სომხეთში საზღვრის დელიმიტაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ფონზე, პოლიციამ სოფელში შესასვლელი ჩაკეტა
ფოტო: Hetq
სომხეთის პოლიციამ შაბათ-კვირას სოფელ კირანცში შესასვლელი ჩაკეტა. სოფელზე აზერბაიჯანთან დელიმიტაციის შეთანხმება პირდაპირ გავლენას ახდენს. გავრცელდა ხმები, სოფელში საკვების დეფიციტზეც.
ორშაბათს, ანტისამთავრობო მოძრაობა "ტავუში სამშობლოსთვის" ლიდერი, არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი, საკუთარ ჯგუფთან ერთად კირანცის მოსახლეობას შეხვდა.
"ტავუში სამშობლოსთვის" ტავუშის პრივინციაში დელიმიტაციის პროცესის გასაპროტესტებლად შეიქმნა.
პოლიციამ კვირას სოფელში "არარეგისტრირებული მოქალაქეების" შესვლა დაბლოკა, ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა კი განაცხადა, რომ ისინი "ატარებენ მოსამზადებელ სამუშაოებს" ტერიტორიაზე მესაზღვრეების განთავსებისთვის.ეს სოფელი რეგიონში დელიმიტაციის პროცესს განსაკუთრებით აქტიურად აპროტესტებდა, მაცხოვრებლებმა არაერთხელ გადაკეტეს სომხეთის საქართველოსთან დამაკავშირებელი გზა.
ერევანი და ბაქო აპრილის ბოლოს შეთანხმდნენ მათი საერთო ჩრდილოეთ საზღვრის ნაწილების დელიმიტაციაზე, რომელიც მოიცავს კირანცს, 1970-იანი წლებით დათარიღებული საბჭოთა რუკების საფუძველზე.
მას შემდეგ, რაც კვირას სოფელში შესვლა შეიზღუდა, მოძრაობა "ტავუშმა სამშობლოსთვის“ განაცხადა, რომ კირანცში "პურის და საკვების ნაკლებობა" იყო, რადგან მიმწოდებლებს სოფელში შესვლაზე უარი ეთქვათ.
ტავუშის ადგილობრივმა ხელისუფლებამ უარყო მოძრაობის განცხადებები, ფეისბუქზე მოკლე პოსტში და განაცხადა, რომ ისინი "არ შეესაბამება რეალობას".
ჩაკეტილი სოფელი
გალსტანიანის მოძრაობა "ტავუში სამშობლოსთვის“ კირანცში ერევნიდან დაბრუნდა. დედაქალაქში ისინი დელიმიტაციის გასაპროტესტებლად იმყოფებოდნენ.
ერევანში მათ მოითხოვეს პრემიერ-მინისტრის გადადგომა და პირობა დადეს, რომ ქალაქში "სამოქალაქო დაუმორჩილებლობის“ აქტებს ჩაატარებდნენ.
გალსტანიანმა ორშაბათს სცადა კირანცში შესულიყო, მაგრამ პოლიციამ ამისი ნება არ მისცა. საბოლოოდ, მან მაინც შეძლო სოფელში შესვლა და მოსახლეობას შეხვდა.
მოგვიანებით, არქიეპისკოპოსი პოლიციამ სოფლიდან გაიყვანა.
გალსტანიანის თქმით, სოფლის მცხოვრებლებმა მას მოუწოდეს, გააგრძელოს პროტესტი ხელისუფლებისა და დელიმიტაციის პროცესის წინააღმდეგ.
"ყველას სურვილია, რომ ეს უბედურება შეჩერდეს და უნდა შეჩერდეს“, — თქვა მან სოფლიდან გამოსვლის შემდეგ.
გალსტანიანმა თქვა, რომ კირანცში ჩასვლისას სოფლის მაცხოვრებლები იმალებოდნენ, მაგრამ მაშინვე გავიდნენ გარეთ მასთან შესახვედრად, როგორც კი სტუმრობის შესახებ შეიტყვეს.
"სოფელი აღარ იყო ისეთი, როგორსაც ვიცნობდი. ცხოვრება შეიცვალა. სოფელში რომ შევედით, მოჩვენებასავით იყო, ხალხი საერთოდ არ ჩანდა. ასეთი სოფელი ცხოვრებაში არ მინახავს“, — განუცხადა გალსტანიანმა ჟურნალისტებს.
მოძრაობის სხვა წევრებმაც სცადეს კირანცში შესვლა, რის შედეგადაც პოლიციამ 14 მათგანი იმავე დღეს დააკავა და მოგვიანებით გაათავისუფლა.
მოძრაობამ 26 მაისს აქციის გამართვის შესახებ განაცხადა, თუმცა არ ადგილი არ დაუკონკრეტებია.
"ორად გაყოფილი სოფელი"
აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის შეთანხმებას ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა, რომელიც ხელისუფლებას აზერბაიჯანისთვის ცალმხრივი დათმობების შეთავაზებაში ადანაშაულებს.
ოპოზიციური სომხეთის ალიანსის ფრაქციის წევრმა გარნიკ დანიელიანმა ორშაბათს განაცხადა, რომ მთავრობის ცალმხრივმა დათმობებმა გამოიწვია კირანცის გაყოფა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რის გამოც ის "უსაფრთხოების გარანტიის გარეშე" დარჩა.
"საზღვარი გაივლის სკოლასთან, კირანცის ცენტრში", — თქვა დანიელიანმა.
გასულ კვირას უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა საზოგადოებრივ ტელევიზიას განუცხადა, რომ დელიმიტაციის შეთანხმებების საფუძველზე, ოთხი შენობა აზერბაიჯანს გადაეცემა.
„ამ ოთხი კორპუსიდან ერთი სახლია, ერთი ჯიხური, კიდევ ერთი სატვირთო მანქანებისთვის მაღაზია, რომელიც ახლა არ მუშაობს და ერთიც — ავტოფარეხი",— თქვა მან.
გრიგორიანმა პირობა დადო, რომ მთავრობა გადაწყვეტს კირანცის მაცხოვრებლების მიერ წამოჭრილ საკითხებს და ააშენებს გზას, რომელიც მთლიანად სომხეთის ტერიტორიაზე გაივლის.
მიუხედავად იმისა, რომ გრიგორიანმა არ დააკონკრეტა, რას გულისხმობდა მთავრობის მიერ გზის მშენებლობაში, პრემიერ-მინისტრის ოფისმა კვირას, მოგვიანებით, განაცხადა, რომ ხელისუფლებამ კვირას კირანცზე გამავალი გზის მშენებლობა დაიწყო.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
ქვიზი: რომელი სააღდგომო კვერცხი ხარ? ქვიზი: რომელი სააღდგომო კვერცხი ხარ?
-
ტესტი: რა იცი Artemis 2-ის მისიაზე? ტესტი: რა იცი Artemis 2-ის მისიაზე?
-
ქვიზი: გამოიცანი ქართული სიმღერა პირველი ფრაზით ქვიზი: გამოიცანი ქართული სიმღერა პირველი ფრაზით
-
ანდრია ჯაღმაიძე: არ გამოვრიცხავთ, რომ შემდგომში კიდევ გვქონდეს რაიმე საუბარი ამასთან [სინდისის პატიმრების შეწყალებასთან] დაკავშირებით ანდრია ჯაღმაიძე: არ გამოვრიცხავთ, რომ შემდგომში კიდევ გვქონდეს რაიმე საუბარი ამასთან [სინდისის პატიმრების შეწყალებასთან] დაკავშირებით
გადახედვა
-
ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანმა ჰორმუზის სრუტე ისევ ჩაკეტა ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანმა ჰორმუზის სრუტე ისევ ჩაკეტა
გადახედვა
-
გიგა ავალიანის საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 10,5 წლით, დემეტრე ჩიქოვანს კი 6 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯათ გიგა ავალიანის საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 10,5 წლით, დემეტრე ჩიქოვანს კი 6 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯათ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო — გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო — გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში
-
წალკაში ცოფის შემთხვევა დადასტურდა — ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა წალკაში ცოფის შემთხვევა დადასტურდა — ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა
გადახედვა
-
რა გვასწავლა არტემის 2-ის მისიამ? რა გვასწავლა არტემის 2-ის მისიამ?
გადახედვა
-
შსს: "სტუმრად მისული კაცი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ბრალდებულებმა ცხედარი ავტომობილით ტყეში დატოვეს" შსს: "სტუმრად მისული კაცი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ბრალდებულებმა ცხედარი ავტომობილით ტყეში დატოვეს"
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ უმკლავდები სააღდგომო სამზადისს? ქვიზი: როგორ უმკლავდები სააღდგომო სამზადისს?
-
ვიდეო: რევაზ სოლომონია ილიაუნიში მოლეკულური ბიომეცნიერებების პროგრამის დახურვაზე ვიდეო: რევაზ სოლომონია ილიაუნიში მოლეკულური ბიომეცნიერებების პროგრამის დახურვაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი — Weitai შემოიყვანა საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი — Weitai შემოიყვანა
-
AI-ხილის ვიდეოები იმაზე ბევრად შემაშფოთებელია, ვიდრე გვგონია — აი, რატომ AI-ხილის ვიდეოები იმაზე ბევრად შემაშფოთებელია, ვიდრე გვგონია — აი, რატომ
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი — ჩემი რეგიონი — ჩემი ბანკნოტი დასრულდა ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი — ჩემი რეგიონი — ჩემი ბანკნოტი დასრულდა
-
პროკურატურა ჯუანშერ ბურჭულაძეს, მის მოადგილეს და ცოლის ძმას საპროცესო შეთანხმებაზე უარს ეუბნება პროკურატურა ჯუანშერ ბურჭულაძეს, მის მოადგილეს და ცოლის ძმას საპროცესო შეთანხმებაზე უარს ეუბნება
გადახედვა
-
ზურაბ ადეიშვილი უკრაინის საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა ზურაბ ადეიშვილი უკრაინის საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა
გადახედვა
-
RECSOL-მა Altaris-ის საუკეთესო მწვანე ინიციატივის ჯილდო მიიღო — თეგეტა ჰოლდინგის მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამამუშავებელი საწარმო შენდება RECSOL-მა Altaris-ის საუკეთესო მწვანე ინიციატივის ჯილდო მიიღო — თეგეტა ჰოლდინგის მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამამუშავებელი საწარმო შენდება
-
შემდეგი პოდკასტი: ყველაფერი Artemis 2-ის შესახებ შემდეგი პოდკასტი: ყველაფერი Artemis 2-ის შესახებ
-
ყველაზე მასშტაბური გუნდური ოლიმპიადა საქართველოში — როგორია საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM ოლიმპიადა ყველაზე მასშტაბური გუნდური ოლიმპიადა საქართველოში — როგორია საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM ოლიმპიადა
-
საოფისე სკამებით რბოლა — იაპონიის ქუჩებში სპორტული შეჯიბრება ჩატარდა საოფისე სკამებით რბოლა — იაპონიის ქუჩებში სპორტული შეჯიბრება ჩატარდა
გადახედვა
კომენტარები