პიტერ დინკლეჯი Game of Thrones ფანებს მოუწოდებს აღარ იყიდონ ჰასკები
ყოველთვის, როდესაც ჩვენს საყვარელ ფილმს ან სერიალს ვუყურებთ, გვინდება ის ნივთი ან სამახსოვრო ატრიბუტი გვქონდეს, რაც ამა თუ იმ პერსონაჟს უკავშირდება.
მაგალითისთვის ჰარი პოტერიც კმარა, შეუძლებელია დავითვალოთ იმ სუვენირების რაოდენობა, რომელიც ჯადოქრების სამყაროზე შექმნილი ბესტსელერის გამოსვლის დღიდან გაიყიდა - ცხადია, ამის დათვლა შეიძლება, მაგრამ იმის თქმა გვინდა, რომ ძალიან ბევრი გაიყიდა.
ანალოგიური შემთხვევა ეხება HBO-ს სერიალ სამეფო კარის თამაშებსაც. სხვადასხვა ნივთებთან ერთად, შოუს გამოსვლის დღიდან, პოპულარობას არ კარგავენ ჰასკები, ძაღლები, რომლებიც სერიალში ნაჩვენებ მგლებს ძალიან ჰგვანან.
ყველას სურს სახლში სტარკების საყვარელი ცხოველი ჰყავდეს, მაგრამ ავიწყდებათ, რომ ეს სუპერ საყვარელი ჰასკები სინამდვილეში გიგანტური მგლები სულაც არ არიან.
ფანები, რომლებსაც განსაკუთრებით უნდათ GOT-ის ფანტასტიკური სამყარო რეალურ სამყაროში გადმოიტანონ, ათასობით დოლარს ხარჯავენ ჰასკების შეძენაში, შემდეგ კი სხვადასხვა მიზეზებით მათ თავშესაფარში აბარებენ.
სწორედ ამიტომ, სერიალის მაყურებლებს ტირიონ ლანისტერის როლის შემსრულებელმა პიტერ დინკლიჯმა განსაკუთრებული თხოვნით მიმართა:
"სამეფო კარის თამაშების უამრავ არაჩვეულებრივ გულშემატკივარს, რომლებსაც სერიალში ნაჩვენები მგლების სახლში ყოლა სურთ და ამისთვის ჰასკებს ყიდულობენ, ვთხოვ, რომ ეს აღარ გააკეთონ, რადგან ამით უამრავ უსახლკარო ძაღლს ტკენენ გულს, რომლებიც საკუთარ შანსს ელოდებიან, ელოდებიან თავშესაფარს. მათ შორის არის ათასობით მიტოვებული ჰასკიც. ეს კი მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც ადამიანები მათ ყიდულობენ არა მაშინ როდესაც ისინი სჭირდებათ, არამედ იმპულსების გამო. გთხოვთ, ძალიან გთხოვთ, რომ თუ ძაღლის მიყვანა გსურთ სახლში, დარწმუნდით თქვენს შესაძლებლობებში და ყოველთვის, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ყიდვის ნაცვლად ისინი თავშესაფრიდან აიყვანოთ", ამბობს პიტერი.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ამ პრობლემაზე ხმამაღლა საუბრობენ, ცხოველთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია PETA დიდი ხანია ეხმაურება და ხშირად აღნიშნავს, რომ ფილმებისა თუ სერიალების გავლენით, დაუფიქრებლად ბევრი ადამიანი ყიდულობს სხვადასხვა ცხოველს, შემდეგ კი მათ თავშესაფარში ტოვებს. ამის მაგალითად მათ ჩიხუახუას ჯიშის ძაღლი მოჰყავთ, რომელიც ქერათმიანი ადვოკატის გამოსვლის შემდეგ განსაკუთრებით პოპულარული გახდა და მოუწოდებს ადამიანებს, რომ ყიდვის ნაცვლად თავშესაფრიდან წაიყვანონ ის ექვს მილიონზე მეტი ძაღლი და კატა, რომლებიც ამ წლების განმავლობაში სხვადასხვა მიზეზით მიატოვეს პატრონებმა.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები