ტურიზმისა და ბიზნესის საერთაშორისო ფორუმს თბილისი უმასპინძლებს
ფოტო: GTB Forum 2024
2024 წლის ოქტომბერში საქართველო საერთაშორისო ბიზნესღონისძიებას უმასპინძლებს. 22-23 ოქტომბერს თბილისში ტურიზმისა და ბიზნესის საერთაშორისო ფორუმი 2024 გაიმართება, რომლის მიზანი ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ტურიზმის და უძრავი ქონების სექტორების განვითარება, ინოვაციების დანერგვა და ადგილობრივი ეკონომიკის ხელშეწყობაა.
ფორუმის ორგანიზატორი კვლავაც კომპანია Pro vision არის, პარტნიორი კი — ZARI International და საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო We Connect.
წინა წლებთან შედარებით, 2024 წლის ფორუმი განსაკუთრებით მასშტაბურია — მასში მონაწილეობას 100 კომპანია მიიღებს. 2022 და 2023 წლებში ჩატარებულმა ღონისძიებებმა ათობით საინვესტიციო კომპანია მოიზიდა, წლევანდელ ფორუმზე კი მონაწილეთა გაორმაგებული რიცხვი მის წარმატებასა და მნიშვნელობაზე მეტყველებს.
ღონისძიებაზე მოწვეულები არიან როგორც ბიზნესმენები, ასევე, საბროკერო და ტურისტული სფეროების წარმომადგენლებიც. მონაწილეები საქართველოს აზიის სხვადასხვა ქვეყნიდან ეწვევიან, მათ შორის, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, ბაჰრეინიდან, საუდის არაბეთიდან, ომანიდან, ლიბანიდან... წინა წლებში ფორუმში ჩართულები იყვნენ ინვესტორები სინგაპურიდან და ჩინეთიდან.
30 ივლისს ორგანიზატორებმა ფორუმისთვის მოსამზადებლად პრესკონფერენცია გამართეს, რა დროსაც მათ მონაწილეებთან ერთად GTB FORUM-ის შინაარსსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
საგანგებოდ პრესკონფერენციისთვის თბილისს ეწვია არაბული ქვეყნებისთვის კარგად ცნობილი ტელეწამყვანი აჰმედ მულა ტალალი, ხოლო ისრაელ-ჰეზბოლას შორის გამწვავებული სიტუაციის გამო ღონისძიებას ლიბანიდან ზუმით შემოუერთდა არაბულ სამყაროში ყველასთვის საყვარელი ტელესახე ჰიშამ ჰადადი. როგორც აღმოჩნდა, ისინი საქართველოსა და ფორუმს პოპულარიზაციას გაუწევენ.
ფოტო: GTB Forum 2024
"ფორუმი ახალი ინვესტიციების საქართველოში მოსაზიდად დიდი ნაბიჯია. გვინდა, ქვეყნის განვითარებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. ასევე, ვფიქრობთ, რომ ღონისძიება საფუძველს ჩაუყრის სხვადასხვა ქვეყნის ბიზნესმენებს შორის ახალი კავშირების ჩამოყალიბებასა და გაღრმავებას", — განაცხადა Pro vision-ის მფლობელმა და დირექტორმა ბასსამ ჯააფარმა.
როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, ფორუმის ფარგლებში ღონისძიების მონაწილეები ადგილზე გაეცნობიან ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოს, საინვესტიციო შესაძლებლობებსა და ტურისტულ პოტენციალს. ფორუმი არ შემოიფარგლება მხოლოდ პრეზენტაციებითა და საჯარო გამოსვლებით, იგი შექმნის უნიკალურ პლატფორმას ნეთვორქინგისთვის, სადაც ბიზნესმენებს შესაძლებლობა მიეცემათ, დაამყარონ პირდაპირი კონტაქტები, გაცვალონ იდეები და დაგეგმონ სამომავლო თანამშრომლობა. ეს ასპექტი მნიშვნელოვანია ახალი ბიზნეს შესაძლებლობების შექმნისა და ინოვაციური პროექტების განვითარებისთვის.
GTB FORUM 2024-ზე მოწვეულები იქნებიან ადგილობრივი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებიც, რომელთაც უცხოურ ინვესტორების გაცნობის შანსი და საქართველოში ახალი ბიზნეს შესაძლებლობების შექმნის საშუალება გაუჩნდებათ. ღონისძიების ფარგლებში, ქართველი ექსპერტების ჩართულობა უზრუნველყოფს, რომ მონაწილეებმა მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია საქართველოს ბიზნეს გარემოს, საკანონმდებლო ბაზისა და ეკონომიკური პოტენციალის შესახებ.
ფოტო: GTB Forum 2024
"საქართველოს უდიდესი პოტენციალი აქვს. თავისი ბუნებრივი პირობების, ტურისტული ადგილებისა და კლიმატის გამო, ქვეყანა ინვესტორებისთვის ძალიან მიმზიდველია", — აღნიშნა ინვესტორმა საუდის არაბეთიდან აბდულვაჰაბ ალზაჰრანმა.
ტურიზმისა და ბიზნესის საერთაშორისო ფორუმი მნიშვნელოვან როლს თამაშობს საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის გაზრდის საქმეში. განსაკუთრებით აღსანიშნავია ფორუმის როლი სპარსეთის ყურის ქვეყნებთან ბიზნეს კავშირების გაღრმავებაში. ასევე, GTB FORUM თავისი მასშტაბიდან გამომდინარე, ხელს უწყობს არამხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონის ეკონომიკურ ინტეგრაციასა და განვითარებას.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
კომენტარები