გიორგი კალანდარიშვილი

26 Oct. 2024, 13:32

"მე მინდა, სასწრაფო წესით მოვუწოდო და მოვთხოვო მარნეულის საარჩევნო კომისიას, გაერკვეს სიტუაციაში, მოიწვიოს კომისიიის სხდომა და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება.

ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ასეთმა შემთხვევებმა, მიუხედავად იმისა, სანამ მოხდება ამ ფაქტის დადასტურება... რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სსკ საქმე აღძრა, მინდა ვთხოვო სამინისტროს, რაც შეიძლება სწრაფ ტემპში განხორციელდეს შესაბამისი წარმოების პროცედურები, რათა საზოგადოებას ჩვენ-ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში მივაწოდოთ ობიექტური, დაზუსტებული ინფორმაცია ამ საკითხზე.

ყველა ასეთი შემთხვევა, შეესაბამება თუ არა სინამდვილეს, რა თქმა უნდა, აზიანებს საარჩევნო გარემოს, კენჭისყრის დღის მთლიანობას, ინსტიტუციის რეპუტაციას და იწვევს კითხვის ნიშნებს შედეგებთან დაკავშირებით."

ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კანალანდარიშვილი გავრცელებულ კადრებზე, რომლის მიხედვითაც, მარნეულის ერთ-ერთ საარჩევნო უბანში საარჩევნო ყუთში ჯერჯერობით დაუდგენელი პირები ბიულეტენებს ყრიან.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი
  2. რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
  3. "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
  4. "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
  5. ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ