აზერბაიჯანში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 1 სექტემბერს გაიმართება
ფოტო: OC Media
აზერბაიჯანში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 1 სექტემბერს გაიმართება, საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის დათხოვნა დაამტკიცა.
დეპუტატებმა საკონსტიტუციო სასამართლოს გასული კვირის დასაწყისში მიმართეს, პარლამენტის დათხოვნის კანონიერების დასამტკიცებლად. პარასკევს კი სასამართლომ გადაწყვეტილება დაამტკიცა.
პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თქვა, რომ ამ ნაბიჯის მიზანია, არ გადაიფაროს არჩევნებით COP29 კლიმატის კონფერენცია, რომელიც უნდა ჩატარდეს ბაქოში 2024 წლის 11-22 ნოემბერს. საპარლამენტო არჩევნები 2025 წელს უნდა ჩატარებულიყო.
აზერბაიჯანში საპარლამენტო არჩევნები ბოლოს 2020 წელს ჩატარდა, ალიევის პარტიამ 120 ადგილიდან 70 მოიპოვა, გაყალბების შესახებ გავრცელებული ცნობების ფონზე. დარჩენილი ადგილები გადაეცათ პროსახელისუფლებო დამოუკიდებელ კანდიდატებსა და მცირე ოპოზიციურ პარტიებს.
ჯამილ ჰასანლიმ, რომელიც ხელმძღვანელობს ოპოზიციურ ბლოკს, დემოკრატიული ძალების ეროვნულ საბჭოს, ეჭვქვეშ დააყენა ამ ნაბიჯის კანონიერება.
ჰასანლიმ OC Media-ს განუცხადა, რომ აზერბაიჯანის კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტს მხოლოდ ძალიან კონკრეტულ გარემოებებში ჰქონდა დაშლის უფლება.
"პარლამენტის დათხოვნის მოთხოვნის უფლება მხოლოდ პრეზიდენტს აქვს, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, დაირღვა თუ არა საკონსტიტუციო კანონი, მათ ევალებათ კონსტიტუციის დაცვა.
COP29 არ არის პარლამენტის დათხოვნის საფუძვლიანი მიზეზი, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება“, — განაცხადა მან.
ჯერჯერობით უცნობია, რომელი ოპოზიციური პარტიები იყრიან კენჭს. წინა არჩევნებში, უმსხვილესი ოპოზიციური პარტიების რამდენიმე კანდიდატს, მათ შორის სახალხო ფრონტის პარტიას და მუსავატს, კენჭისყრა აეკრძალათ.
მუსავატის სპიკერმა მუსტაფა ჰაჯიბაილიმ განუცხადა OC Media-ს, რომ მათ ჯერ არ გადაუწყვეტიათ, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას არჩევნებში.
"მუსავატი, როგორც პარტია, დაინტერესებულია არჩევნებში მონაწილეობით, მაგრამ ჯერ არ გადაგვწყვეტია. ასეთი საკითხები გადასაწყვეტად ყოველთვის მიგვაქვს კოლეგებთან კონფერენციაზე", — თქვა მან.
არჩევნების ზუსტი თარიღის დანიშვნამდე საუბრისას ჰაჯიბაილიმ განაცხადა, რომ ორი თვე არ იქნება საკმარისი არჩევნებისთვის მოსამზადებლად.
მისი თქმით, ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მიზეზია, ოპოზიციურ პარტიებსა და უცხოელ დამკვირვებლებს არ მიეცეთ მომზადების საშუალება.
"რადგან ხელისუფლებაში მყოფები მუდმივად ვადამდელ არჩევნებს გეგმავენ, როგორც ჩანს, ისინი ამას შეგნებულად აკეთებენ”, — თქვა მან.
ჰაჯიბაილიმ დასძინა, რომ არ სჯერა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას აპირებს.
ადმინისტრაციული რესურსები
ჰაჯიბაილიმ OC Media-ს განუცხადა, რომ დაფინანსება ოპოზიციური პარტიების მთავარი პრობლემაა.
"როდესაც ოპოზიციური პარტიების წევრები პარლამენტში იყვნენ, არ აძლევდნენ პარტიებს ბიუჯეტიდან დაფინანსებას. მაგრამ პარლამენტში ოპოზიციური პარტიების წმენდის შემდეგ [2010-იანი წლების დასაწყისში], მათ მიიღეს პარტიების დაფინანსების გადაწყვეტილება და ცვლილებები შეიტანეს პარტიების დაფინანსების შესახებ კანონში”, — თქვა მან.
მუსავატის სპიკერმა თქვა, რომ მათი პარტია ფუნქციონირებს შემოწირულებებისა და საწევრო გადასახადების საშუალებით, რაც, მისი თქმით, საკმარისია მხოლოდ კომუნალური გადასახადების დასაფარად.
ჰაჯიბაილიმ აღნიშნა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, მუსავატმა 88 კანდიდატი წარადგინა, თუმცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მათგან მხოლოდ 60 დაამტკიცა:
"და ეს გადაწყვეტილებები შეეხო ჩვენს უფლებას, მივიღოთ უფასო საეთერო დრო, რადგან კანონის თანახმად, უფასო საეთერო დროის მისაღებად 61 კანდიდატის დოკუმენტი უნდა იყოს დადასტურებული“.
დემოკრატიული ძალების ეროვნული საბჭოს წარმომადგენელმა, ჯამილ ჰასანლიმ თქვა, რომ მთავრობამ უკვე "გაწმინდა საზოგადოება“ არჩევნებისთვის მოსამზადებლად.
"აზერბაიჯანის მთავრობამ გაახანგრძლივა კარანტინი, დაიხურა სახმელეთო საზღვრები, აიკრძალა შეკრების თავისუფლება, დააკავეს ჟურნალისტები, დაიჭირეს 300-ზე მეტი პოლიტპატიმარი“, — განაცხადა მან.
"ამ არჩევნებისთვის მზადების ნაწილი იყო AbzasMedia-ს, Toplum TV-სა და Kanal13-ის უფლებების დარღვევა. ხელისუფლება ამ არჩევნებისთვის საბჭოთა პერიოდის მსგავსად, "წმენდით“ მოემზადა“, — განაცხადა მან.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
კომენტარები