რა პირობებით ისარგებლებ საქართველოს ბანკისა და SMEDA-ს საერთო შეთავაზებით — Kokito's toys-ს გამოცდილება
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი სხვადასხვა პროექტითა და შეთავაზებებით მცირე თუ დიდი ბიზნესების განვითარებას აქტიურად უწყობს ხელს. ახლახან ბიზნეს ასოციაცია SMEDA-თან პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს ბანკის Ads მენეჯერში ბიზნეს მომხმარებლებისთვის ახალი შეთავაზება გამოჩნდა. SMEDA მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების პირველი ციფრული ასოციაციაა საქართველოში, რომელიც სხვადასხვა პროექტითა და ინიციატივებით მთელი ქვეყნის მასშტაბით ბიზნესების ზრდა-განვითარებაზე ზრუნავს. საქართველოს ბანკთან პარტნიორობით შექმნილი ბიზნეს შეთავაზებაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება.
საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლები, რომლებიც Starta Business Club-ის წევრები არიან, Ads მენეჯერში შექმნილ შეთავაზებაზე 30%-იანი თანადაფინანსებით ისარგებლებენ. Ads მენეჯერი მომხმარებლებისთვის სხვადასხვა ტიპის (ქეშბექი, ფასდაკლება, დამატებითი Plus ქულები და ა.შ.) შეთავაზების შექმნის საშუალებას იძლევა, ჯამში კი 1.4 მილიონზე მეტ ადამიანს შეგიძლია მისწვდე. ახალი შეთავაზების ფარგლებში, მაგალითად, თუ ბიზნესი შექმნის 50%-იან ქეშბექს და მომხმარებლებისთვის დასაბრუნებელი ექნება ჯამურად, შეთავაზების ფარგლებში — 1000 ლარი, ხარჯის 30%-ს აუნაზღაურებს საქართველოს ბანკი. თანადაფინანსების მაქსიმალური ლიმიტი კი 500 ლარია.
ეკომეგობრული ხის სათამაშოების ქართული მაღაზია Kokito's toys ერთ-ერთი პირველია, რომელმაც Ads მენეჯერში შეთავაზების შექმნისას 30%-იანი თანადაფინანსებით ისარგებლა. Kokito's toys-ის ისტორიისა და ბიზნეს შეთავაზებით სარგებლობის მიზეზებზე სათამაშოების მაღაზიის თანადამფუძნებელი, ლალიკო გოგიბერიძე, გვესაუბრა.
ხის სათამაშოების საწარმო კოკიტო ბაზარზე 2019 წლიდან გამოჩნდა. ჩვენ ვაწარმოებთ ხის და სხვა ეკოლოგიურად უსაფრთხო მასალებისგან ბავშვის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაზე ორიენტირებულ სათამაშოებს. ვფიქრობ, ყველაზე დიდი წარმატება კოკიტოსთვის იყო პირველი ექსპორტი, რომელიც 2022 წელს შედგა გერმანელ პარტნიორთან და მათ გავუგზავნეთ 200 ცალი საქანელა ცხენი. მას შემდეგ ექსპორტის მიმართულებით მუშაობას უწყვეტ რეჟიმში ვაგრძელებთ.
რაც შეეხება ქართულ ბაზარს, ჩვენ გვაქვს სათამაშოების სტენდი სითი მოლის გასართობ ცენტ მეჯიქ სითიში და უკვე ბაზარი ორბალიანზე კოკიტოს საბავშვო სივრცე, სადაც მშობლებს საშუალება ეძლევათ, დაგვიტოვონ პატარები და თვითონ სასიამოვნო დრო გაატარონ. ჩვენს სივრცეში უამრავი განმავითარებელი სათამაშოა — მონტესორის ავეჯი, შემეცნებითი ბარათები, ქვიშის მაგიდა და ა.შ. ასევე, ჩვენთან თითქმის ყოველ შაბათ-კვირას იმართება სხვადასხვა სახის ვორქშოპები და დაბადების დღის წვეულებები. კოკიტოს სათამაშოები წარმოდგენილია რამდენიმე ქსელურ მაღაზიაში, როგორიც არის პეპელა სუპერი, პეტიტ ბაზარი, — ამბობს ლალიკო გოგიბერიძე.
კოკიტოს სათამაშოების მაღაზია უკვე წლებია, საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელია. გამოცდილებას კი, რომელსაც საქართველოს ბანკი მომხმარებლებს ბიზნესის მიმართულებით, მათ შორის Ads მენეჯერის კუთხით სთავაზობს, ლალიკო გოგიბერიძე დადებითად აფასებს.
საქართველოს ბანკთან ვთანამშრომლობთ პირველი მაღაზიის გახსნის დღიდან. საქართველოს ბანკი ხელს უწყობს ჩვენი მიზნებისა და პოტენციალის რეალიზებას. ბიზნეს ინტერნეტბანკი არის საკმაოდ მოქნილი აპლიკაცია, რომლითაც მარტივად ვაგვარებთ სხვადასხვა ტრანზაქციებს. საქართველოს ბანკისა და SMEDA-ს პარტნიორობის ფარგლებში, Ads მენეჯერის შეთავაზებაც მოვიდა კოკიტომდე და რა თქმა უნდა, ამ შეთავაზებაზე უარი არ ვთქვით. საქართველოს ბანკის თანამშრომლები კონტენტის აწყობაში დამეხმარნენ, გავმართეთ შეთავაზება SOLO ბარათის მფლობელებისათვის, მომხმარებლებისგან კი გამოხმაურება უკვე წამოვიდა და ველოდებით შედეგებს. დიდი მადლობა SMEDA-ს და საქართველოს ბანკს, ისინი ნამდვილად ცდილობენ მცირე ბიზნესების განვითარებას და მათთვის ახალი შესაძლებლობების დანერგვას, — აღნიშნავს ლალიკო გოგიბერიძე.
თუ ჯერ არ იცი, როგორ გააკეთო შეთავაზება Ads მენეჯერით, დეტალურ ინფორმაციას აქ ნახავ.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
კომენტარები