მიხეილ სააკაშვილი

4 Nov. 2024, 16:31

"დღევანდელ აქციაზე ხალხის რაოდენობა მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი. უფრო მნიშვნელოვანია აქციების განგრძობადობა, წინააღმდეგობის ხარისხი და ორგანიზატორების პრინციპულობა.

26 ოქტომბრის არჩევნებზე ქვეყნის შიგნით და გარეთაც ჩართულმა საზოგადოებამ სრულად ჩააბარა გამოცდა, აჩვენა თვითორგანიზების სასწაულები. ახლა, ხალხი ძალიან გაბრაზებულია, გადაიზრდება თუ არა ეს გაბრაზება მძლავრ საპროტესტო მოძრაობაში, დამოკიდებულია პოლიტიკური სპექტრის და სამოქალაქო სექტორის ლიდერობაზე და თანმიმდევრულობაზე.

ყველა, მსოფლიოში, ვინც თვალს ადევნებს საქართველოს, ერთის მხრივ, გაოგნებულია არჩევნების მოპარვის თავხედურობით, მეორეს მხრივ, ელოდება იმას აღმოაჩნდება, თუ არა ქართველ ხალხს წინააღმდეგობის უნარი. ჩვენდამი მხარდაჭერა სწორედ ამაზეა დამოკიდებული.

მთლიანობაში ეს სწორედ ის შემთხვევაა როცა ჩვენი მომავალი მთლიანად ჩვენს ხელთაა.

ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ არა მხოლოდ არჩევნები მოიპარეს, არამედ საქართველოში დამყარდა დიქტატურა, რომელიც ახლა გაყურსული ელოდება იმას, რომ ქართველებმა შეირგონ "ახალი რეალობა" და შემდეგ აპირებს საბოლოოდ მოამთავროს დარჩენილი თავისუფლებები და განახორციელოს მასობრივი რეპრესიები. ასევე მზადდება საქართველოს დიდი ეთნიკური წმენდა. კიდევ მილიონამდე ადამიანის იძულება დატოვონ ქვეყანა.

ჩვენ ძალიან ბევრი დრო არ გვაქვს. რა თქმა უნდა გვჭირდება მოთმინებაც, მაგრამ მოთმინებაზე მეტად გვჭირდება აგრესიული წინააღმდეგობა უკვე დე-ფაქტო დამყარებული დიქტატურისადმი.

ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ მანამ, სანამ შევძლებთ და შემდეგ იმდენი რამდენიც საჭირო გახდება".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 15 წლის ბიჭი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
  2. თუ პირის შემოსავალი 1 250 ლარია, ოჯახი სოციალურად დაუცველის სტატუსს დაკარგავს — ცვლილება კანონში
  3. 2013-2025 წლებში ხელფასები ნომინალურად 220%-ით და რეალურად 86%-ით გაიზარდა
  4. მთავრობა სარეზერვო ფონდიდან საპატრიარქოს 5 300 000 ლარს გამოუყოფს
  5. "მე ვნახე ეს კადრები, აბსოლუტურად მიუღებელია" — ირაკლი კობახიძე გორში მომხდარ ინციდენტზე

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პირი, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს, კლინიკა "ვივამედში" გადაიყვანეს

გორში პოლიციელების მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, პაპუნა ლოცულაშვილი, სამკურნალოდ კლინიკა "ვივამედში" მოათავსეს.…