სომხეთის პოლიციის ყოფილი უფროსი, რომელიც ძალის გადამეტებაში ცნეს ბრალდებულად, გაათავისუფლეს
ფოტო: Hetq
სომხეთის პოლიციის ყოფილი უფროსი ვლადიმირ გასპარიანი და პოლიციის სამი ყოფილი თანამშრომელი სომხეთის ანტიკორუფციულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და გაფლანგვაში, თუმცა ოთხივე მათგანი ამნისტიით გაათავისუფლეს.
გასპარიანი, მისი მოადგილე ლევონ ერანოსიანი და პოლიციის კიდევ ორი ყოფილი თანამშრომელი სასამართლომ დამნაშავედ სამშაბათს ცნო.
ვლადიმირ გასპარიანი ორ საქმეში გაამტყუნეს, თუმცა ერთი ბრალისგან ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო გათავისუფლდა, მეორე ბრალი კი 2019 წელს გამოცხადებული ამნისტიის საფუძველზე მოხსნა.
ამავე მიზეზით გათავისუფლდა კიდევ სამი ყოფილი პოლიციელი.
როგორ პროკურატურამ, ასევე — გასპარიანის ადვოკატმა პირობა დადო, რომ გაასაჩივრებენ ანტიკორუფციული სასამართლოს გადაწყვეტილებას. პროკურატურამ განაცხადა, რომ გაასაჩივრებს გადაწყვეტილებას დამნაშავეთა გათავისუფლების შესახებ, ხოლო ალექსანდრე კოჩუბაევმა, გასპარიანის ადვოკატმა, გამამტყუნებელი განაჩენი დაუშვებლად მიიჩნია.
"ეს აუცილებლად გასაჩივრდება, რადგან გამამართლებელი განაჩენის გარდა, ნებისმიერი გადაწყვეტილება უკანონოა“, — განაცხადა კოჩუბაევმა.
ერთ-ერთ ბრალდებაში ნათქვამია, რომ 1997-2011 წლებში, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად მსახურობისას, გასპარიანმა არ მიიღო ზომები იმ ფაქტის გამო, რომ სამი ჯარისკაცი კვლავ იღებდა ხელფასს მაშინ, როცა საკუთარ მოვალეობას არ ასრულებდა.
2022 წელს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაადგინა, რომ ეს ჯარისკაცები მესამე პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის ძმების მძღოლად და დაცვის წევრებად მუშაობდნენ.
გასპარიანმა, ასევე, 2011-2018 წლებში, როდესაც პოლიციის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა, პოლიციის ბიუჯეტიდან უკანონოდ გამოყო 35 მილიონი დრამის (91,000 აშშ დოლარი) ღირებულების ქონება იმ თანამშრომლებისთვის, რომლებსაც არ სჭირდებოდათ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა აღმოაჩინა, რომ ერთ-ერთი ქონება გადაეცა პირს, რომელიც მხოლოდ ექვსი დღით იყო დასაქმებული პოლიციის კულტურის ცენტრში, ის გასპარიანის ქალიშვილს მუსიკალური პროდიუსერის მომსახურებას უწევდა.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები