"ყველას მსგავსად, მეც გარკვევის პროცესში ვარ" — შონ მენდესი თავის სექსუალობაზე
ფოტო: Mike Coppola / Getty Images / MTV
პოპულარობის ერთ-ერთი ცუდი მხარე ისაა, რომ უცხო ადამიანები შენს პირად სივრცეში უბოდიშოდ იჭრებიან და ირიბად, ზოგჯერ პირდაპირაც, გაიძულებენ, ამა თუ იმ პირადულ საკითხზე საჯაროდ ისაუბრო. ცნობილი ადამიანების სექსუალობაც ხშირადაა ხოლმე განხილვის თემა, მათ შორის, მედიაში, რაც ვარსკვლავებს უბიძგებს, თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ ილაპარაკონ იდენტობაზე. ასეთი დისკუსია შონ მენდესის გარშემოც არ ცხრება, ამიტომ, კანადელმა მომღერალმა ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა, თავის მსმენელთან ღიად ესაუბრა.
ერთ-ერთ უახლეს კონცერტზე მენდესმა თავისი ახალი სიმღერა, The Mountain, შეასრულა, რომლის ტექსტიც მომღერლის სექსუალობას შეეხება.
"ზოგჯერ აზრს ვიცვლი, შენ კი შეგიძლია ის თქვა, რაც გინდა. შეგიძლია თქვა, რომ ძალიან ახალგაზრდა ვარ, შეგიძლია თქვა, რომ მეტისმეტად ხნიერი ვარ. შეგიძლია თქვა, რომ გოგოები ან ბიჭები მომწონს. როგორც შენ გაგიხარდება", — ამბობს მენდესი სიმღერაში.
ამ კომპოზიციის მნიშვნელობა პოპვარსკვლავმა კონცერტზე თავადვე ახსნა და აღნიშნა, რომ იდენტობის ძიების პროცესშია.
"ძალიან ადრეული ასაკიდან გამუდმებით მესმოდა ჩემს სექსუალობაზე ლაპარაკი", — განაცხადა მენდესმა, — "მე კი ეს უაზრობად მიმაჩნია, რადგან, ვფიქრობ, რომ სექსუალობა საოცრად კომპლექსური რაღაცაა და რთულია, ის ჩარჩოებში მოაქციო. [ამ დისკუსიას] ჩემთვის ძალიან პირადულ საკითხში შემოჭრად ვთვლიდი ყოველთვის. იმ საკითხში, რომელსაც თავადვე ვარკვევდი, რომელიც ჯერ კიდევ მისაკვლევი მქონდა და ისევ მაქვს".
მუსიკოსმა დასძინა, რომ ამ თემას ახლა "ყველასთან უფრო დასაახლოებლად" შეეხო.
"სიმართლე ისაა, რომ ყველას მსგავსად, მეც გარკვევის პროცესში ვარ", — განაგრძო მენდესმა, — "ზოგჯერ ვიცი, ზოგჯერ — არა. ეს კი ძალიან მაშინებს, რადგან ჩვენს საზოგადოებაში ამას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ვცდილობ, სიმამაცე გამოვიჩინო და საკუთარ თავს ადამიანად ყოფნის, ყველაფრის განცდის ნება დავრთო. ახლა მხოლოდ ამის თქმა მსურს".
ფოტო: Jordan Strauss / AP
გავრცელებული ხმების საპასუხოდ მენდესი თავის იდენტობას აქამდეც შეხებია. 15 წლის ასაკიდან ყველა გეის მეძახდაო, აღნიშნა მუსიკოსმა 2020 წლის ინტერვიუში.
"ეს ძალიან გამაღიზიანებელი იყო, რადგან ჩემთვის ახლობელი არაერთი ადამიანიც ყოფილა გეი და ამას მალავდა. სწორედ მათ გამო მომერეოდა ხოლმე ბრაზი. მინდოდა, მეთქვა, გეი არ ვარ, მაგრამ რომც ვიყო, მერე რა-მეთქი. რთულია, ასეთ სიტუაციაში სათანადო პასუხი იპოვო", — თქვა პოპვარსკვლავმა მაშინ.
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
-
კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ
გადახედვა
კომენტარები