თეგეტა აკადემია კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს Electude-ის პროდუქტებით მოამარაგებს
ფოტო: თეგეტა
თეგეტა აკადემიის დელეგაცია ჰოლანდიაში იმყოფებოდა
სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი — ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, სადაც თეგეტა აკადემია ონლაინ სასწავლო პლატფორმის Electude-ის წარმომადგენლობას შეითავსებს. ინიციატივა ჰოლანდიაში სასწავლო ვიზიტისას გაჩნდა, სადაც თეგეტა აკადემიის
დელეგაცია USAID-ის მხარდაჭერით იმყოფებოდა. შეთანხმების შედეგად, თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია Electude-ის პროდუქტებით მოამარაგებს ქვეყნებს, სადაც ონლაინ სასწავლო პლატფორმა ხელმისაწვდომი ჯერ არ არის.
თეგეტა აკადემია საქართველოში პროგრამის ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელია. Electude-ს კომპანია USAID-ის პროგრამის დამსაქმებლები პროფესიული განათლების მხარდაჭერით ახორციელებს. საქართველოს შემდეგ ცოდნის გავრცელებას თეგეტა აკადემია რეგიონშიც უზრუნველყოფს.
ჰოლანდიაში ვიზიტისას, თეგეტა აკადემიის წარმომადგენლები Koning Willem I College-ში იმყოფებოდნენ, სადაც კოლეჯის საავტომობილო პროგრამების უკლებლივ ყველა სტუდენტი სწორედ ელექტუდის პლატფორმას იყენებს. თეგეტა აკადემია პლატფორმის განვითარებისა და დანერგვის პროცესში მიღებულ გამოცდილებას გაიზიარებს. მათ შორის იქნება Electude Classroom-ის დანერგვა. Electude-ის განახლებული ვერსია თეგეტა აკადემიაში ხელმისაწვდომი სექტემბრიდან გახდება. სიახლე ელექტრონული წიგნების, ასევე HOW TO მოდულების დამატებას გულისხმობს, სადაც ინტეგრირებული იქნება რეალური ვიდეოები. ონლაინ სასწავლო პლატფორმის განახლებული ვერსიის დანერგვით თეგეტა აკადემია საავტომობილო განათლების სფეროში მორიგ პრეცედენტს შექმნის.
გიორგი ცინარიძე, თეგეტა აკადემიი“ კომერციული პროექტების სამსახურის უფროსი: "ჰოლანდიაში ვიზიტისას გავეცანით პროფესიული განათლების სისტემას, შევისწავლეთ მათი საქმიანობა საავტომობილო პროგრამების მიმართულებით, გავიგეთ, რა მიდგომებს, მეთოდებს იყენებენ. ვიზიტის მეორე ნაწილი მოიცავდა ელექტუდის წარმომადგენლებთან შეხვედრას, მათი საქმიანობის უფრო ახლოს გაცნობას. მოლაპარაკების პროცესში ვისაუბრეთ რეგიონში წარმომადგენლობის გაფართოების საკითხებთან დაკავშირებითაც. თეგეტა აკადემია იღებს პასუხისმგებლობას, მოამარაგოს ელექტუდის პროდუქტებით რეგიონის ის ქვეყნები, სადაც სასწავლო პლატფორმის წარმომადგენლობა ჯერ ისევ არ არის."
ELECTUDE სიმულაციური ონლაინ სასწავლო პლატფორმაა, რომელიც USAID-თან თანამშრომლობით გასულ წელს დაინერგა. თეგეტა აკადემიას პროგრამის დამსაქმებლები პროფესიული განათლების ფარგლებში, 30 000 დოლარი გადაეცა. გადამზადდა 1000-მდე პირი, შემუშავდა 10-მდე სასწავლო პროგრამა და ითარგმნა Electude-ის სასწავლო მოდულები ქართულ ენაზე.
თეგეტა აკადემიასა და USAID-ს შორის პარტნიორობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი კი ოქტომბერში დაიწყო. პროექტის ფარგლებში შპს ტრანსფორდთან და USAID-ის პროგრამასთან დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის პარტნიორობით, თეგეტა აკადემია ფოთში ახალ ფილიალს გახსნის, ხოლო ბათუმში უკვე არსებულს გააფართოებს.
ოთარ სიხარულიძე, თეგეტა აკადემიის დირექტორი: "თეგეტა აკადემიას უკვე აქვს USAID-თან თანამშრომლობის გამოცდილება. პირველი პროექტი, რომელიც მათი საშუალებით განვახორციელეთ, სასწავლო პლატფორმა ელექტუდის წარმატებით დანერგვა იყო. ამის შემდეგ ჩვენ გავაგრძელეთ ელექტუდის როგორც სასწავლო რესურსის, გამოყენება სხვა პროგრამებთან მიმართებით. მიმდინარე წელს აკადემიას დაემატება 19 ახალი სასწავლო პროგრამა მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების მიმართულებით.
ამასთანავე, USAID-ის პროექტის ფარგლებში თეგეტა აკადემია გეგმავს ბათუმისა და ფოთის ფილიალებისთვის ელექტუდის სტენდებისა და სიმულატორების შეძენას. ჰოლანდიაში ჩვენი ვიზიტის ერთ-ერთი ამოცანა იყო, ადგილზე გვენახა და გამოგვეცადა ყველა სტენდი და სიმულატორი, რომელთა შეძენასაც ვაპირებთ. ელექტუდის ტექნიკურმა სპეციალისტებმა დეტალურად აგვიხსნეს სიმულატორების მუშაობის პრინციპები და შესაძლებლობები. ჰოლანდიის ერთ-ერთი წამყვანი პროფესიული კოლეჯის მიერ გაზიარებული გამოცდილება თეგეტა აკადემიას დაეხმარება როგორც ახალი სასწავლო პროგრამების შემუშავების პროცესში, ისე განახლებული სივრცეების მოწყობაშიც."
პროექტის, რომელიც აკადემიამ დასავლეთ საქართველოში დაიწყო, ჯამური ღირებულება 1,5 მილიონი დოლარია, სადაც 750 000 აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ინვესტიციაა.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია, ჯამში, 19 ახალი სასწავლო პროგრამის შექმნა. სპეცტექნიკის მიმართულებით აღსანიშნავია, რომ პროგრამა შემუშავდება JCB-სთან ერთად და წარმატებულ კურსდამთავრებულებს თეგეტა აკადემიაში JCB-ს მიერ აკრედიტებული მექანიკოსის სტატუსი მიენიჭებათ.
თეგეტა აკადემიის ახალ ფილიალში კი, რომელიც ფოთში გაიხსნება, ფოკუსირებული ვიქნებით საპორტო და სამშენებლო ტექნიკის ოპერატორების მომზადების პროგრამებზე, რომლებიც შპს ტრანსფორდთან (პეის ჯგუფი) პარტნიორობით შეიქმნება. ასევე, შევიძენთ საპორტო ტექნიკის სიმულატორს. კურსდამთავრებულები სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს მიიღებენ.
თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანია თეგეტა აკადემია არის ავტორიზებული კოლეჯი და მულტიფუნქციური ტრენინგცენტრი, რომელიც 2013 წლიდან ახორციელებს საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნესის მიმართულებებით.
თეგეტა აკადემია კომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს


კომენტარები