაარწმუნებდა. პროკურატურა მხოლოდ ზოგადი, აბსტრაქტული ხასიათის მსჯელობით შემოიფარგლა.", — წერია TI-ს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს განცხადებაში პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზეა საუბარი.
"აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება, განსაკუთრებით პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებში, საქართველოში დიდი ხნის განმავლობაში დაუძლეველ პრობლემას წარმოადგენს. იშვიათად ხდება, რომ ასეთ საქმეებში სასამართლოები არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებას იყენებენ. გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც აღკვეთის ღონისძიების სახით არასაპატიმრო ღონისძიება მაინც გამოიყენება, ამის ინიციატორი უფრო თავად პროკურატურაა, ვიდრე სასამართლო. ნამდვილი სასამართლო კონტროლი ამ სფეროში უბრალოდ არ არსებობს. საქართველოს სახელმწიფომ არაერთი საქმე წააგო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სწორედ საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების უკანონოდ გამოყენების გამო". —წერია დოკუმენტში.
TI-ს დასკვნით, ბრალდებულების მიმართ საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გამოყენება მოსამართლე მჭედლიშვილის მხრიდან იყო პოლიტიკური დაკვეთის შესრულება და კიდევ ერთხელ დემონსტრირება იმისა, რომ მართლმსაჯულების სისტემა ქართული ოცნების პირობებში დემონსტრანტების სამაგალითოდ დასჯისთვის გამოიყენება.
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
-
2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება
გადახედვა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები