მთავრობის რეპრესიული პოლიტიკა და პრორუსული კურსი — რას წერს NYT ლევან აკინის ახალ ფილმსა და ანტი-ლგბტქ კანონპროექტზე
ფოტო: Haydar Tastan
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ამერიკული გაზეთი The New York Times წარმოშობით ქართველი რეჟისორის, ლევან აკინის, ახალ ფილმს ეხმაურება და საქართველოში მიმდინარე პროცესებზეც ვრცლად წერს.
"რატომ არ უჩვენებს ქართული კინოს ვარსკვლავი თავის ახალ ფილმს საქართველოში" — ასეთი სათაურით გამოაქვეყნა გამოცემამ სტატია, რომელშიც ასევე მოყოლილია, როგორ ჩაშალეს პრორუსულმა და ძალადობრივმა ჯგუფებმა გასული წლის ივლისში პრაიდფესტივალი და როგორ დააინიციირა ქართული ოცნების ხელისუფლებამ ანტი-ლგბტქ კანონპროექტი. NYT ასევე იხსენებს, რომ აკინის წინა ნამუშევარს, და ჩვენ ვიცეკვეთ, საქართველოში ძალადობრივი გამოსვლები მოჰყვა.
"აკინის ბოლო ფილმი, გზაჯვარედინზე, ასევე ლგბტქ თემას შეეხება, თუმცა, რეჟისორი იმედოვნებდა, რომ მას საქართველოში უფრო მშვიდად მიიღებდნენ", — ვკითხულობთ სტატიაში, — "ფილმის მთავარი გმირი ქალია, რომელიც საქართველოდან თურქეთში თავისი ტრანსგენდერი ძმისშვილის მოსაძებნად მიემგზავრება, ეს სიუჟეტი კი, აკინის თქმით, ნაკლებსავარაუდო იყო, ქართულ კულტურაზე თავდასხმად მოენათლათ".
თუმცა, გაზაფხულზე რუსული კანონის ხელმეორედ დაინიციირების და მასშტაბური საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ, აკინმა ფილმის საქართველოში ჩვენება გადაიფიქრა.
"[ქვეყანაში] ახლა დიდი პოლიტიკური მღელვარებაა", — ეუბნება აკინი NYT-ს, — "ჩვენ არ გვსურს, ფილმი ამ დისკუსიის ნაწილი გახდეს. ამის გამეორება არ მინდა".
თუმცა, რეჟისორის ნამუშევარი დისკუსიის ნაწილი მაინც გახდა, როცა ჯერ კიდევ თებერვალში სამთავრობო მედიებმა ბერლინის კინოფესტივალზე გზაჯვარედინის მიღებული პრემიის ამბავი ოპოზიციონერ პოლიტიკოსს დაუკავშირეს, მმართველი გუნდი კი, რომელმაც მალევე დაიწყო ჰომოფობიური კანონპროექტის მომზადება, გამოგონილ "ლგბტ პროპაგანდაზე" ალაპარაკდა.
"ლგბტ პროპაგანდა" არ არსებობს. ეს გამოგონილი, ცრუ ცნება თავადაა ნაწილი თავსმოხვეული პროპაგანდისტული ნარატივისა, რომელიც ლგბტქ ადამიანების მიმართ ირაციონალური შიშისა და ზიზღის დათესვას ისახავს მიზნად. ამ სტრატეგიას წარმატებით იყენებენ ოკუპანტ რუსეთში ცენზურის დასაწესებლად, ადამიანის უფლებების შესალახად და დასავლური სახელმწიფოების მიმართ სიძულვილის გასაღვივებლად.
The New York Times-ის სტატიაში ასევე ნახსენებია, რომ 450-ზე მეტი ქართველი კინოხელოვანი ბოიკოტს უცხადებს ეროვნულ კინოცენტრს. ისინი მიიჩნევენ, რომ დაწესებულებაში მიმდინარე "რეორგანიზაცია" კინოწარმოებაზე ხელისუფლების კონტროლის მოპოვების მცდელობაა.
"[ქართულ ოცნებას] 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ უფრო ლმობიერი დამოკიდებულება ჰქონდა და ქვეყნის ევროკავშირში შეყვანისკენ ისწრაფოდა. თუმცა, ბოლო პერიოდში ეს რეპრესიულმა პოლიტიკამ და პრორუსულმა კურსმა ჩაანაცვლა", — აღნიშნულია გაზეთის მასალაში.
ამის ყურება ძალიან სევდიანიაო, ეუბნება ლევან აკინი NYT-ს და ამატებს, რომ ის მაინც ოპტიმისტურად განწყობილი რჩება.
ფოტო: Tri Art Film
თუმცა, ლევანიც აღნიშნავს, რომ მისთვის ფილმის დაფინანსების მოძიება უფრო ადვილია, რადგან შვედეთში ცხოვრობს. ასე არ გაუმართლათ ქართველ კინოხელოვანებს, მაგალითად, სცენარისტსა და მსახიობს, თაკი მუმლაძეს, რომელმაც მეგობრებთან ერთად, ფაქტობრივად, ბიუჯეტის გარეშე დაიწყო მუშაობა 2022 წელს გამოსულ ლგბტქ თემატიკის ფილმზე ჩემი ოთახი. ამ ფილმისთვის, თაკიმ და მასთან ერთად მონაწილე მარიამ ხუნდაძემ ჩეხეთში, კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე ორად გაყოფილი ჯილდო მიიღეს ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის.
მუმლაძე The New York Times-თან ინტერვიუშიც აღნიშნავს, რომ ინიციირებული ანტი-ლგბტქ კანონი "მისთვის უმნიშვნელოვანეს თემებზე საუბარს" შეუზღუდავს.
"ვიბრძოლებ, რადგან ასე ცხოვრება შეუძლებელია", — ამბობს მუმლაძე, რომელიც თეატრის რეჟისორიცაა, — "ჩვენს აქამდე მოსაყვანად უამრავმა ადამიანმა იშრომა და რატომ სურს ჩვენს მთავრობას, რომ საბჭოთა კავშირში დაგვაბრუნოს?".
მუმლაძემ რამდენიმე კვირის წინ დადგა სპექტაკლი ნინო: ჩემი აფროდიტე, რომლის დასასრულსაც მაყურებელს მიმართა:
"თუ ახალ [ჰომოფობიურ] კანონს მიიღებენ, სექტემბრიდან ეს სპექტაკლი აღარ იქნება. უბრალოდ, მინდა, იმაზე ვიფიქროთ, რას ვაშავებთ იმით, რომ კესოს და ნინოსნაირი ადამიანების ხმა ჟღერდეს სცენიდან...".
რას გულისხმობს ანტი-ლგბტქ კანონპროექტი
ქართული ოცნების ლიდერები სამების ტაძარში — 17 მაისი, 2024 წელი
ფოტო: მარიამ მერლანი / On.ge
ანტი-ლგბტქ კანონპროექტი, რომლის საჭიროებაც ხელისუფლებამ, რუსული ნარატივის კვალდაკვალ, "ტრადიციული ოჯახური ღირებულებების" დაცვის მოტივით ახსნა, პარლამენტში 4 ივნისს დარეგისტრირდა. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, საკანონმდებლო პაკეტი შედგება 19 კანონისგან, საიდანაც ერთი არის ძირითადი, 18 კი — გამომდინარე კანონი.
- კანონპროექტის მიხედვით, ერთი და იმავე სქესის წყვილების ქორწინება დაუშვებელია, ასევე, მათ არ ექნებათ ბავშვის აყვანის უფლება — რაც მოქმედი კანონმდებლობითაც ასეა;
- საქართველოში აიკრძალება სქესის შეცვლის მიზნით ქირურგიული ოპერაციები;
- პირადობის მოწმობაში სქესის შეცვლა შეუძლებელი იქნება;
- ასევე, კანონის თანახმად, საგანმანათლებლო დაწესებულებაში "ლგბტ პროპაგანდის" წარმოება დაუშვებელი იქნება.
კანონი აგრეთვე შეზღუდავს ინფორმაციის გავრცელებას მაუწყებლების ეთერშიც, კონკრეტულად, ისეთი ინფორმაციის, რომელიც მიმართულია ადამიანის "საკუთარი სქესისგან განსხვავებული სქესის მიკუთვნების", ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის "პოპულარიზაციისკენ".
-
დედამიწის ორბიტის გასწვრივ მეტეორების ახალი წყარო აღმოაჩინეს დედამიწის ორბიტის გასწვრივ მეტეორების ახალი წყარო აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შესაძლოა, კაშალოტებს ადამიანების მსგავსი კომუნიკაციის სისტემა ჰქონდეთ შესაძლოა, კაშალოტებს ადამიანების მსგავსი კომუნიკაციის სისტემა ჰქონდეთ
გადახედვა
-
სასამართლომ ბილეთების გაყიდვის გიგანტები მონოპოლისტებად ცნო სასამართლომ ბილეთების გაყიდვის გიგანტები მონოპოლისტებად ცნო
გადახედვა
-
თურქეთში სკოლებზე თავდასხმის საქმეზე 67 პირი დააკავეს თურქეთში სკოლებზე თავდასხმის საქმეზე 67 პირი დააკავეს
გადახედვა
-
პოპის დედოფალი ბრუნდება — მადონამ თავისი საკულტო ალბომის მეორე ნაწილი დააანონსა პოპის დედოფალი ბრუნდება — მადონამ თავისი საკულტო ალბომის მეორე ნაწილი დააანონსა
გადახედვა
-
ტესტი: რა იცი დუშენის კუნთოვანი დისტროფიის შესახებ? ტესტი: რა იცი დუშენის კუნთოვანი დისტროფიის შესახებ?
გადახედვა
-
გაიცანით ნათია მეტრეველი, საშაბათო სკოლის დამფუძნებელი და მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მონაწილე გაიცანით ნათია მეტრეველი, საშაბათო სკოლის დამფუძნებელი და მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მონაწილე
-
შავ ზღვაში ნავთობის ჩაღვრის შედეგად 800-ზე მეტი ფრინველი დაიღუპა ან დაშავდა შავ ზღვაში ნავთობის ჩაღვრის შედეგად 800-ზე მეტი ფრინველი დაიღუპა ან დაშავდა
გადახედვა
-
Pink Floyd-მა და მილანის ინტერმა ერთობლივი კოლექცია გამოუშვეს Pink Floyd-მა და მილანის ინტერმა ერთობლივი კოლექცია გამოუშვეს
გადახედვა
-
ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით სომხეთში რუსეთთან დაკავშირებული მილიარდერის, სამველ კარაპეტიანის პარტიის 14 წევრი დააკავეს ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით სომხეთში რუსეთთან დაკავშირებული მილიარდერის, სამველ კარაპეტიანის პარტიის 14 წევრი დააკავეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი რა ღირს საკვები პროდუქტი ქვიზი: გამოიცანი რა ღირს საკვები პროდუქტი
-
რუსეთი აზერბაიჯანული ავიალაინერის ჩამოგდების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას დათანხმდა რუსეთი აზერბაიჯანული ავიალაინერის ჩამოგდების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას დათანხმდა
გადახედვა
-
"ტვ პირველი": "იმედი" "ტვ პირველის" შესახებ ავრცელებს ტყუილს! "ტვ პირველი": "იმედი" "ტვ პირველის" შესახებ ავრცელებს ტყუილს!
გადახედვა
-
პარლამენტმა "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა პარლამენტმა "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა
გადახედვა
-
კახა კალაძე: ვიქტორ ორბანი "ქართული ოცნების" კი არა, ქართველი ხალხის მეგობარი იყო კახა კალაძე: ვიქტორ ორბანი "ქართული ოცნების" კი არა, ქართველი ხალხის მეგობარი იყო
გადახედვა
-
კალაძე: აბასთუმანი იყო განადგურებული და ბიძინა ივანიშვილმა თავისი პირადი სახსრებით აღადგინა, რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? კალაძე: აბასთუმანი იყო განადგურებული და ბიძინა ივანიშვილმა თავისი პირადი სახსრებით აღადგინა, რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ?
გადახედვა
-
მოქალაქეებისთვის, ძირითადად პენსიონერებისთვის, ₾125 000-ის გამოძალვისთვის 2 პირი დააკავეს მოქალაქეებისთვის, ძირითადად პენსიონერებისთვის, ₾125 000-ის გამოძალვისთვის 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
კრისტოფერ ნოლანის თქმით, ოდისეის გადაღებები "ნამდვილი კოშმარი იყო, თუმცა საჭირო" კრისტოფერ ნოლანის თქმით, ოდისეის გადაღებები "ნამდვილი კოშმარი იყო, თუმცა საჭირო"
გადახედვა
-
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
-
გაუპატიურების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს გაუპატიურების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
-
გიორგი შარაშიძე: კარგად იცით, რატომაც ვერ დადო [გიორგი გახარიამ ისეთი შედეგი, როგორც მადიარმა], ყველაფერი წინ არის გიორგი შარაშიძე: კარგად იცით, რატომაც ვერ დადო [გიორგი გახარიამ ისეთი შედეგი, როგორც მადიარმა], ყველაფერი წინ არის
გადახედვა
კომენტარები