ვინ დგას მუქარის შემცველი ზარების უკან — "აი ფაქტისა" და OCCRP-ის ჟურნალისტური გამოძიება
ფოტო: AFP
რა ხდება: რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტის გაძლიერების პარალელურად, გაძლიერდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა ადამიანებზე, ვინც კანონს ეწინააღმდეგებოდნენ — ნაწილს სცემდნენ, ნაწილს კი — ურეკავდნენ და ემუქრებოდნენ.
ისინი, ვინც ღიად აკრიტიკებდნენ კანონს, მიიღეს მუქარის ზარები და დილით სამსახურთან და სახლებთან დახვდათ პლაკატები თავისივე გამოსახულებით და წარწერით — აგენტი.
- "აი ფაქტმა" და OCCRP-მ სცადეს გაერკვიათ, თუ ვინ იდგა მუქარისშემცველი და შეურაცხმყოფელი სატელეფონო ზარების უკან.
დეტალები: მათ გამოძიებაში აღნიშნულია, რომ თავიდან ადამიანებს დღის განმავლობაში ურეკავდნენ, მოგვიანებით კი ზარებმა ღამით გადაინაცვლა.
მალევე დაიწყეს დარეკვა მომიტინგეების ოჯახის წევრებთანაც. მათაც გინებისა და მუქარის მოსმენა მოუწიათ, თანაც ოჯახის წევრების ლიკვიდაციითაც კი ემუქრებოდნენ, თუ ისინი რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტს არ შეწყვეტდნენ.
OCCRP-ისა და “აი, ფაქტის” ჟურნალისტებმა შეაგროვეს ასეთი ნომრები და მათთან დარეკვა დაიწყეს.
- უმეტეს შემთხვევაში, აღმოჩნდა, რომ ნომერი რეგისტრირებული აღარ იყო, ან — პასუხობდნენ დაბნეული მოქალაქეები, რომლებიც ვერ ხვდებოდნენ, რა ზარებზე იყო საუბარი, ნაწილი კი კითხვის შემდეგ ტელეფონს თიშავდა.
- "ეს ნომერი ორი დღის წინ ვიყიდე… არა, მსგავს რაღაცებთან შეხება არ მაქვს. მე ვარ ადამიანი, რომელიც სახლიდან არასდროს გადის", — უთხრა OCCRP-ს ერთმა აზერბაიჯანელმა ქალმა, რომლის ნომრიდანაც საქართველოში რეკავდნენ.
"ტელეფონის ნომრებისა და საუბრების ანალიზმა ტექნოლოგიურ ლაბირინთამდე მიგვიყვანა, თუმცა ამ სქემის პირველწყაროს დაზუსტებით დადგენა რთულია.
ზარების მსხვერპლები ფიქრობენ, რომ მსგავსი ქმედება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დახმარებით არის შესაძლებელი. ამით ისინი ცდილობდნენ ხალხის დაშინებას და “რუსული კანონის” მოწინააღმდეგეთა რაოდენობის შემცირებას", — წერენ გამოძიების ავტორები.
რას ამბობენ აზერბაიჯანულ სატელეკომუნიკაციო კომპანიებში
ათობით აზერბაიჯანული ნომერი იწყებოდა “005”, “004” ან “006” ინდექსით. სატელეკომუნიკაციო კომპანიას, რომელსაც ეს ნომრები ეკუთვნის, ამ ინდექსით ისინი გასაყიდად არასდროს გამოუტანია.
OCCRP-ისა და “აი, ფაქტის” კითხვაზე აზერბაიჯანის უმსხვილესმა კორპორაციულმა სატელეკომუნიკაციო სერვისმა Bakcell-მა განაცხადა, რომ მათ ჩაატარეს გამოძიება ქართველ ოპერატორებთან ერთად და დაადგინეს, რომ ზარები განხორციელდა "თაღლითური მეთოდით“, რომელიც CLI spoofing-ის სახელითაა ცნობილი და რომელზეც მათ კონტროლი არ აქვთ.
გამოძიების მასალის მიხედვით, CLI Spoofing-სას ზარის განმახორციელებელი განზრახ აყალბებს იმ ინფორმაციას, რომელიც თქვენი ტელეფონის ეკრანზე გამოჩნდება, რათა შენიღბოს მისი ვინაობა. სწორედ ამ ტექნიკის დახმარებით ხორციელდებოდა ზარები ხან ჰაიტიდან, ხან უკრაინიდან და ხანაც აზერბაიჯანიდან.
- "გამოძიების შედეგად გაირკვა, რომ ყალბი ზარები საქართველოში მიწოდებული იყო შუამავალი კომპანიების მეშვეობით და არ იყო შექმნილი bakcell-ის მიერ. ამჟამად ქართულ ოპერატორებთან და შუამავალ კომპანიებთან ერთად მიმდინარეობს ზარებზე გამოძიება“, — აცხადებს bakcell-ის მომხმარებელთა მომსახურების წარმომადგენელი ნიზამი ალიევი.
დაზარალებულები და ექსპერტები აცხადებენ, რომ ეს აჩენს სერიოზულ კითხვებს ამ სქემაში საქართველოს მთავრობის შესაძლო ჩართულობის ან მხარდაჭერის შესახებ.
- "დილის 5 საათზე დაურეკეს ჩემს მეუღლეს. ის ორსულადაა და საპროტესტო აქციებსაც არ დასწრებია. მაინც დაურეკეს. დედაჩემსაც დაურეკეს და უთხრეს, რომ მას ჩემნაირი შვილის გაზრდისთვის უნდა რცხვენოდეს“, — ამბობს "აი ფაქტთან" ოპოზიციური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სამოქალაქო ინტეგრაციის მდივანმა ედო ჯავახიძემ.
- ჯავახიძე ფიქრობს, რომ ზარები ხელისუფლების მიერ ორკესტრირებულად ხორციელდებოდა. მისივე თქმით, ის ოფიციალურად სხვა მისამართზეა რეგისტრირებული, მაგრამ უკვე მრავალი წელია იქ არ ცხოვრობს. თუმცა როცა დაურეკეს, უთხრეს მისი სარეგისტრაციო მისამართი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს "წინასწარ აქვთ ზარის მიმღებთა სია“.
საქართველოს მთავრობამ არ უპასუხა OCCRP-ისა და “აი, ფაქტის” კითხვებს და არც საჯაროდ გამოუხატავს პოზიცია ანონიმურ ზარებთან დაკავშირებულ ბრალდებებზე.
აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ელშად ჰაჯიევმა კი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “მათ ინფორმაცია არ აქვთ” ამ ზარების შესახებ.
საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოში ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს მთავრობას, თუმცა, ასეთ მეთოდებს — არა.
- "ყალბი ნომრების გამოყენების გამოცდილება მთელ მსოფლიოშია. მოძებნეთ ინტერნეტში, არის სპეციალური აპლიკაციები, შეგიძლიათ გააკეთოთ ანონიმური ზარები ყალბი ნომრით. რატომ გამოიყენება ყალბი ნომერი?! იმიტომ, რომ თუ გადარეკავთ, უშედეგო იქნება, ვერაფერს მიიღებთ“, — განაცხადა ელჩის მესამე მდივანმა, ჯავიდ მაჰარამოვმა.
ამავე მასალის მიხედვით, აქტივისტ ნინა ტუღუშთან შესულ ზარებს შორის, რომლის ამონაწერიც მან 11 მაისს ფეისბუქზე ატვირთა, აზერბაიჯანის მოქალაქე, 84 წლის კაპიტოლინა სერგეიევნას ნომერიცაა.
- კაპიტოლინამ გამომძიებელ ჟურნალისტს უთხრა, რომ მობილურის ნომრის ერთადერთი მომხმარებელი იყო და საქართველოში არავისთან დაურეკავს.
- "ვფიცავ, რომ ეს მე არ ვიყავი. ქართველებისგან ზარებს ვიღებდი. ერთი ქალბატონი იყო, ქართულად მელაპარაკა. მე ვუთხარი, რომ მისი არ მესმოდა და გამითიშა. რეკავდნენ სხვადასხვა ნომრიდან… ერთმა ადამიანმა მითხრა, რომ ჩემგან დაურეკეს, მე ვუთხარი, რომ ეს შეუძლებელი იყო“, — თქვა კაპიტოლინა სერგეიევნამ.
სხვების მსგავსად, ედო ჯავახიძესაც უკრაინული, აფრიკული, აზერბაიჯანული, ქართული და თურქული ნომრებიდან დაურეკეს. OCCRP-ის და “აი, ფაქტის” გამომძიებელმა ჟურნალისტებმა სხვადასხვა აპლიკაციის გამოყენებით ამოიცნეს ერთ-ერთი აზერბაიჯანული ნომერი და დარეკეს. თავისი ვინაობის დადასტურების შემდეგ ელშად ჯაფაროვმა უარყო ჯავახიძესთან დაკავშირება და ტელეფონი გათიშა.
- "როცა ჩემი ოჯახის წევრებთან დარეკვა დაიწყეს, ეს უკვე სასაცილო აღარ იყო. ეს იყო ტერორი. ის, რომ დამრეკავებს ჩემი ოჯახის წევრების ტელეფონის ნომრები ჰქონდათ, იმას ნიშნავს, რომ მათ აქვთ ყველა ინფორმაცია ჩემზე, ჩემს ოჯახზე და ამ ზარებს მხარს უჭერს მთავრობა“, — თქვა ედო ჯავახიძემ და ასევე აღნიშნა, რომ მისი და მისი მეუღლის ქორწინება ოფიციალურად არ არის რეგისტრირებული, მაგრამ მათ ამის შესახებაც ინფორმაცია ჰქონდათ და მეუღლეს მაინც მისწვდნენ.
- "ეს ნიშნავს, რომ ამაზე მუშაობდა საქართველოს დაზვერვის სამსახური და აწვდიდა ინფორმაციას დამრეკავებს“, — უთხრა მან გამომძიებელ ჟურნალისტებს.
ჟურნალისტური გამოძიების მასალის მიხედვით, ქართული ნომრებით განხორციელებული მუქარის ზარები საქართველოში მოქმედ სხვადასხვა მობილურ ოპერატორს ეკუთვნოდა, ხოლო ყველა აზერბაიჯანული ნომერი მხოლოდ Bakcell-ს, აზერბაიჯანში მოქმედ ერთ-ერთ წამყვან მობილურ ოპერატორს, რომელიც Neqsol holding-ის ნაწილია.
- Neqsol არის კომპანიების დივერსიფიცირებული ჯგუფი, რომელიც მუშაობს სხვადასხვა ქვეყანაში. ჰოლდინგის ვებგვერდის მიხედვით, neqsol ეკუთვნის ბიზნესმენ ნასიბ ჰასანოვს, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოჯახის ბიზნეს პარტნიორს.
ელექტრონული ფოსტის მეშვეობით Bakcell-ის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ თუ ნომრები გენერირდება CLI Spoofing ტექნოლოგიით, დარეკვისას ნებისმიერი ყალბი მობილური ნომერი შეიძლება შედგებოდეს ნებისმიერი ციფრისგან და ამ ზარებს და ნომრებს საერთო არაფერი აქვთ ოპერატორის ქსელთან.
"ჩვენთვის უცნობია ოპერატორის ინფორმირების გარეშე ყალბი ზარების განმახორციელებლებმა რატომ აირჩიეს ეს კონკრეტული სერია“, — განაცხადა Bakcell-ის წარმომადგენელმა ალიევმა და დაამატა, რომ რადგან ზარები მათ ქსელს გარეთაა და არ არის მათი უშუალო კონტროლის ქვეშ, “პრობლემის გადაჭრა მათი მხრიდან შეუძლებელია”.
- “ამჟამად ზარების წარმომავლობას ქართული ოპერატორები და გადამზიდავი კომპანიები ერთობლივად იკვლევენ. ბოლო ინფორმაციით, ქართველმა ოპერატორებმა ზარების გაჩერება მოახერხეს”, — თქვა მან.
საქართველოში აზერბაიჯანის ელჩის მესამე მდივანმა ჯავიდ მაჰარამოვმა ასევე დაადასტურა, რომ ნომრების უმეტესობა ეკუთვნის Bakcell-ს, მათ შორის ზოგი “004” და “006”-ითაც იწყება და მათ “არარეალური ნომრები” უწოდა.
- "გინახავთ ასეთი ნომრები? ამათ აზერბაიჯანთან არანაირი კავშირი არ აქვთ. თუ ბრალდებები სიმართლეს შეესაბამება, ნომრები მაინც რეალური უნდა იყოს“, — თქვა მან და კიდევ ერთხელ უარყო მასში აზერბაიჯანის ხელისუფლების შესაძლო მონაწილეობა. "აქედან გამომდინარე, ქართულ მხარეს აზერბაიჯანისთვის არაფრის თხოვნა არ სჭირდება. ვინ გააკეთა, ეს უცნობია. ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ ამას ქართული მხარე აკეთებს, ან ჩვენ ვაკეთებთ. შესაძლოა, არის ის, ვისაც სურს ურთიერთობის გაფუჭება“.
OCCRP-მ და “აი, ფაქტმა” გაარკვია, რომ ერთ-ერთი აზერბაიჯანული ნომერი, რომელმაც სალომე ჩხაიძეს დაურეკა, აზერბაიჯანის 21 წლის მოქალაქე ნოვრუზ იბრაჰიმლის სახელზეა რეგისტრირებული.
- იბრაჰიმლიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ საქართველოში არავისთვის დაურეკავს, სამაგიეროდ, თავად დაურეკეს საქართველოდან.
- "დამირეკეს ქართული ნომრიდან, მერე მეც გადავრეკე. საქართველოში ტელეფონთ არასდროს მილაპარაკია, თუმცა, მე მირეკავდნენ იქედან“, — თქვა იბრაჰიმლიმ და გაგვიზიარა მისთვის ქართული ნომრებიდან შესული ზარების სქრინები.
"იყო შემთხვევები, როდესაც მუქარის ზარის ადრესატებმა — ჟურნალისტებმა, რედაქტორებმა, აქტივისტებმა თქვეს, რომ ადამიანები, რომლებიც ურეკავდნენ მათ მშობლების სახელებს ეუბნებოდნენ. არადა, ეს ინფორმაცია საჯარო არ არის.
საქართველოს ამომრჩეველთა რეესტრში, მხოლოდ ადამიანის დაბადების თარიღი, რეგისტრაციის მისამართი და ამავე მისამართზე რეგისტრირებული ადამიანებს ნათესაური კავშირების იდენტიფიცირების გარეშე გვიჩვენებს. თუმცა, ეს ინფორმაცია რომ ვნახოთ, კონკრეტული პიროვნების პირადობის ნომერი და გვარი უნდა ვიცოდეთ", — წერია საგამოძიებო მასალაში.
-
შექმნეს ოსტეოართრიტის წამალი, რომელმაც ცხოველებში დაავადება უმარტივესად შეაქცია შექმნეს ოსტეოართრიტის წამალი, რომელმაც ცხოველებში დაავადება უმარტივესად შეაქცია
გადახედვა
-
ბნელი ენერგიის შემსწავლელი ინსტრუმენტის მეშვეობით კოსმოსის უდიდესი 3D რუკა შექმნეს ბნელი ენერგიის შემსწავლელი ინსტრუმენტის მეშვეობით კოსმოსის უდიდესი 3D რუკა შექმნეს
გადახედვა
-
ვინ იქნებოდნენ ქართველი მოჩვენებები, Ghosts რომ ჩვენთანაც გადაეღოთ ვინ იქნებოდნენ ქართველი მოჩვენებები, Ghosts რომ ჩვენთანაც გადაეღოთ
გადახედვა
-
კვანტური ინტერნეტი VPN-ს უსარგებლოდ აქცევს — ლოკაციის შენიღბვა შეუძლებელი იქნება კვანტური ინტერნეტი VPN-ს უსარგებლოდ აქცევს — ლოკაციის შენიღბვა შეუძლებელი იქნება
გადახედვა
-
სახალხო დამცველმა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა სათანადო მედიკამენტითა და მკურნალობით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სახალხო დამცველმა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვთა სათანადო მედიკამენტითა და მკურნალობით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში — როგორ ქმნის საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობებს საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში — როგორ ქმნის საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობებს
-
რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკის, UN Women-ისა და Mastercard-ის AI სტიპენდიის პროგრამა გოგოებისთვის რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკის, UN Women-ისა და Mastercard-ის AI სტიპენდიის პროგრამა გოგოებისთვის
-
სექსსიმბოლო თუ დაფასებული მსახიობი? — რას ფიქრობს პედრო ალმოდოვარი ჯეიკობ ელორდიზე სექსსიმბოლო თუ დაფასებული მსახიობი? — რას ფიქრობს პედრო ალმოდოვარი ჯეიკობ ელორდიზე
გადახედვა
-
განათლების მინისტრის მოადგილის თქმით, სკოლის ფორმების ღირებულება 100 ლარამდე იქნება განათლების მინისტრის მოადგილის თქმით, სკოლის ფორმების ღირებულება 100 ლარამდე იქნება
გადახედვა
-
7 მუსიკოსი, რომელიც ფანტასტიკურად ხატავდა 7 მუსიკოსი, რომელიც ფანტასტიკურად ხატავდა
გადახედვა
-
Aqualia 2026 წლის წყალმომარაგების საუკეთესო კომპანიების ხუთეულშია Aqualia 2026 წლის წყალმომარაგების საუკეთესო კომპანიების ხუთეულშია
-
სეს: ქვემო ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და სამცხე-ჯავახეთში ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრები აშენდება სეს: ქვემო ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და სამცხე-ჯავახეთში ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრები აშენდება
გადახედვა
-
სუს: მამუკა მდინარაძე ჩეხეთში იმყოფებოდა სუს: მამუკა მდინარაძე ჩეხეთში იმყოფებოდა
გადახედვა
-
ალდაგი TEDxTbilisi-ის მხარდამჭერია I წლევანდელი თემაა: პატარა ნაბიჯები ალდაგი TEDxTbilisi-ის მხარდამჭერია I წლევანდელი თემაა: პატარა ნაბიჯები
-
რომან გოცირიძე: ეროვნულ ბანკს უარი უნდა ეთქვა "ლიბერთი ბანკის", როგორც სპეციფიკური, სოციალურად ყველაზე მგრძნობიარე და უნიკალური პერსონალური ინფორმაციის მფლობელი ბანკის ჩინური კომპანიისათვის მიყიდვაზე რომან გოცირიძე: ეროვნულ ბანკს უარი უნდა ეთქვა "ლიბერთი ბანკის", როგორც სპეციფიკური, სოციალურად ყველაზე მგრძნობიარე და უნიკალური პერსონალური ინფორმაციის მფლობელი ბანკის ჩინური კომპანიისათვის მიყიდვაზე
გადახედვა
-
სააპელაციო სასამართლომ 11 პირის 2-წლიანი განაჩენი უცვლელი დატოვა სააპელაციო სასამართლომ 11 პირის 2-წლიანი განაჩენი უცვლელი დატოვა
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: ჩემი მონაწილეობა მაქვს მიღებული იმაში, რომ გერმანიის სახელი ქართველების თვალში ყოფილიყო მეგობრის და გვერდში მდგომის შალვა პაპუაშვილი: ჩემი მონაწილეობა მაქვს მიღებული იმაში, რომ გერმანიის სახელი ქართველების თვალში ყოფილიყო მეგობრის და გვერდში მდგომის
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
-
როცა ნარატივი ემთხვევა — მსგავსება მარია ზახაროვასა და "ოცნების" წარმომადგენლების კომენტარებში როცა ნარატივი ემთხვევა — მსგავსება მარია ზახაროვასა და "ოცნების" წარმომადგენლების კომენტარებში
გადახედვა
-
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში — ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში — ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
-
Avengers: Doomsday-ს პირველი სრული ტრეილერი CinemaCon-ზე აჩვენეს — რა ხდება კადრებში Avengers: Doomsday-ს პირველი სრული ტრეილერი CinemaCon-ზე აჩვენეს — რა ხდება კადრებში
გადახედვა
კომენტარები