სოფო ჯაფარიძე

13 Oct. 2024, 17:45

ზუსტად იციან, რომ 26 ოქტომბერს მათი დრო დასრულდება. სულ 13 დღე დარჩა და შეშინებულები არიან. ეს არის რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის შეშინებული სახე, მაგრამ ნუ ჰგონიათ, რომ შეგვაშინებენ და გაგვაჩერებენ, პირიქით, წინ, გამარჯვებისკენ ვივლით და ერთიანობით გავიმარჯვებთ.

თუკი დღეს ივანიშვილს ვინმეს ეშინია, ერთიანობა ნაციონალური მოძრაობაა, რადგან იცის, რომ გამორჩეულად ძლიერები, გამორჩეულად ერთიანები ვართ. ამიტომ, ჩვენ კოალიციაზე თავდასხმები არ სრულდება, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვერ გაგვაჩერებენ, ბრძოლა ბოლომდე გრძელდება. 26 ოქტომბერს აუცილებლად, ერთობლივი ძალისხმევით დავასრულებთ რუსულ მმართველობას საქართველოში

განაცხადა ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სოფო ჯაფარიძემ. 

შეგახსენებთ, დღეს 13 ოქტომბერს ვარკეთილში ენმ-ის პარტიის ოფისი დაარბიეს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბსუ-ის პროფესორის საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
  2. 15 წლის ბიჭი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
  3. რის სანაცვლოდ შეაფერხა სენატორმა სტივ ნიკანდროსმა "მეგობარი აქტი?"
  4. თუ პირის შემოსავალი 1 250 ლარია, ოჯახი სოციალურად დაუცველის სტატუსს დაკარგავს — ცვლილება კანონში
  5. "გახდა აგრესიული და განახორციელა თავდასხმა პოლიციელზე — ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა" — ალექსანდრე დარახველიძე გორის ინციდენტზე

გირჩევთ

ახლა კითხულობენ