თამარ კორძაია

თამარ კორძაია

29 Sep. 2024, 14:41

"ჩვენ დღეს სასამართლოს მეშვეობით ვეცდებით ემიგრანტების ხმის უფლების დაცვას. იმედი მაქვს, რომ სასამართლო მაინც იქნება გაბედული და კონკრეტული მოსამართლე მაინც აიღებს პასუხისმგებლობას, დაიცავს ჩვენი ემიგრანტების უფლებას, მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და გააკეთონ თავიანთი პოლიტიკური არჩევანი. სამწუხაროდ, ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელიც ვალდებულია უზრუნველყოს თითოეული მოქალაქისთვის ხმის მიცემის პირობები, ამ მოთხოვნას არ აკმაყოფილებს და ჩვენს დასაბუთებულ არგუმენტებზე, მოქალაქეების მიერ წარდგენილ განცხადებებზე ამბობს, რომ ეს მისი საქმე არ არის. წარმოიდგინეთ, რომ ცესკო იმას ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეებს რომ ხმის მიცემა უნდათ, ამ განცხადებების განხილვა, თურმე მისი კომპეტენცია არ არის. მაშინ მისი ფუნქციონირება რისთვის არის კანონით განსაზღვრული, ამაზე პასუხი არ აქვთ. ისინი ამბობენ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული სიების ფარგლებში მოქმედებენ მხოლოდ, მაგრამ ისინი ამ დროს იტყუებიან. ჩვენ ვეცდებით, რომ დღეს სასამართლოზე ეს არგუმენტები წარვადგინოთ. ვიცით, რომ ჩვენ კანონისა და სამართლის ენაზე მართლები ვართ, მაგრამ ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო"


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბსუ-ის პროფესორის საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
  2. რის სანაცვლოდ შეაფერხა სენატორმა სტივ ნიკანდროსმა "მეგობარი აქტი?"
  3. 15 წლის ბიჭი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
  4. თუ პირის შემოსავალი 1 250 ლარია, ოჯახი სოციალურად დაუცველის სტატუსს დაკარგავს — ცვლილება კანონში
  5. თეა წულუკიანი: იმ ექვს პოლიციელს, სადაც ბრძანდებიან, მინდა ვუსაყვედურო, თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული სიცხე ნაადრევი მშობიარობის რისკს ზრდის — ახალი კვლევა

წარმოიდგინეთ ზაფხულის დახუთული დღე. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ამ სიცხეს იტანთ ორსულობის მერვე თვეს. ეს, სულ მცირე,…