ვრცელდება ჩანაწერი, სადაც, სავარაუდოდ, ეკატერინე ხვედელიძე ქოუჩინგის რუსული კურსის დეტალებს არკვევს
სოციალურ ქსელში ვრცელდება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილის ცოლი — ეკატერინე ხვედელიძე რუსულ კომპანია ფსიხოდემიის წარმომადგენელთან ქოუჩინგის კურსის დეტალებს არკვევს.
გავრცელებულ ჩანაწერს სატელეფონო ჩანაწერთან ერთად დართული აქვს შემდეგი ინფორმაცია:
"ეკატერინე ხვედელიძე-ივანიშვილი, ბორისის ცოლი, ძალიან დაინტერესებულია ქოუჩინგით.
მას ახლა სურს გახდეს პროფესიონალი ქოუჩი და ამისთვის ტრენინგები სჭირდება. მას დაატრენინგებენ რუსეთიდან, რა თქმა უნდა, რუსულ ენაზე.
მალე ის ასწავლის მთელ საქართველოს როგორ მოუხადონ ბოდიში აფხაზ სეპარატისტებს, როგორ სთხოვონ პატიება ცხინვალელებს და როგორ მოიყარონ მუხლი მოსკოვის წინაშე.
გახსოვდეთ. ბიძინა რუსეთია. და რუსეთი ბიძინაა".
ეკატერინე ხვედელიძის სავარაუდო სატელეფონო საუბრის ჩანაწერი 2024 წლის 23 თებერვლითაა დათარიღებული. ის რუსული ტრეინინგ-კომპანია ფსიხოდემიის წარმომადგენელს. ილიას ესაუბრება.
ეკატერინე ხვედელიძისა და ტრენერის სავარაუდო სატელეფონო საუბრის ტექსტს ტაბულა ავრცელებს:
ქალის ხმა (სავარაუდოდ, ეკატერინე ხვედელიძე): ალო.
კაცის ხმა (სავარაუდოდ, რუსული კომპანიის წარმომადგენელი): ალო, გამარჯობა, ეკატერინე ბრძანდებით?
ქალის ხმა: დიახ, გამარჯობა.
კაცის ხმა: ილია ვარ ფსიხოდემიიდან, გუშინ ვისაუბრეთ, გახსოვთ.
ქალის ხმა: დიახ, დიახ, მახსოვს და შემდეგ სადღაც გაქრით (იცინის).
კაცის ხმა: დიახ, კავშირი გაწყდა და ვეღარ შევძელი თქვენთან დაკავშირება. გადავწყვიტე, დღეს გადმომერეკა. შეგიძლიათ ახლა საუბარი?
ქალის ხმა: დიახ, დიახ, რა თქმა უნდა, შემიძლია.
კაცის ხმა: დიახ, ეკატერინე, როგორც მახსოვს, გუშინ მითხარით, რომ ტრენინგით იყავით დაინტერესებული, ხომ ასეა?
ქალის ხმა: დიახ, დიახ.
კაცის ხმა: კი ბატონო, მაშინ რამდენიმე საკითხს დავაზუსტებ, რომ გავიგო, სწავლების რომელი პროგრამის რეკომენდება შემიძლია. ან თავად მითხარით, რა გსურთ, რას ეძებთ.
ქალის ხმა: არა, მოდი, თქვენ დაიწყეთ და შემდეგ ვნახოთ.
კაცის ხმა: კი ბატონო, მაშინ რამდენიმე საკითხს დავაზუსტებ. შეგიძლიათ, მითხრათ, ფსიქოლოგიის რომელი სფერო და მიმართულება გაინტერესებთ?
ქალის ხმა: საერთოდ, მე მაინტერესებს ქოუჩინგი. პრინციპში, არ ვიცი, გულწრფელად რომ გითხრათ. მითხარით, რომელი კურსები გაქვთ.
კაცის ხმა: კი ბატონო, გვაქვს ქოუჩინგის სასწავლო კურსი, რომელიც საუკეთესოდ ითვლება ჩვენთან, ეს არის ნულიდან მეორე დონემდე. რამდენად იცნობთ ქოუჩინგს? რა მოგიყვეთ ამ თემაზე?
ქალის ხმა: ქოუჩინგს ვიცნობ, უბრალოდ, ღრმად არასდროს ჩამიხედია და ახლა დამაინტერესა.
კაცის ხმა: რატომ გადაწყვიტეთ ახლა ამით დაინტერესება?
ქალის ხმა: ნაცადი მაქვს, სესიების ჩატარება მთხოვეს სხვა ადამიანებთან და ძალიან კარგად გამომივიდა. რახან გამომივიდა, მინდა ვცადო მივიღო ფუნდამენტური განათლება, რომ ამით სერიოზულად დავკავდე და არ დარჩეს ჰობად.
კაცის ხმა: კი ბატონო, გავიგე. ანუ თქვენ გქონდათ ქოუჩინგის სესიები ყოველგვარი გამოცდილების გარეშე და დადებითი უკუკავშირი მიიღეთ?
ქალის ხმა: არა, როგორ ვთქვა, წლების გამოცდილება მაქვს, მაგრამ ამას ქოუჩინგს არასდროს ვეძახდი. ფსიქოთერაპიულ სესიებს ან რამე მსგავსს ვეძახდი, მაგრამ ქოუჩინგს არა. ახლა კი მთხოვეს და მომეწონა ეს იდეა, ამიტომ მინდა უფრო ჩავუღრმავდე.
კაცის ხმა: შესანიშნავია, ახლა შეგვიძლია განვიხილოთ ჩვენი პროგრამა ქოუჩინგის შესასწავლად. შემდეგი ფორმატები გვაქვს. ფუნდამენტური შესწავლა ნულოვანი დონიდან, რომ შეძლოთ პროფესიონალი ქოუჩის ყველა კომპეტენციის შეძენა. ჩვენ გაწვდით ქოუჩინგის სესიის საბაზისო მოდელს და შემდეგ ამ დარგში უფრო მოწინავე სპეციალისტად გაქცევთ. სწავლება გრძელდება 7.5 თვე. თქვენთვის მისაღებია სწავლების ეს ხანგრძლივობა?
ქალის ხმა: დიახ, არ არის პრობლემა. როგორ დიპლომს ან სერტიფიკატს გასცემთ ბოლოს?
კაცის ხმა: კურსის დამთავრების შემდეგ, მიიღებთ ორ დოკუმენტს. პირველი, ეს არის კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი, მაგრამ, საერთო ჯამში, ამ დოკუმენტს ქოუჩინგისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი არის ICF-ის ასოციაციის სერტიფიკატი. ეს არის ქოუჩინგის სფეროში წამყვანი ორგანიზაცია, ჩვენს კომპანიას კი მისი აკრედიტაცია აქვს საერთაშორისოდ აღიარებული სწავლებისთვის.
ქალის ხმა: შესანიშნავია.
კაცის ხმა: სწორედ ეს სერტიფიკატი მოგცემთ საშუალებას, რომ როგორც ქოუჩმა, ჩაატაროთ პრაქტიკები, დაწინაურდეთ სასწავლო პლატფორმებზე და პოზიციონირდეთ, როგორც პროფესიონალი ქოუჩი.
ქალის ხმა: შესანიშნავია, მადლობა.
კაცის ხმა: რისი ცოდნის სურვილი გაქვთ ზოგადად სწავლის პროცესთან დაკავშირებით? რა უნდა მოგიყვეთ?
ქალის ხმა: წერილობითი პროგრამა გაქვთ? დავალებები იქნება შესასრულებელი? თუ კი, როგორი? როგორ ხდება ეს საერთოდ?
კაცის ხმა: დიახ, გვაქვს, შემიძლია ვოთსაპზე გამოგიგზავნოთ, თუ გსურთ?
ქალის ხმა: დიახ, თუ არ შეწუხდებით.
კაცის ხმა: კი ბატონო, გამოგიგზავნით ინფორმაციას ვოთსაპზე. იმისთვის, რომ ლინკები გააქტიურდეს, უნდა გვიპასუხოთ და უკუკავშირთან დაკავშირებით შემიძლია კვირას დაგიკავშირდეთ.
ქალის ხმა: კი ბატონო, დიდი მადლობა.
კაცის ხმა: ახლახან გამოგიგზავნეთ. კარგ დღეს გისურვებთ. კავშირზე დავრჩებით.
ქალის ხმა: მადლობა, ასევე, ნახვამდის.
კაცის ხმა: ნახვამდის.
ქალის ხმა: ნახვამდის.
შეგახსენებთ, რომ დღეს სუს-მა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც არჩევნების წინა დღეებში, AI-ს და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელება იგეგმება, სადაც გამოყენებული იქნება ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და ვიდეო გამოსახულება.
-
ტელეკომპანია "თრიალეთმა" სატელიტური მაუწყებლობა შეწყვიტა ტელეკომპანია "თრიალეთმა" სატელიტური მაუწყებლობა შეწყვიტა
გადახედვა
-
პირველად ისტორიაში, მეცნიერებმა მზის შიდა სტრუქტურის ასახვა შეძლეს პირველად ისტორიაში, მეცნიერებმა მზის შიდა სტრუქტურის ასახვა შეძლეს
გადახედვა
-
სულ მალე ადამიანებს მთვარისკენ გაგზავნიან — რა უნდა ვიცოდეთ მისია Artemis 2-ზე სულ მალე ადამიანებს მთვარისკენ გაგზავნიან — რა უნდა ვიცოდეთ მისია Artemis 2-ზე
გადახედვა
-
AI აგენტებს უკვე სოცქსელი აქვთ, რომელშიც ჩვენ არ დავიშვებით — რაზე საუბრობენ შიგნით AI აგენტებს უკვე სოცქსელი აქვთ, რომელშიც ჩვენ არ დავიშვებით — რაზე საუბრობენ შიგნით
გადახედვა
-
გადარჩენიდან გადარჩენამდე, ანუ დემონ კოპერჰედის ცხოვრება გადარჩენიდან გადარჩენამდე, ანუ დემონ კოპერჰედის ცხოვრება
-
ბათუმში SOLO Business-ის დისკუსიების სერიის პირველი ღონისძიება გაიმართა ბათუმში SOLO Business-ის დისკუსიების სერიის პირველი ღონისძიება გაიმართა
-
ბიზნესსუბიექტებს, პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვისას, ჯერ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, განმეორებითი ქმედებისას — სისხლის სამართლის ბიზნესსუბიექტებს, პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვისას, ჯერ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, განმეორებითი ქმედებისას — სისხლის სამართლის
გადახედვა
-
Cryptal & Keepz — ღია ბანკინგის ფუნქცია კრიპტო პლატფორმაზე Cryptal & Keepz — ღია ბანკინგის ფუნქცია კრიპტო პლატფორმაზე
-
მელანია — ყველაზე ძვირი დოკუმენტური ფილმი და მისი პირველი შედეგები მელანია — ყველაზე ძვირი დოკუმენტური ფილმი და მისი პირველი შედეგები
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანის პრესსპიკერი: 7 აპრილს ერევანში ლგბტ თემის აღლუმის ჩატარებაზე გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა ნიკოლ ფაშინიანის პრესსპიკერი: 7 აპრილს ერევანში ლგბტ თემის აღლუმის ჩატარებაზე გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა
გადახედვა
-
ალდაგის სამოგზაურო დაზღვევას საჩუქრები მოჰყვება ალდაგის სამოგზაურო დაზღვევას საჩუქრები მოჰყვება
-
ალკოჰოლის მომხმარებელთა რიცხვი იკლებს? — რას ამბობს კვლევა ალკოჰოლის მომხმარებელთა რიცხვი იკლებს? — რას ამბობს კვლევა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, შპს პომ-მა სამაცივრე მეურნეობა ააშენა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, შპს პომ-მა სამაცივრე მეურნეობა ააშენა
-
თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი: 62 პროფესორიდან უნივერსიტეტების გაერთიანების იდეას არცერთი ეთანხმება თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი: 62 პროფესორიდან უნივერსიტეტების გაერთიანების იდეას არცერთი ეთანხმება
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი, ტექნიკური უნივერსიტეტია თუ თსუ ქვიზი: გამოიცანი, ტექნიკური უნივერსიტეტია თუ თსუ
-
მუსიკის ამ ფორმით მოსმენამ, შესაძლოა, შფოთვა სერიოზულად შეგვიმსუბუქოს მუსიკის ამ ფორმით მოსმენამ, შესაძლოა, შფოთვა სერიოზულად შეგვიმსუბუქოს
გადახედვა
-
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება
-
ალექსანდრე დარახველიძე: არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის ცენტრის ინფრასტრუქტურა საერთოდ არაა ციხის მსგავსი და ჩვეულებრივი საოჯახო ტიპის საცხოვრებელია ალექსანდრე დარახველიძე: არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის ცენტრის ინფრასტრუქტურა საერთოდ არაა ციხის მსგავსი და ჩვეულებრივი საოჯახო ტიპის საცხოვრებელია
გადახედვა
-
რა ეცვათ ვარსკვლავებს გრემი 2026-ის წითელ ხალიჩაზე — იხილეთ ფოტოები რა ეცვათ ვარსკვლავებს გრემი 2026-ის წითელ ხალიჩაზე — იხილეთ ფოტოები
გადახედვა
-
გივი მიქანაძე: შეიქმნება დროებითი საბჭო, სადაც წარმოდგენილი იქნებიან როგორც თსუ-ს, ასევე სტუ-ს წარმომადგენლები და ისინი განახორციელებენ რეორგანიზაციას გივი მიქანაძე: შეიქმნება დროებითი საბჭო, სადაც წარმოდგენილი იქნებიან როგორც თსუ-ს, ასევე სტუ-ს წარმომადგენლები და ისინი განახორციელებენ რეორგანიზაციას
გადახედვა
-
კენდრიკ ლამარი ყველაზე მეტი ჯილდოთი გრემის ისტორიაშია კენდრიკ ლამარი ყველაზე მეტი ჯილდოთი გრემის ისტორიაშია
გადახედვა
კომენტარები