მამუკა მდინარაძე

14 Dec. 2024, 12:05

"მას შემდეგ, რაც საქართველოს კონსტიტუციაში შევიდა ცვლილება, რომ კოლეგიის მიერ ყოფილიყო საქართველოს პრეზიდენტი არჩეული, ეს არის პირველი შემთხვევა და მათ შორის უფლებამოსილებას შეიძენს საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც, კონსტიტუციის მიხედვით, არაპირდაპირი გზით იქნება არჩეული. როგორც ცნობილია, კოლეგიაში შედიან საქართველოს პარლამენტის წევრები, თვითმმართველობის წარმომადგენლები, აჭარისა და აფხაზეთის მთავრობების უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები. თუ ჩვენ მეორე ტური დაგვჭირდა, მეორე ტურიც დღეს გაიმართება. სხვა შემთხვევაში, არჩეული იქნება პრეზიდენტი პირველივე ტურში. ხედავთ, რომ ჩვენი ოპონენტები არ გამოცხადდნენ.

მიხეილ ყაველაშვილის დასახელებისას, მთავარი კრიტერიუმი რაც კი შეიძლებოდა ყოფილიყო, ეს არის სამშობლოს უღალატობა და არა რომელიმე გუნდის და პატრიოტიზმი. მიხეილ ყაველაშვილს თუკი რაიმე თვისება გააჩნია, უწინარესად, ამ თვისებაზე უნდა ვილაპარაკოთ. გარდა ამისა, ის უკვე შემდგარი პროფესიონალი პოლიტიკოსია და ადამიანია, რომელსაც თავის დროზე მთელი საქართველო ვგულშემატკივრობდით. დღეს ასე არ არის, მაგრამ დიდი უმრავლესობა გულშემატკივრობს, იმიტომ, რომ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, შესაბამისი ლეგიტიმაციით, ირჩევს საქართველოს პრეზიდენტს".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნინო კუხალეიშვილი: სიმღერის დაწყებიდან მალევე, უკანა რიგში მდგომი ანკა მოწყვეტით ეცემა | ვიდეო
  2. როგორ გაკონტროლდება სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენება?
  3. სანქციების გავლენა რუსეთზე — რატომ ვერ გამართლდა მოლოდინები?
  4. რუსეთი სამუშაო ასაკის 12 წლამდე დაწევას განიხილავს
  5. რუსთავში 16 წლის ბიჭმა 40 წლის კაცი მოკლა — ოჯახის ინფორმაციით, კაცი არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობას ცდილობდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

TI: "ოცნების" დეპუტატ გიორგი ჭყონიას კომპანიას ₾1.3 მლრდ-ზე მეტი ღირებულების ტენდერი აქვს მოგებული

ბათუმის მერიის ა(ა)იპ "საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს" მიერ 2024-2026 წლებში გამოცხადებულ…