თიბისის ESG აკადემია, თბილისში, ბიზნესების წარმომადგენლებისთვის, ტრენინგს — “ბიზნესის გზა მდგრადობისკენ — შექმენი მწვანე მომავალი“ ჩაატარებს
ფოტო: თიბისი
4 დეკემბერს, თბილისში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა, დაესწრონ თიბისის ESG აკადემიის სპეციალურ ტრენინგს — “ბიზნესის გზა მდგრადობისკენ — შექმენი მწვანე მომავალი“.
ტრენინგი სპეციალურად ბიზნსესების წარმომადგენლებისთვის შეიქმნა და მიზნად ისახავს ზოგადი გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას და ბიზნესისთვის სასარგებლო და რელევანტურ ინფორმაციის გაზიარებას კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკების მიმართულებით. ტრენინგის შემდეგ, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს ექნებათ ცოდნა მდგრადი ბიზნესმოდელების, მათი უპირატესობებისა და მოსალოდნელი სარგებლის შესახებ. ამასთანავე, კურსი დაეხმარება ბიზნესებს მათ საქმიანობაში მდგრადობის ხელშემწყობი ფაქტორების ინტეგრირებაში.
ESG აკადემიის სპეციალური კურსი ორიენტირებულია მონაწილეებისთვის არამარტო თეორიული ცოდნის მიწოდებაზე, არამედ მასში ინტეგრირებულია თანამედროვე სწავლების მიდგომები, რომლებიც მიღებული ინფორმაციის პრაქტიკაში გამოყენებას ისახავს მიზნად.
ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნება:
- მდგრადი ბიზნეს მოდელების შესახებ პრაქტიკული ინფორმაცია
- ბიზნესისთვის რელევანტური კლიმატის ცვლილების რისკები
- სხვადასხვა ეკონომიკური სექტორის მიმოხილვა
- მწვანე დაფინანსების მიმოხილვა
- მწვანე ინიციატივების უპირატესობები და გამოწვევები
- პრაქტიკული სავარჯიშოები
ბიზნესის წარმომადგენლები მიიღებენ ინფორმაციას ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ნარჩენების მართვა და ცირკულარული ეკონომიკა, სათბური აირები, მდგრადი ურბანიზაცია, მდგრადი სოფლის მეურნეობა, კლიმატის ცვლილება და მისი შედეგები საქართველოს რეგიონებზე და სხვა.
ESG აკადემიის კურსზე დასწრების უნიკალური შესაძლებლობა თიბისის ბიზნესმომხმარებლებს აქვთ. ერთი კომპანიიდან შესაძლებელია რამდენიმე მონაწილის დასწრება. გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ შემდეგ ბმულზე: რეგისტრაციის ფორმა
ESG აკადემიის პირველი კურსის განსახორციელებლად, თიბისიმ მხარდაჭერა ორი ევროპული ფონდის ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში მოიპოვა — EFSE Development Facility (DF) და GGF Technical Assistance Facility (TAF). ტრენინგ პროგრამა კი, თიბისისა და “დეველორის“ აქტიური თანამშრომლობით შეიქმნა. პროგრამა ეფუძნება მდგრადობის მიმართულებით თიბისიში არსებულ ცოდნასა და კომპეტენციას, რომლებიც ტრენინგში გადმოტანილია “დეველორის“ გამოცდილი სწავლების მეთოდების გამოყენებით. ESG აკადემია პირველი გრძელვადიანი საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მონაწილეებს ყველა ტრენინგ პროგრამას სრული დაფინანსებით, ქართულ ენაზე სთავაზობს.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
კომენტარები