რუსეთში, ჩელიაბინსკში ტაქსისტი ქალის მკვლელობას არეულობა მოჰყვა
ჩელიაბინსკის ოლქში ტაქსის მძღოლის მკვლელობას ქალაქ კორკინოში ძალადობრივი არეულობა მოჰყვა, — ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა 74.ru წერს.
23 ოქტომბერს ქალაქ კორკინოში 40 წლის ტაქსის მძღოლი ქალი გარდაცვლილი იპოვეს. ადგილობრივი გამოცემის ცნობით, მკვლელობამდე ტაქსის მძღოლი "ადგილობრივმა ბოშებმა" გამოიძახეს და მის მკვლელობაში სწორად ისინი არიან ეჭვმიტანილები. ქალს სხეულზე დანით მიყენებული რამდენიმე ჭრილობა აქვს.
კორკინოს მაცხოვრებლები კი, გამოცემის ცნობით, "ბოშების კვარტალში ადგილობრივ მაღაზიასთან სპონტანურად შეიკრიბნენ და პოგრომი მოაწყვეს". შემთხვევის ადგილზე სპეცრაზმი და უსაფრთხოების სხვა ძალები მივიდნენ.
რუსული გამოცემა წერს, რომ უსაფრთხოების ძალებმა დიასპორის ერთ-ერთ სახლს ალყა შემოარტყეს. გამოცემის ცნობით, ჩელიაბინსკიდან ადგილობრივი უსაფრთხოების ძალების დასახმარებლად, დაახლოებით, 20 მანქანა გაემგზავრა. მოსახლეობამ ალყაშემორტყმულ სახლთან გაჩერებული ავტომობილი ამოატრიალა.
ტელეგრამ-არხი Mash-ის ცნობით, ორი ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთს ტყვია კისერში მოხვდა, მეორეს — ბარძაყში.
"ასობით კორკინოელი, რომელიც ახლა ქუჩაშია გამოსული, პოლიციის უმოქმედობას აპროტესტებს და იმას, რომ დიასპორის პრობლემა დიდი ხანია დგას. ბოშების სახლებში ჩამტვრეულია ფანჯრები. ხალხში გაისმა გასროლის ხმა. სპეცრაზმი გაბრაზებული მოსახლეობის დამშვიდებას ცდილობს", — წერს 74.ru.
24 ოქტომბრის საღამოს საგამოძიებო კომიტეტის რაიონულმა სამმართველომ მკვლელობაში 17 წლის ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. საგამოძიებო სამსახურმა კიდევ ერთი დაკავებულიც ახსენა, თუმცა, დანაშაულში მისი მონაწილეობა დადასტურებული ჯერ არ არის. გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით, ტაქსის მძღოლსა და ეჭვმიტანილს შორის კონფლიქტი მოხდა, რის შემდეგაც ეჭვმიტანილმა ქალს, რომელიც საჭეს მართავდა, გულმკერდის არეში დანით მინიმუმ ოთხი ჭრილობა მიაყენა.
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
კომენტარები