Associated Press: საქართველო ემზადება არჩევნებისთვის, რომელიც განსაზღვრავს მის მომავალს ევროპაში
სამხრეთ კავკასიის ამ 3,7 მილიონიან ქვეყანაში ბევრს სჯერა, რომ არჩევნები ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება მათ ცხოვრებაში, გადამწყვეტი ხმა ევროკავშირში გაწევრიანების შანსზე, არჩევნებში ოპოზიციური პარტიების კოალიცია უპირისპირდება ქართულ ოცნებას, რომელიც 2012 წლიდან მზარდი ავტორიტარული გზით მართავს, — ამის შესახებ აღნიშნულია Associated Press-ის სტატიაში სათაურით: "საქართველო ემზადება არჩევნებისთვის, რომელიც ევროპაში მის მომავალს განსაზღვრავს".
გამოცემა წერს, რომ გამოკითხვები მიუთითებს, რომ ქართველების დაახლოებით 80% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას და კონსტიტუცია ავალდებულებს ლიდერებს როგორც ევროკავშირში, ასევე ნატო-ში გაწევრიანებას.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ივლისში, ბრიუსელმა საქართველოს ევროკავშირში შესვლის წინადადება განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ მიიღო "უცხოური გავლენის კანონი", რომელიც შექმნილია რუსეთის მსგავსი კანონმდებლობის მოდელით და ის მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციებს და სხვა არაკომერციულ ჯგუფებს ავალდებულებს, დარეგისტრირდნენ, როგორც "უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი", თუ ისინი იღებენ თავიანთი დაფინანსების 20%-ზე მეტს საზღვარგარეთიდან.
"ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ეს საჭიროა მავნე უცხოელი აქტორების შესაჩერებლად, რომლებიც ცდილობენ ქვეყნის დესტაბილიზაციას. ბევრი ჟურნალისტი და აქტივისტი ამბობს, რომ მისი ნამდვილი მიზანი მათი სტიგმატიზაცია და არჩევნებამდე დებატების შეზღუდვაა", — აღნიშნულია სტატიაში.
გამოცემა წერს, რომ როდესაც ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა 2012 წელს, მან პირობა დადო, რომ აღადგენდა სამოქალაქო უფლებებს და "გადატვირთავდა" ურთიერთობებს მოსკოვთან.
"პარტია, რომელიც ჩრდილოვანმა მილიარდერმა, ბიძინა ივანიშვილმა დაარსა, რომელმაც თავისი ქონება რუსეთში მოიპოვა, მოსახლეობას ევროკავშირში გაწევრიანებას დაჰპირდა. მაგრამ შემდეგ ქართულმა ოცნებამ დაიწყო მოსკოვისკენ სვლა: მასობრივი პროტესტის მიუხედავად, უცხოური გავლენის კანონის მიღება, უკრაინაში ომის გამო რუსეთის მიმართ დაწესებული საერთაშორისო სანქციებისგან თავის შეკავება და ლგბტქ+ უფლებების მკვეთრი შეზღუდვა", — აღნიშნულია სტატიაში.
გამოცემა წერს, რომ არჩევნების წინ, მმართველი პარტიის სარეკლამო კამპანიის რეკლამა აცხადებს, რომ "გლობალური ომის პარტია" ცდილობს გავლენა მოახდინოს ევროკავშირსა და აშშ-ზე, გააფართოოსკონფლიქტი უკრაინაში და ქართული ოცნებას ძალაუფლება ჩამოართვას. ასევე გამოჩნდა ბილბორდები, რომლებიც უკრაინაში ნგრევის ამსახველ შავ-თეთრ სურათებს უპირისპირებს საქართველოს ცხოვრების ფერად სურათებს, სლოგანთან ერთად: "უთხარი არა ომს — აირჩიე მშვიდობა!".
"ბევრი ქართველი შიშობს, რომ ქართული ოცნების ხელახლა არჩევის შემთხვევაში, ამან შესაძლოა მთლიანად გაანადგუროს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებები“, — აღნიშნულია სტატიაში.
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები