მამუკა მდინარაძე

23 Dec. 2024, 16:09

"ჩვენ არც უიმედოდ უნდა ვიყოთ და არც ზედმეტი იმედები უნდა დავამყაროთ 20 იანვრის შემდეგ პერიოდზე და რატომ? ტრამპის ორი მთავარი დაპირება გახსოვთ ხომ, სუბიექტურად რომ ვთქვათ, ორივე დაპირების შინაარსი საქართველოს აწყობს, ერთი — ომის დამთავრება, სადაც ბუნებრივად ქრება საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის ინტერესი და მეორე, deep state-ის დამარცხება

[…] დამოკიდებული იქნება ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება 20 იანვრის შემდეგ იმ მოვლენებზე, თუ რამდენად შეძლებს ბატონი დონალდ ტრამპი თავისი დაპირებების შესრულებას. პირველი, რამდენად შეძლებს ის გავლენა მოახდინოს იმაზე, რომ დასრულდეს ომი და მეორე, როგორ დაამარცხებს ის ამ არაფორმალურ გავლენებს აშშ-ის ბიუროკრატიაში, რა შემთხვევაშიც, ბუნებრივად გვაწყობს ჩვენ. თუ ის მთლიანად შეძლებს ამოძირკვოს და დაამარცხოს, შესაბამისად, ჩვენზე წნეხი ნებისმიერი მიმართულებით იხსნება, მაგრამ თუ სამწუხაროდ, ეს ვერ მოხდა, მაშინ, ეს ტურბულენტობა გაგრძელდება.

აქ პიროვნებაზე კი არ არის დამოკიდებული და ვიღაცას მოსწონს ტრამპი, არ მოსწონს, მას მოვწონვართ ჩვენ, არ მოვწონვართ, ამაზე კი არ არის დამოკიდებული, რამდენად ის შეძლებს თავისი იმ დაპირების შესრულებას, რომ მან deep state, შესაბამისი არაფორმალური გავლენები ამოძირკვოს, ამ შემთხვევაში, საქართველოსთან დამოკიდებულება აბსოლუტურად შეიცვლება, მაგრამ თუ ეს გართულდა, რაც უფრო გართულდება, რაც უფრო ვერ შესრულდება ეს პირობა, მით უფრო, რთულად გვექნება ჩვენ ბევრი რაღაც გადასატანი"


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ნოღაიდელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
  2. შსს: "სტუმრად მისული კაცი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ბრალდებულებმა ცხედარი ავტომობილით ტყეში დატოვეს"
  3. რატომ დააკავეს და რატომ აძევებენ ქვეყნიდან აფგან სადიგოვს?
  4. ტრამპი ირანს ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო უცენზურო სიტყვებით გაჯერებული პოსტით დაემუქრა
  5. გიგა ავალიანის საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 10,5 წლით, დემეტრე ჩიქოვანს კი 6 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯათ

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაცია 4 წლით გადავადდა

პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით, 2031 წლის 1…