გურო იმნაძე

24 Sep. 2024, 15:05

"ანტიკორუფციულმა ბიურომ დღეს სამართლებრივი თვითნებობის ახალი სიმაღლე დაიპყრო და საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად მიიჩნია საერთაშორისო გამჭვირვალობა და აირჩიე ევროპა.
რაჟდენ კუპრაშვილის ეს გადაწყვეტილება ვერანაირად ვერ ჯდება სამართლის უზენაესობის სტანდარტებში და პირიქით, ეს არის სამართლის თეატრალიზება, ფორმალური ნორმებით და პროცედურული არგუმენტებით სამართლის ბაზისური პრინციპების ფეხქვეშ გათელვა.
ოდნავ უკან რომ გავიხედოთ და ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის ისტორია გავიხსენოთ (სულ რაღაც 2023 მარტში ამოქმედდა ეს სამსახური), იმასაც აღმოვაჩენთ, რომ ღიად ავტორიტარული ზრახვების და ანტიდემოკრატიული დღის წესრიგის მქონე ხელისუფალს ახალი სამსახურის შექმნა არ უნდა მოვთხოვოთ. პირველ რიგში სწორედ ჭარბი და უკონტროლო პოლიტიკური ძალაუფლება უნდა დაბალანსდეს, სხვა შემთხვევაში, ასეთი ძალაუფლების მქონე პოლიტიკური ძალის მიერ შექმნილი ნებისმიერი ახალი სამსახური მაქსიმუმ დემოკრატიული კონტროლის ილუზიას ქმნიდეს, უარეს შემთხვევაში კი ეს ახალი სამსახური ავტორიტარიზმის ახალ იარაღად იქცევა. ისევე როგორც ანტიკორუფციული ბიურო იქცა წინასაარჩევნოდ სამოქალაქო ჯგუფების ახალ მდევნელად."


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: "სტუმრად მისული კაცი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ბრალდებულებმა ცხედარი ავტომობილით ტყეში დატოვეს"
  2. გიგა ავალიანის საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 10,5 წლით, დემეტრე ჩიქოვანს კი 6 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯათ
  3. როგორ შეთანხმდნენ აშშ და ირანი ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტაზე?
  4. "გრანტების შესახებ" კანონში მორიგი ცვლილებები შედის
  5. დონალდ ტრამპი: "დღეს ღამით მთელი ცივილიზაცია განადგურდება და აღარასდროს დაბრუნდება"

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ვიდეო: რევაზ სოლომონია ილიაუნიში მოლეკულური ბიომეცნიერებების პროგრამის დახურვაზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების ახალი რეფორმის ფარგლებში სასწავლო პროგრამათა უმრავლესობაზე მიღება წყდება. მათ…