რატომ აქცია ზურგი ჰოლივუდმა ორი ოსკარის მფლობელ მსახიობ ჰილარი სვონკს?
ჰილარი სვონკმა საკუთარი ვარსკვლავური დიდება 1999 წელს, ოსკარის მომტანი პერფორმანსის შემდეგ მიიღო, ფილმში Boys Don't Cry შესრულებული როლისთვის. ხუთი წლის შემდეგ კი მეორე ოსკარსაც დაეუფლა, ამჯერად კლინტ ისტვუდის ფილმისთვის Million Dollar Baby. სწორედ ამის შემდეგ შეწყვიტეს ჰოლივუდში მასზე საუბარი.
საინტერესოა, რა გახდა მიზეზი იმისა, რომ ჰოლივუდმა ორი ოსკარის მფლობელ მსახიობ ჰილარი სვონკს ზურგი შეაქცია?
ჰოლივუდური პრესა ამის რამდენიმე მიზეზს ასახელებს.
ძალიან სწრაფად მიიღო ორი ოსკარი
როგორც აღმოჩნდა, თუ მერილ სტრიპი არ ხარ, არ გაქვს უფლება ასე სწრაფად აიღო ორი ოსკარი, მიუხედავად იმისა, რამდენად კარგად ასრულებ როლს. როგორც აღმოჩნდა, ჰოლივუდში ეს არ უყვართ.
წერენ იმასაც, რომ მთავარი გაღიზიანება ჰილარის მეორე ოსკარმა განაპირობა, რადგან 2005 წელს მისი კონკურენტები ანეტ ბენინგი და ქეით უინსლეტი იყვნენ, რომლებსაც იმ პერიოდში ოსკარი არ ჰქონდათ მიღებული. (ბენინგს დღემდე არ აქვს ოსკარი).
ამბობენ, რომ მას უბრალოდ გაუმართლა
ჰოლივუდში ყველაფერი რომ გამართლებაზეა, ეს ახალი ფაქტი ნამდვილად არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ოსკარის მომტან ორივე ფილმში სვონკმა არაჩვეულებრივად ითამაშა, პრესა ხშირად აღნიშნავდა, რომ მას უბრალოდ გაუმართლა და მეტი არაფერი. ხშირად იხსენებენ მის ფილმოგრაფიასაც და წერდნენ, რომ The Next Karate Kid-ის მსახიობი როცა ხარ, ერთადერთი რის გამოც დოლბის (მაშინ კოდაკის) სცენაზე შეიძლება ახვიდე იღბალია.
ოსკარის შემდეგ შესრულებული როლები
სვონკს ძალიან უჭირს სათავისო როლების მოძებნა ჰოლივუდში, განსაკუთრებით ისეთების, რომლებიც მის პრესტიჟზე კარგად იმოქმედებს. მაგალითისთვის შეგვიძლია ავიღოთ ამელია ერჰარტზე გადაღებული ბიოგრაფიული ფილმი, Amelia, რომელიც გაქირავებაშიც ჩავარდა და სვონკმაც კრიტიკოსებისგან უარყოფითი გამოხმაურება მიიღო. მაშინ პრესა წერდა, რომ სვონკმა ოსკარის შემდეგ მოხვეჭილი დიდება ერთი როლით გაანადგურა. მაშინ კრიტიკას სვონკიც გამოეხმაურა:
"როცა მსახიობი ხარ, უნდა შეეგუო, რომ სულ ცაში ვერ იფრენ. ხანდახან დაეცემი კიდეც".
თვითონ შეაქცია ზურგი ჰოლივუდს
სხვა მსახიობების მსგავსად, ჰილარი სვონკს ბევრი განსხვავებული ინტერესი აქვს. ერთადერთი პრობლემა კი მის შემთხვევაში ის არის, რომ ყურადღების ცენტრში მხოლოდ ამ ინტერესების გამო ექცევა და არა მისი ახალი პროექტების გამო. პრესაში ხშირად წერენ მის ახალ-ახალ საქველმოქმედო საღამოებზე, იმაზე თუ როგორ ზრუნავს ბავშვებზე და ცხოველებზე, თუმცა მისი ახალი როლები თითქმის ყოველთვის ყურადღების მიღმა რჩება. მის გატაცებებს და ახალი კომპანიების სახედ ყოფნას კი იმას მიაწერენ, რომ მან თავად აქცია ზურგი ჰოლივუდს.
ნაკლები დრო ფილმებს, მეტი დრო ოჯახს
2015 წელს Huffington Post-თან ინტერვიუში მსახიობმა თქვა, რომ მას დრო კარიერაზე ზრუნვისთვის არ რჩება, რადგან ავადმყოფ მამას უვლის.
"რა ძალიანაც არ უნდა გინდოდეს კარიერაზე ზრუნვა და ფიქრი, ეს უკვე მეორეხარისხოვანი ხდება როცა სხვა ადამიანს სჭირდები, მით უმეტეს თუ ის შენი მამაა. ახლა ის ჩემთან ცხოვრობს და ვჭირდები ისე, როგორც არასდროს", თქვა მსახიობმა.
აქვს თუ არა მომავალი ტელევიზიაში?
ბევრი ვარსკვლავი, რომელიც ჰოლივუდმა მიივიწყა ტელევიზიაში გადაბარგდა. არიან ისეთები, რომლებიც ჰოლივუდის A კლასის ვარსკვლავები არიან, თუმცა ლტოლვა ტელევიზიის მიმართ უფრო და უფრო უმძაფრდებათ. ეს მოულოდნელი ნამდვილად არ არის, ახლა ხომ სერიალებს ოქრო ხანა აქვთ. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ სვონკს სამომავლო გეგმებში რამდენიმე ფილმი უწერია, პრესა ყველაზე დიდ ინტერესს მაინც იმ სერიალის მისამართით იჩენს, რომელშიც ის მთავარ როლს შეასრულებს.
-
იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა იაპონიაში მიწისძვრისას დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
გადახედვა
-
Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს Apple მომხმარებელს ყიდვის ნაცვლად ახალი iPhone-ის ან Mac-ის იჯარას სთავაზობს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა — მინისტრის მოვალეობას ის შეასრულებს
გადახედვა
-
ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს ჯარედ ლეტოს სექსუალურ ძალადობაში ოთხი ქალი ადანაშაულებს
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია? ქვიზი: რომელი უფრო სწრაფია?
-
Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს Bm.ge-ის ცნობით, კულტურის მინისტრის მოვალეობას მიხეილ კიკნაძე შეასრულებს
გადახედვა
-
სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს სუს: ცეცხლსასროლი იარაღების უკანონო გასაღების ფაქტზე მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს
გადახედვა
-
საგარეო უწყება: ნაურუმ ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა საგარეო უწყება: ნაურუმ ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის დაკავებულ ყოფილ პოლიციელს 60 000-ლარიანი გირაო შეეფარდა "ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის დაკავებულ ყოფილ პოლიციელს 60 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
გადახედვა
-
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დაიწყო
გადახედვა
-
მოსამართლე ზვიად ცეკვავამ და თორნიკე კაპანაძემ საკრებულოსთან ბანერის ჭერის საქმეზე აქტივისტების განაჩენი გამოაცხადეს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ და თორნიკე კაპანაძემ საკრებულოსთან ბანერის ჭერის საქმეზე აქტივისტების განაჩენი გამოაცხადეს
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირის გადაკეტვით შექმნილი დისკომფორტისთვის კალაძე საზოგადოებას ბოდიშს უხდის რუსთაველის გამზირის გადაკეტვით შექმნილი დისკომფორტისთვის კალაძე საზოგადოებას ბოდიშს უხდის
გადახედვა
-
ზელენსკი თეთრს სახლში დონალდ ტრამპს შეხვდა — დეტალები ზელენსკი თეთრს სახლში დონალდ ტრამპს შეხვდა — დეტალები
გადახედვა
-
რუსეთმა Telegram-ის დამფუძნებელ პაველ დუროვზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა რუსეთმა Telegram-ის დამფუძნებელ პაველ დუროვზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა
გადახედვა
-
აშშ-ის სენატმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტს პროცედურულ კენჭისყრაზე მხარი დაუჭირა აშშ-ის სენატმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტს პროცედურულ კენჭისყრაზე მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
"მედიის ადვოკატირების კოალიცია" თინათინ ბერძენიშვილის მემკვიდრეობას "მძიმედ" აფასებს "მედიის ადვოკატირების კოალიცია" თინათინ ბერძენიშვილის მემკვიდრეობას "მძიმედ" აფასებს
გადახედვა
-
თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა კვლევა ხსნის, რატომ იწვევს მოწევა და UV სხივები კიბოს ზოგ ადამიანში, ზოგში კი არა
გადახედვა
-
ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა
გადახედვა
-
უნგრეთში სააგენტო შეიქმნა, რომელიც ორბანის მმართველობის დროს მითვისებულ ქონებას სახელმწიფოს დაუბრუნებს უნგრეთში სააგენტო შეიქმნა, რომელიც ორბანის მმართველობის დროს მითვისებულ ქონებას სახელმწიფოს დაუბრუნებს
გადახედვა
-
რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება






კომენტარები