საპროტესტო აქციის მე-9 ღამე — ღამის ქრონიკა
ფოტო: ნინო ორდენიძე
"გუშინ დაისვენეს, დღეს გაიღიმა კობახიძემ და საღამოს ტერორი მოაწყვეს!!!", — ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველო პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი წერს. მისივე თქმით, ტყუილია ოცნების პრემიერის სიტყვები, რომ "ძალადობა შეჩერდა". სალომე ზურაბიშვილი კითხვას სვამს: თუ "ძალადობა შეჩერდა, რა არის დღევანდელი სასტიკის დარბევის მიზანი? დედისგან შვილის გატაცება? შურისძიება ქალებზე?"
თავისუფლების მოედანზე წყლის ჭავლის მანქანა და სპეცტექნიკა 23:00 საათიდან განლაგდა, რის შემდეგაც, სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლა დაიწყო.
მანამდე პოლიცია მეტრო თავისუფლების მოედანზე აქციაზე მომავალ მოქალაქეებს კვლავ ჩხრეკდა. მეტროში, ესკალატორზე დააკავეს ერთი პირი. პოლიციის თქმით, მოქალაქის დაკავების მიზეზი მოქალაქის მხრიდან "პოლიციელების მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა" გახდა. ჩხრეკასთან დაკავშირებით სამართალდამცველები მედიასთან განმარტავდნენ, რომ გატარებული ღონისძიება არა ჩხრეკა, არამედ "ზედაპირული შემოწმება" იყო.
დაკავება მეტროში
ფოტო: ინტერპრესნიუსი
რუსთაველის გამზირის გარდა, სპეცრაზმია განლაგდა რესპუბლიკის მოედანზეც, რის შემდეგაც აქციის მონაწილეები ფაქტობრივად ალყაში მოაქციეს. საპოლიციო ძალებმა 7 დეკემბრის ღამეს აქციის დასაშლელად გამოიყენეს წყლის ჭავლი და სხვა სპეციალური საშუალებები — გაზის კაფსულები, ხოლო დემონსტრანტები ისროდნენ პიროტექნიკას.
მას შემდეგ, რაც სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირი დაიკავა, აქციის მონაწილეთა ნაწილმა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გადაინაცვლა, იქიდან კი გმირთა მოედნისკენ გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეებმა საპროტესტო მსვლელობა თამარაშვილის გამზირზე დაასრულეს.
7 დეკემბრის ღამეს საპოლიციო ძალებმა დააკავეს რამდენიმე პირი, მათ შორის "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი ცოტნე კობერიძე, რომელიც მოგვიანებით გაათავისუფლეს. დააკავეს ასევე ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ნიკა ალავიძე და მთავარი არხის ჟურნალისტი, ბექა ყორშია. დაკავებულთა რაოდენობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება.
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
კომენტარები