ბაზისბანკმა, პირველად საქართველოში, მწვანე და სოციალური პროექტების დასაფინანსებლად მდგრადი საჯარო ობლიგაციები წარმატებით განათავსა
ფოტო: ბაზისბანკი
ბაზისბანკმა, მწვანე და სოციალური პროექტების დასაფინანსებლად, 20 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მდგრადი საჯარო ობლიგაციები წარმატებით განათავსა, რაც როგორც მდგრადი ობლიგაციების პირველი გამოშვებაა ადგილობრივ ბაზარზე, ასევე კომერციული ბანკის მიერ განხორციელებული პირველი საჯარო ემისია. ობლიგაციების ვადა 3 წელია, გამოშვების ვალუტა აშშ დოლარი, ხოლო საპროცენტო განაკვეთი ფიქსირებული 7%.
აღნიშნული ემისია, რომელიც 7 აგვისტოს განხორციელდა, ობლიგაციების პირველი ტრანშია. ბანკის მიერ ასევე იგეგმება მეორე ტრანშიც 10 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც პირველი გამოშვებიდან ერთი წლის განმავლობაში განთავსდება.
ობლიგაციებში ბანკის სტრატეგიული ინვესტორის, აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ 15 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ინვესტიცია განხორციელდა. ობლიგაციების დარჩენილი ნაწილი სხვადასხვა კერძო ინვესტორების მიერ იქნა შეძენილი. აღსანიშნავია, რომ ობლიგაციებზე მოთხოვნამ მიწოდებას 30%-ით გადააჭარბა, რაც განაპირობა როგორც ბანკის სტაბილურობამ და მოწინავე პოზიციამ ბაზარზე, ასევე პოტენციური ინვესტორების ლოიალურობამ ბანკის მიმართ.
ბანკის მიერ მომზადებული მდგრადი ობლიგაციების ჩარჩოს შესაბამისად, ობლიგაციებიდან მიღებული თანხა სრულად მოხმარდება მწვანე და სოციალური პროექტების დაფინანსებას: მწვანე შენობები და მშენებლობა, ენერგოეფექტურობა, განახლებადი ენერგია, მწვანე ტრანსპორტი, ჯანდაცვა, განათლება და დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობა.
"ბაზისბანკი პირველი ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში, რომელმაც ადგილობრივ ბაზარზე საჯარო მდგრადი ობლიგაციები გამოუშვა. აღნიშნული ტრანზაქცია ნათლად აჩვენებს, რომ ბაზისბანკისა და აზიის განვითარების ბანკისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს მდგრადი განვითარების ამოცანების შესრულება. ბაზისბანკი მიზნად ისახავს გახდეს მდგრადი დაფინანსების ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე საქართველოში, შესაბამისი საბანკო გამოცდილების დანერგვისა და ეკოლოგიურად და სოციალურად პასუხისმგებელი პროდუქტების შეთავაზების გზით. ისეთი ბიზნესების დაფინანსებით, რომლებიც ითვალისწინებენ გარემოსდაცვით და სოციალურ ასპექტებს თავიანთ საქმიანობაში, ბანკი ხელს შეუწყობს საქართველოს ფინანსური ბაზრის მდგრადობის ხარისხის ამაღლებას. მინდა მადლობა გადავუხადო პროცესში ჩართულ ჩვენს ყველა პარტნიორს და თანამშრომელს ობლიგაციების წარმატებით განთავსებაში ესოდენ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისთვის", — აღნიშნა ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა, დავით ცაავამ.
"მდგრადი ობლიგაციების გამოშვება ერთი მხრივ აუმჯობესებს გარემოსდაცვით და სოციალურ ასპექტებს ქვეყანაში, ასევე ეხმარება ბიზნესებს, როგორც სახსრებზე ხელმისაწვდომობაში, ისე ამ სახსრების პასუხისმგებლიან დაბანდებაში. მოხარული ვართ, რომ ვმონაწილეობთ ამ მნიშვნელოვან ტრანზაქციაში, რავ საქართველოს კაპიტალის ბაზრისთვის უმნიშვნელოვანესი საფეხურია. აღსანიშნავია ბანკის მენეჯმენტის მაღალი გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობა, მათი ეს ნაბიჯი ნამდვილად შეუწყობს ხელს როგორც საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებას, ისე მწვანე და სოციალური პროექტების გაზრდასა და უფრო ჯანსაღი ბიზნეს გარემოს შექმნას", — განაცხადა აზიის განვითარების ბანკის კერძო სექტორის დირექტორმა, სიუზან გაბურმა.
"მივესალმებით, რომ საქართველოში გარემოსდაცვითი და სოციალური ობლიგაციების ბაზარი კიდევ მეტად ფართოვდება და ამ მიმართულებით, ბაზისბანკის მიერ მდგრადი ობლიგაციების გამოშვება მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს. მიგვაჩნია, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კაპიტალის მიმართვა იმ პროექტების ირგვლივ, რომლებიც ხელს უწყობენ მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკისკენ პროგრესს, რომლის კარგი მაგალითიც აღნიშნული ტრანზაქცია გახლავთ. ვულოცავთ ბაზისბანკს ბაზარზე წარმატებული ტრანზაქციის განხორციელებას და ვიმედოვნებთ, რომ კაპიტალის ბაზარს, მომავალში კიდევ არაერთ გარემოსდაცვით და სოციალური თემატიკის ტრანზაქციას შევთავაზებთ", — აცხადებს გალტ & თაგარტის დირექტორის მოადგილე, ქეთევან თოიძე.
"მოხარული ვარ, რომ ადგილობრივ ბაზარზე კომერციული ბანკის მიერ პირველი საჯარო, მდგრადი ობლიგაციები ჩვენი მხარდაჭერით განთავსდა. მნიშვნელოვანია, რომ ობლიგაციების შედეგად მოზიდული ფინანსური რესურსით, ბაზისბანკი კაპიტალის ბაზრის განვითარებას შეუწყობს ხელს და ამასთანავე, მწვანე და სოციალურ პროექტებს დააფინანსებს. აღსანიშნავია, რომ სულ უფრო მეტი კომპანია ზრდის საკუთარ პორტფელში მწვანე ობლიგაციების წილს და გარემოსთვის სასარგებლო საინვესტიციო გადაწყვეტილებებს იღებს. ბაზისბანკის პირველი მდგრადი ობლიგაციების განთავსების მხარდაჭერა, ხაზს უსვამს თიბისი კაპიტალის წვლილს და ინტერესს ESG მიმართულებით", — აღნიშნა თიბისი კაპიტალის დირექტორმა, მერი ჩაჩანიძემ.
-
11 თებერვალს ტექნოლოგიებითა და მეცნიერებით დაინტერესებული ქალებისთვის ღონისძიება გაიმართება 11 თებერვალს ტექნოლოგიებითა და მეცნიერებით დაინტერესებული ქალებისთვის ღონისძიება გაიმართება
გადახედვა
-
როგორი ამინდი იქნება 10 თებერვლამდე? როგორი ამინდი იქნება 10 თებერვლამდე?
გადახედვა
-
ჯუჯა შიმპანზეებს წარმოსახვის უნარი აქვთ? — რა აჩვენა მეცნიერთა ექსპერიმენტმა ჯუჯა შიმპანზეებს წარმოსახვის უნარი აქვთ? — რა აჩვენა მეცნიერთა ექსპერიმენტმა
გადახედვა
-
ზამთრის ოლიმპიური თამაშები იწყება — საქართველოს ბანკი ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი ზამთრის ოლიმპიური თამაშები იწყება — საქართველოს ბანკი ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი
-
აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი სომხეთს 9 თებერვალს ეწვევა აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი სომხეთს 9 თებერვალს ეწვევა
გადახედვა
-
ბოლო 2 დღეში საბრძოლო მასალა და ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს — დაკავებულია 39 პირი ბოლო 2 დღეში საბრძოლო მასალა და ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს — დაკავებულია 39 პირი
გადახედვა
-
ლევან ხაბეიშვილს ანგარიშები დაუყადაღეს და თეა წულუკიანის საჩივრის საფუძველზე 9 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა ლევან ხაბეიშვილს ანგარიშები დაუყადაღეს და თეა წულუკიანის საჩივრის საფუძველზე 9 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
გადახედვა
-
ლევან ხაბეიშვილი: მე, რომელმაც ინგლისური არ იცის, ელიტებს არ წარმოადგენს, ლილოს ბაზრობაზე ყიდულობს ტანსაცმელს, გაღატაკებული ამ ქვეყნის შვილი ვარ ლევან ხაბეიშვილი: მე, რომელმაც ინგლისური არ იცის, ელიტებს არ წარმოადგენს, ლილოს ბაზრობაზე ყიდულობს ტანსაცმელს, გაღატაკებული ამ ქვეყნის შვილი ვარ
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების შესახებ II მოსმენისთვის კონკრეტული ფორმულირება იქნება — რა არის დასჯადი შალვა პაპუაშვილი: კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების შესახებ II მოსმენისთვის კონკრეტული ფორმულირება იქნება — რა არის დასჯადი
გადახედვა
-
ჯანდაცვის სამინისტრო: ფსიქოტროპულების ჭარბი ოდენობით გამოწერის გამო, 10 მედიკოსს პროფესიული პასუხისმგებლობები დაეკისრა ჯანდაცვის სამინისტრო: ფსიქოტროპულების ჭარბი ოდენობით გამოწერის გამო, 10 მედიკოსს პროფესიული პასუხისმგებლობები დაეკისრა
გადახედვა
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ ნიკოლოზ ბარათაშვილს? ქვიზი: რამდენად კარგად იცნობ ნიკოლოზ ბარათაშვილს?
-
სეს-მ Fire Wok-ს, "ბამბუს" და კვების კიდევ 7 ობიექტს თბილისში საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მ Fire Wok-ს, "ბამბუს" და კვების კიდევ 7 ობიექტს თბილისში საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
სადაზღვევო კომპანია ვაიზერსა და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა სადაზღვევო კომპანია ვაიზერსა და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
-
მეცნიერებმა მარსულ მეტეორიტში წყლის კვალს მიაგნეს მეცნიერებმა მარსულ მეტეორიტში წყლის კვალს მიაგნეს
გადახედვა
-
"ირაკლი კობახიძის ინიციატივის გათვალისწინებით" "სავანეთი", "დილა", "კოდა" და "კუმისი" კვერცხზე ფასს 5%-ით ამცირებენ "ირაკლი კობახიძის ინიციატივის გათვალისწინებით" "სავანეთი", "დილა", "კოდა" და "კუმისი" კვერცხზე ფასს 5%-ით ამცირებენ
გადახედვა
-
სპორტსმენები პენისებს "იზრდიან"? — სკანდალი ზამთრის ოლიმპიადის წინ სპორტსმენები პენისებს "იზრდიან"? — სკანდალი ზამთრის ოლიმპიადის წინ
გადახედვა
-
სრიალებ ახლა, იხდი მერე სრიალებ ახლა, იხდი მერე
-
"ოცნების" ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია და ელჩი თამარ ტალიაშვილი აშშ-ში ეროვნული ლოცვის საუზმეს დაესწრნენ "ოცნების" ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია და ელჩი თამარ ტალიაშვილი აშშ-ში ეროვნული ლოცვის საუზმეს დაესწრნენ
გადახედვა
-
გოგი გვახარია: არ მახსოვს შემთხვევა ცენზორს ეღიარებინოს, რომ პოლიტიკური მოტივით კრძალავს ხელოვნების ნაწარმოებს გოგი გვახარია: არ მახსოვს შემთხვევა ცენზორს ეღიარებინოს, რომ პოლიტიკური მოტივით კრძალავს ხელოვნების ნაწარმოებს
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტისა და Matchday by Setanta-ს მორიგი, ახალი თავგადასავალი თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის თიბისი კონცეპტისა და Matchday by Setanta-ს მორიგი, ახალი თავგადასავალი თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის
-
PC Room საუკეთესო და სანდო არჩევანი PC Room საუკეთესო და სანდო არჩევანი
კომენტარები