საზაფხულო წიგნი ბავშვებს, რომელიც სიკეთისა და მეგობრობის მნიშვნელობაზე გვაფიქრებს
ფოტო: პალიტრა L
პალიტრა L-ის ლიბერქიდსის სერია წიგნებს 8-12 წლამდე ბავშვებისთვის გამოსცემს. ამ სერიის წიგნებში მრავალი განსხვავებული, საინტერესო და შემეცნებითი წიგნის აღმოჩენა შეგიძლიათ. ბოლო თვეების განმავლობაში პალიტრა L-მა ლიბერქიდსის სერიაში რამდენიმე ახალი წიგნი გამოსცა, რომელთაგანაც მე ვარ ლენი ბრაუნი თქვენი საზაფხულო წიგნების სიაში აუცილებლად უნდა მოხვდეს.
მე ვარ ლენი ბრაუნი დენ ფრიდმენის ახალი წიგნია, რომელშიც პატარა ლენის ამბავია მოთხრობილი. ლენის საუბარი მხოლოდ დედამისთან შეუძლია, საკმარისია სკოლაში ფეხი შედგას და სიტყვები გაქრობას იწყებს.
მე ვარ ლენი ბრაუნი ბევრ მნიშვნელოვან თემას ეხება, როგორიცაა მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები, ოჯახის წევრის დაკარგვა, სკოლის ცვლილება, ბულინგი, მეგობრები და მასწავლებლებისა და მოსწავლეების ურთიერთობა.
"ლენი, დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გაართმევ თავს, მაგრამ თუ, ყოველი შემთხვევისთვის, ოდესმე მოიწყენ, წიგნაკის პირველ გვერდებზე რამდენიმე გამამხნევებელი ჩანაწერი დაგიტოვე" - სკოლის შეცვლის შემდეგ ლენის მასწავლებელი დღიურს აჩუქებს და არწმუნებს, რომ ახალ სკოლაში ყველაფერი გამოუვა.
მასწავლებლებისა და ლენის ურთიერთობაში კარგად ჩანს, რომ კარგი მასწავლებელი ბავშვის წარმატების საწყისი შეიძლება გახდეს, მაგრამ ამავე წიგნში იმასაც ვხედავთ, რომ მასწავლებლის დაუდევრობამ შეიძლება დიდი ზიანი მოუტანოს მოსწავლის ფსიქიკას, ამიტომ საკლასო ოთახში განსაკუთრებული ყურადღება და ინდივიდუალური მიდგომა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.
"შიშს ლენი გაექვავებინა. უნდოდა რაიმე ხმა გამოეცა, მაგრამ არ შეეძლო. თითქოს ყელში ბურთი გასჩხეროდა". იმის გამო, რომ ლენი ვერ ლაპარაკობს, ის სკოლაში ბულინგის მსხვერპლი ხდება, თუმცა ნელ-ნელა მეგობრებისა და მასწავლებლების დახმარებით, ის საკუთარ ადგილს პოულობს.
"მეგობრების შეძენა რთული იქნება. მერე ისეთი რაღაც დავინახე, მოვიფიქრე, როგორ შეიძლება ეს შევძლო. ფეხბურთი!" - წერს ლენი თავის დღიურში და ფეხბურთის მეშვეობით ხმას იმაღლებს. ლენის აზრით, ხშირად მხოლოდ ერთი კარგი მეგობარი სავსებით საკმარისია, თუმცა მისი სიკეთისა და გამბედაობის დახმარებით ის ყველას საყვარელი ადამიანი ხდება.
ფოტო: პალიტრა L
წიგნში ლენის დღიურსაც ვეცნობით, რაც გვეხმარება, მისი ფიქრები ზუსტად დავინახოთ და ის ემოციები ვიგრძნოთ, რომელთან ერთადაც პატარა ლენი ცხოვრობს.
"მე ვარ ლენი ბრაუნის ავტორმა დენ ფრიდმენმა პალიტრა L-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ “ეს წიგნი რეალურად საკუთარ თავთან დამეგობრების ამბავია. ამბავია იმაზე, თუ როგორ მიიღო შენი თავი ისეთად, როგორიც ხარ და იმაზე, რომ ჩვენი განსხვავებულობა უნიკალურად გვაქცევს. და რომ განსხვავებულობას უნდა დავუმეგობრდეთ."
დენ ფრიდმენი ინგლისის ფეხბურთის გუნდის ჟურნალისტად მუშაობდა და აღნიშნავს, რომ თავს ბედნიერ ადამიანად მიიჩნევს, რადგან ისეთ ადამიანებს იცნობს, როგორიცაა მესი, რონალდო, დეივიდ ბექემი და სხვა.
"ხშირად მიფიქრია, რამდენად შესანიშნავია ფეხბურთი მეგობრების გაჩენის მხრივაც, რადგან ხანდახან სიტყვებიც კი არ გჭირდება, საკმარისია ერთმანეთს ბურთი გაუგოროთ და დამეგობრდეთ. ეს ერთ-ერთი გზაა, რომლითაც ლენის მეგობრების გაჩენის იმედი აქვს."
დენი ფრიდმენმა აღნიშნა, რომ მისი წიგნის საქართველოში გამოცემა ძალიან აბედნიერებს და გაუხარდა ისიც, რომ საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა შეძლო. მან საქართველოს ნაკრებს წარმატებაც უსურვა.
ავტორის თქმით, წერის პროცესში ლენის მის მეგობრად იქცა და იმედი აქვს, რომ ლენი საქართველოშიც ბევრი ადამიანის მეგობარი გახდება. ეს წიგნი ყველა ბავშვისთვის სავალდებულო საკითხავი უნდა იყოს, რამეთუ მასში მოთხრობილი საკითხები უკლებლივ ყველა ბავშვისათვის ახლოა. მრავალ პერსონაჟს შორის კი აუცილებლად ყველა ამოიცნობს საკუთარ თავს და დაფიქრდება, როგორ გახადოს სამყარო უკეთესი.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია



კომენტარები