მედეა ლორთქიფანიძე — უშრეტი ენერგიის, სითბოსა და ახალგაზრდული სულისკვეთების წყარო
"თუ შენ გული სუფთა გაქვს და მეგობრობა შეგიძლია, არაფრის უნდა გეშინოდეს" — მედეა ლორთქიფანიძე
ფოტო: OK Magazine
86 წლის მედეა ლორთქიფანიძე, რომელმაც ქართველ მაყურებელს თავი ყველაზე მეტად ჩემი ცოლის დაქალებში შესრულებული მანანა ბებოს როლით დაამახსოვრა, დღეს გარდაიცვალა.
მიუხედავად იმისა, რომ ფილმებსა და სპექტაკლებში მონაწილეობა ჩცდ-მდეც ჰქონდა მიღებული, მედეა ლორთქიფანიძემ განსაკუთრებული პოპულარობა მანანა გოცირიძის როლით მოიპოვა, რომლის შესრულებაც 73 წლის ასაკში დაიწყო. იშვიათად ხდება, როცა ამ ასაკის მსახიობი ისეთი სიყვარულისა და გამოხმაურების მოპოვებას ახერხებს, როგორიც მედეა ლორთქიფანიძემ ამ უნიკალური პერფორმანსით დაიმსახურა.
ფოტო: Primetime.ge
მედეა ლორთქიფანიძე თავად იყო პოზიტიური, უშრეტი ენერგიის მქონე, სიყვარულის უანგაროდ გამცემი ადამიანი, ამიტომ მანანა ბებოს ყურებისას ყველა ვგრძნობდით, რომ ავთენტურ, ჭეშმარიტ შესრულებას ვუყურებდით. ქოთქოთა მანანას სახით მედეა ლორთქიფანიძემ იმ ქართველი ბებიისა და დედის სახე შექმნა, რომელთა არსებობა გვეიმედება, კომფორტს გვიქმნის, რომლის ციბრუტივით ტრიალიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს სიტყვას "შინ".
უცვლელად გთავაზობთ ჩვენი ჯგუფის, ერთი სერიაც და... წევრის, გიორგი ძნელაძის პოსტს მედეა ლორთქიფანიძის შესახებ:
"#ჩცდ-ის მანანა ბებო გარდაიცვალა...
პირველ თებერვალს რომ ჰქონდა დაბადების დღე, ტორტი გავუგზავნე ასეთი წარწერით: ,,ქალბატონ მედეას დიდი სიყვარულით, გიორგი და ერთი სერიაც და..." მახსოვს, როგორ გაუხარდა, როგორ გაუნათდა თვალები, რა ბედნიერი იყო... მერე ამ ჯგუფშიც შემოვიდა და მადლობა გადაგვიხადა.
მახსოვს, როგორ უნდოდა სიცოცხლე, როგორ ეშინოდა სიკვდილის...
ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა: ,,დედა რომ გარდამეცვალა, დავრჩით მხოლოდ მე, ჩემი ძმა და ბებია. ბებიის პენსიით ვცხოვრობდით. შესაბამისად, ფიქრი დაბადების დღესა და მის გადახდაზე, ზედმეტი იყო. შემდეგ ბებია და ძმა გარდაიცვალნენ. სულ მარტო დავრჩი... ვცხოვრობდი ბებოს დასთან, რომელიც ასევე პენსიით არსებობდა. მე კი ყველგან ვმუშაობდი... ჭურჭლის მრეცხავადაც, ბაღში ძიძად და ა.შ.. სამწუხაროდ, ვერც მაშინ ვახერხებდი დაბადების დღის აღნიშვნას, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დაბადების დღე ძალიან მიყვარდა და ახლაც მიყვარს. არ მიყვარდა და არ მიყვარს, როცა ჩემს დაბადების დღეზე ვეპატიჟები სტუმრებს. მიყვარს, როცა მიხსენებენ და მოულოდნელად მოდიან. მახსოვს, შარშან მოულოდნელად დამადგნენ თავს ბებია-ბაბუების ჯგუფის წევრები და ჩემი ოჯახის წევრები, ტორტით ხელში. ისე გამიხარდა, ვიტირე კიდეც.
პატარა რომ ვიყავი, ჩვენს სახლთან ახლოს იყო რუსული სკოლა, სადაც გერმანელ ტყვეებს აბინავებდნენ. მათი დანახვა სკოლის ეზოში ხშირად შეიძლებოდა. ერთ დღეს, ჩემი ყურადღება მიიქცია ყველაზე უმცროსმა ჯარისკაცმა, რომელიც სულ კუთხეში იჯდა და ძალიან მოწყენილი იყო. ერთხელ, ამ ბიჭს მჭადის ნაჭერი გადავუგდე ეზოში და შინისკენ თავქუდმოგლეჯილი გამოვიქეცი. თავიდან მეგონა, უფროსები ჩემი საქციელის გამო მკაცრად დამსჯიდნენ, მაგრამ, საბედნიეროდ, ყველაფერი მშვიდად დასრულდა. ერთ დღეს, სკოლასთან რომ ჩამოვიარე, მან ჩემი მიმართულებით რაღაც ისროლა. შიშისაგან ლამის გული წამივიდა - მეგონა, ბომბი იყო. თავი რომ ავწიე, ჩემს თავთან ცოცხის ღერებისგან გაკეთებული ლამაზი თოჯინა იდო. ეს თოჯინა ძალიან მიყვარდა და მანამ ვთამაშობდი, სანამ საბოლოოდ არ დაიშალა.
ძალიან ცუდია, ასაკი რომ გემატება. როდესაც მესმის, რომ ჩემი ტოლები გარდაიცვალნენ, ძალიან მოქმედებს ჩემზე. ყოველდღე მგონია, რომ მოვკვდები და ღამეები არ მძინავს უკვე ნერვიულობისგან...
ამ ბოლო დროს, ბებო მესიზმრება ხშირად და უფრო მეტად ვნერვიულობ.
ყოველთვის მაქვს იმის ფიქრი, რომ სხვა არ შევაწუხო, თუმცა სიცოცხლეს არაფერი სჯობია, დამიჯერე. მიუხედავად შიშისა, გეტყვი, რომ გული არ ბერდება. გული ისევ ოცი წლის მედეასი მაქვს. ახლაც რომ მიმიწვიონ სადმე ფილმში და როლზე დამამტკიცონ, სიხარულით გავფრინდები. მართალია, მუხლები მტკივა, მაგრამ სცენაზე ჩიტივით ვიფრენ. მიყვარს, ძალიან მიყვარს და მენატრება ის დრო. ამიტომ, ნუ შეგეშინდება, ჩემო გოგო, სიბერის. მთავარია, შინაგანად არ დაბერდე, თორემ ფიზიკურად სიბერე არაფერია!
რას ველოდები შემდეგი წლისგან? სიცოცხლის გაგრძელებას. სიცოცხლე უნდა გავაგრძელო!"
-----
ძალიან, ძალიან დამწყდა გული. აი, სულ ეს ვართ ადამიანები — მოგონებები. ერთმანეთს გავაძლებინოთ, სანამ ვართ წუთისოფელში. ესღა დაგვრჩენია. მხოლოდ მოგონებები დარჩება ჩვენგან. ყოველივე სხვას ქარი წაიღებს."
ფოტო: გიორგი ძნელაძე
-
პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
-
მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
"ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა "ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა
გადახედვა
-
უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი? უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი?
გადახედვა
-
Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა
გადახედვა
-
თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი
-
ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს
გადახედვა
-
ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ? ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ?
-
ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება" ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება"
გადახედვა
-
კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს? კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს?
გადახედვა
-
ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს
გადახედვა
-
მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა
გადახედვა
-
ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე
გადახედვა
-
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
-
მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე
-
მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს
გადახედვა
-
ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში
გადახედვა
-
Reuters: კოლუმბიაში დამანგრეველ მიწისძვრას 250-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა Reuters: კოლუმბიაში დამანგრეველ მიწისძვრას 250-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
ვაიზერის საზაფხულო კამპანიები — ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები ვაიზერის საზაფხულო კამპანიები — ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
-
ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
გადახედვა
-
ოჯახურმა პრობლემებმა ბრედ პიტი ისევ დალევამდე და სუიციდურ ფიქრებამდე მიიყვანა ოჯახურმა პრობლემებმა ბრედ პიტი ისევ დალევამდე და სუიციდურ ფიქრებამდე მიიყვანა
გადახედვა
კომენტარები