ნახეთ: ხატია ბუნიათიშვილს სთხოვეს, საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი მუსიკით გადმოეცა (ვიდეო)
ფოტო: Le Figaro / YouTube
მსოფლიოში აღიარებულ ქართველ პიანისტს, ხატია ბუნიათიშვილს, რომელიც წელს "კლასიკური მუსიკის სუპერვარსკვლავად" მონათლეს, გამორჩეულად წარმატებული წელი ჰქონდა. ოქტომბერში მან თავისი რიგით მეექვსე სოლო ალბომი გამოუშვა, რომელშიც მოცარტის საფორტეპიანო კონცერტები შევიდა, სულ ახლახან კი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის საზეიმო ცერემონიაზეც დაუკრა.
ამ ყველაფრის ფონზე, მსოფლიო მედიის მხრიდან ბუნიათიშვილის პერსონით დაინტერესება ისევ გაიზარდა. ფრანგულმა ტელეარხმა Le Figaro-მ რამდენიმე დღის წინ ქართველ პიანისტზე ვრცელი, თითქმის 2-საათიანი გადაცემა მოამზადა, სადაც ინტერვიუერმა ხატიას ასოციაციური თამაში შესთავაზა: გადმოეცა ესა თუ ის ამბავი უსიტყვოდ, მუსიკით. როცა ჟურნალისტმა საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი ახსენა, მუსიკოსი წამით დაფიქრდა, მერე კი იოჰან სებასტიან ბახის პრელუდია და ფუგის დაკვრა დაიწყო.
მოგვიანებით, ამავე ინტერვიუში, ბუნიათიშვილს ისევ ჰკითხეს მის სამშობლოში არსებულ მდგომარეობაზე, რის პასუხადაც პიანისტმა პროტესტის მონაწილეთა მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.
"ქართველები თავისუფლების მოყვარე ხალხია და ამის გამო ყოველთვის ბრძოლა გვიწევდა", — აღნიშნავს ხატია, — "პარტიებს შორის ურთიერთობა პოლიტიკის ამბავია, მაგრამ მე ვხედავ ქართველ ახალგაზრდებს — და მე ახალგაზრდობას სამყაროში ყველაზე მშვენიერ რამედ მივიჩნევ — რომლებიც შეუპოვრად, თავგანწირვით იბრძვიან თავისუფლებისთვის, ევროპისთვის, საკუთარი უფლებების დასაცავად. ისინი აძლევენ ქვეყანას გეზს, ისინი წყვეტენ ქვეყნის მომავალს, ასე რომ, მათ სრულად ვუჭერ მხარს".
პროტესტის მონაწილეთა მხარდასაჭერი განცხადება ბუნიათიშვილმა რამდენიმე დღის წინაც გაავრცელა თავის სოციალურ ქსელებში. პიანისტმა განცხადებაში ძალოვანი უწყებების ძალადობრივი ქმედებებიც დაგმო.
"ისინი ჩვენს ლამაზ, თავისუფალ ახალგაზრდებს და ახალგაზრდული სულის ადამიანებს, რომლებსაც არ ამოძრავებთ არანაირი პოლიტიკური ინტერესი, არამედ მხოლოდ გულანთებული ქვეყნის სიყვარული და იმედი მათი უკეთესი მომავლის, სისასტიკით და გულგრილობით პასუხობენ. მთავრობა ხალხს ფიზიკურად უსწორდება და ავიწყდება, რომ მისი მოვალეობა თითოეული მოქალაქის დაცვაა. სახელმწიფო ადამიანებისგან შედგება და ერთი ადამიანი მთელი სახელმწიფოა", — დაწერა ქართველმა მუსიკოსმა.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები