ნინო წილოსანი

ნინო წილოსანი

3 Oct. 2024, 00:00

"რას ლაპარაკობთ, როგორ შეიძლება რომ პოზიტიურად შევაფასოთ ჩვენ [ლავროვის განცხადება], უბრალოდ იმ პირობებში, როდესაც გვინდა, რომ ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ და რეალურად ვხედავთ ამის ფანჯარას ახლა და როდესაც ჩვენი მხრიდან დავიწყეთ ამაზე გახსნილად საუბარი და გავუწოდეთ ხელი ჩვენს აფხაზ და ოს დებსა და ძმებს, ამ პირობებში ნებისმიერი განცხადება საიდანაც შეიძლება რაღაც ჩვენთვის სასარგებლო წამოვიღოთ, რა თქმა უნდა, აი, ის სასარგებლო იქნება გამოტანილი.

თავისთავად, ფანჯარა არის ის, რომ ეს ქვეყანა მშვიდობის კუნძული არის ურთულეს და მესამე მსოფლიო ომამდე მისულ მოცემულობაში და ის, რომ ჩვენს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს და იქ მცხოვრებლებს თანამოქალაქეებს გაუჩნდეთ სურვილი, რომ ამ პირობებში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით ერთად გავაგრძელოთ განვითარება და რომ ჩვენ დაპირისპირებისა და ომის პოლიტიკას არ ვაწარმოებთ და არავისთან შევარდნა არ გვინდა, გახსოვთ ჩვენი ოპონენტები ითხოვდნენ... ჩვენ ხომ ამ პოლიტიკით არ მივდივართ და ზუსტად ახლა ძალიან კარგი დროა, რომ ნათლად გამოჩნდეს რას ვთავაზობთ მათ. ერთი, რომ მეგობრულ, ურთიერთ პატიებასა და ურთიერთ შენდობაზე დამყარებულ პოლიტიკას და გაერთიანებას, მეორე, რომ ვთავაზობთ განვითარებულ ქვეყანას, სადაც დემოკრატიული პრინციპებიდან დაწყებული ეკონომიკური მაჩვენებლებით ყველა რეიტინგით [იზრდება].

[...] და, მათ შორის, ოკუპანტის პოზიცია ამ შემთხვევაში და მისი დამოკიდებულება საქართველოს გაერთიანების პოლიტიკაზე. რა თქმა უნდა, ვინმე არის ისეთი უგუნური, თვლიდეს, რომ ამ შემთხვევაში, ოკუპანტის პოზიცია ნაკლებ მნიშვნელოვანია? და მათგან წამოსული გარკვეული იმპულსები, რომ ხედავენ ამ შესაძლებლობას, რა თქმა უნდა, ჩვენგან იქნება გამოყენებული. ყველა იმპულსი, რომელიც შეიძლება პოზიტიურად დაეხმაროს ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ყოველთვის იქნება გამოყენებული და პირიქით, ყველა პოზიტიური იმპულსი იქნება აუცილებლად პროვოკაციას წარმოჩენილი ჩვენი ოპონენტების მხრიდან. ეს არის რადიკალური განსხვავება ჩვენ და მათ შორის".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბსუ-ის პროფესორის საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
  2. რის სანაცვლოდ შეაფერხა სენატორმა სტივ ნიკანდროსმა "მეგობარი აქტი?"
  3. 15 წლის ბიჭი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
  4. თეა წულუკიანი: იმ ექვს პოლიციელს, სადაც ბრძანდებიან, მინდა ვუსაყვედურო, თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო
  5. ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

საქართველოში #1 დეველოპერი არქი და პირველი საერთაშორისო დეველოპერი საქართველოდან NEXT-ი, Swissôtel Kobuleti Beach Resort-ს ააშენებენ

საქართველოს წამყვანი დეველოპერული კომპანია არქი, საერთაშორისო გამოცდილების მქონე დეველოპერი NEXT-ი და მსოფლიოში ცნობილი…