რატომ არის მატილდა გვარლიანის გამოსვლა VS-ზე ამდენად მნიშვნელოვანი?
ფოტო: Vogue Netherlands
მოდის სამყაროში ზოგი მიღწევა და მომენტი იმდენად კოლოსალური მნიშვნელობისაა, რომ მხოლოდ ინდივიდებს კი არა, მთელ საზოგადოებას ეხება. სწორედ ასეთი კალიბრის წარმატებაა მატილდა გვარლიანის, ქართველი ამომავალი ვარსკვლავის, გამოსვლა Victoria's Secret-ის პრესტიჟულ შოუზე. VS-ის პოდიუმზე გავლა მოდელებისთვის უკვე დიდი ხანია გლამურთან და საერთაშორისო ცნობადობასთან ასოცირდება, მაგრამ გვარლიანის ამ სანუკვარ შოუზე დამტკიცება მისი პირადი წარმატების მიღმა მნიშვნელოვან ასპექტებს მოიცავს:
1. საქართველოს წარდგენა საერთაშორისო სცენაზე
ფოტო: Harper's Bazaar France
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო მოდის რუკაზე საქართველოს ადგილმდებარეობა დემნა და გურამ გვასალიებმა და დევიდ კომამ საერთაშორისო აუდიტორიას უკვე კარგად გააცნეს, სამოდელო ინდუსტრიაში ჩვენს ქვეყანას ბევრი ისეთი სახე არ მოეძებნება, რომელმაც წლების განმავლობაში შეინარჩუნა პოპულარობა და მოთხოვნადობა. მატილდა გამონაკლისია — თითოეული ნაბიჯი, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე ყურებად მოდების ჩვენებაზე, Victoria's Secret-ის პოდიუმზე გადადგამს, საქართველოს საერთაშორისო წარდგენისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება. მატილდას მაგალითით შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ მიუხედავად იმისა, თუ საიდან ხარ წარმოშობით, ნიჭითა და თავდადებით მსოფლიოს დაპყრობა შეგიძლია.
მისი წარმატება შთაგონებაა ქართველი მოდელებისთვის, დიზაინერებისთვის და არტისტებისთვის, რადგან მატილდამ გვიჩვენა, რომ მსოფლიოს მთავარი მოდის ივენთების კარი ღიაა მათთვის, ვისთვისაც საზღვრების ჩამოშლა, დისციპლინა და შრომა მთავარი ღირებულებებია.
2. სტერეოტიპების ნგრევა
ფოტო: Chanel/ Steven Meisel
ისტორიულად, მოდის ინდუსტრიაში სილამაზის დასავლურ სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი გარეგნობის მქონე ადამიანებს წარმატების მეტი შანსი ჰქონდათ, ვიდრე არატრადიციული ნაკვთების მქონეებს. თუმცა, დროის სვლასთან ერთად მოდაც უფრო პროგრესული ხდება და სხვადასხვა ბრენდის საიმიჯო მარკეტინგულ მასალებსა თუ პოდიუმებზე ახლა უკვე ვხედავთ მრავალფეროვნებას, რაც მოდაში არსებული სტერეოტიპების მსხვრევის პროცესის დასაწყისია. მატილდა გვარლიანის მონაწილეობა Victoria's Secret-ის შოუში ამტკიცებს, რომ უნიკალური, სტანდარტულისგან განსხვავებული სილამაზის მიმღებლობა ამ სფეროში იზრდება და მეტიც, იმას, რომ სილამაზის ფართო აღქმა სცდება იმ ვიწრო ჩარჩოებს, რომლებსაც თავს გვახვევდნენ.
ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ქალებისთვის, რადგან გლობალურ მედიაში ჩვენნაირი გარეგნობის მქონე ადამიანებს ხშირად ვერ ვხედავთ. გვარლიანი იმ მოდელის სახეა, რომელიც თავის თავში ელეგანტურობას, ქარიზმას, ბრძოლის ჟინს, ქართველი ქალების ანარეკლს ატარებს და საერთაშორისო სილამაზის ხელახლა გადააზრებისკენ უბიძგებს მის შემხედველებს.
3. მოდის ინდუსტრიაში მიმდინარე ცვლილებების დამადასტურებელი მაგალითი
ფოტო: Mert Alas/ Marcus Piggot
სილამაზისა და მოდის ინდუსტრიასთან ერთად, თავად Victoria's Secret-იც იცვლება. ბრენდი, რომელსაც ადრე სწორედ ზემოხსენებული სილამაზის სტანდარტების პოპულარიზაციისთვის აკრიტიკებდნენ, საკუთარი თავის ახლიდან შექმნას ცდილობს და მოდელების ბევრად უფრო მრავალფეროვან, ერთმანეთისგან განსხვავებულ კომპლექტს ირჩევს. მატილდა გვარლიანის შოუში დამტკიცება სწორედ ამ ცვლილების ამსახველი ფაქტია. VS იმიჯის შეცვლას და თანამედროვეობისთვის ფეხის აწყობას ცდილობს. არჩევანის მატილდასა და მის მსგავს მოდელებზე შეჩერებით ბრენდი ინკლუზიურობისკენ ნაბიჯს დგამს და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მცხოვრებ ქალებს აგრძნობინებს, რომ მათი სილამაზე ხილვადი, გაზიარებული და დასაფასებელია.
Victoria's Secret-ის მსგავსი გიგანტური კომპანიების მიერ მსგავსი ნაბიჯების გადადგმა მოდის სამყაროს უკეთესობისკენ ცვლის. დღეს, როცა მომხმარებელი აქტიურად ითხოვს განსხვავებული რასის, ეროვნების, სიმაღლისა და წონის მქონე მოდელების ნახვას, მეტ ავთენტურობასა და სინამდვილეს, ბრენდების მხრიდან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხდება მათი მოსმენა.
საბოლოოდ, იმის თქმა გვსურს, რომ მატილდა გვარლიანის Victoria's Secret-ის შოუში მონაწილეობა, რომელშიც ყველაზე ლეგენდარული მოდელები და მომღერლები გვინახავს, მხოლოდ მისი მიღწევა არაა. ეს პროგრესის, სიძლიერის, შეუპოვრობის სიმბოლოა. მისი წარმატება საქართველოში არსებული სილამაზისა და ნიჭის დამადასტურებელია, რომელიც მოდის ინდუსტრიას თვალთახედვის გაფართოებისკენ უბიძგებს. ეს ჩვენი, ქართველების, პირველ რიგში კი ქალების გამარჯვებაა და იმ მომავალს გვიწინასწარმეტყველებს, როცა ყველაზე პოპულარული მოდის კვირეულების პოდიუმებზე მხოლოდ ქერა, ცისფერთვალება ქალებს კი არა, ჩვენნაირი ნაკვთების მქონე მეტ და მეტ მოდელს დავინახავთ.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
კომენტარები