პაატა მანჯგალაძე

15 Apr. 2024, 12:36

მე მამუკასთან [მამუკა მდინარაძე, იურიდიულ კომიტეტზე რუსული კანონპროექტის წარმდგენი] მაქვს კითხვა, პრობლემა რაში მდგომარეობს, ერთ მხარეს დგას საქართველოს ევროკავშირის წევრობა, მეორე მხარეს კი ვითომ გამჭვირვალობის პრობლემა. ამაზე საუბრობს ქართული ოცნება, რომლის საპატიო თავმჯდომარის და თავმჯდომარის ფინანსების გამჭვირვალობაზე არავინ არაფერი იცის.

თუ ვინმე საუბრობს რომ, საქართველოში უცხოური ფული არის უცხოური გავლენა, ბიძინა ივანიშვილზე დიდი უცხოური ფული, რუსული, არავის აქვს ქვეყანაში და მაშინ ბიძინა ივანიშვილით უნდა დაიწყოთ.

მთავარი საკითხი — როცა პრემიერ-მინისტრს ვამტკიცებდით, იქ დაისვა კითხვა, ხომ არ აპირებდა ხელახლა ქართული ოცნება ამ კანონის მიღებას, ეს გამოირიცხა. რა მოხდა 2 თვეში ისეთი, რომ ამ კანონს ხელახლა დაუბრუნდით. მითუმეტეს, ვიცით რეაქცია საქართველოს მოქალაქეების. რა გაძლევთ გარანტიას, კიდევ რომ გამოვლენ მოქალაქეები და ვიცით, რა პირობებში მოგიწიათ ამ კანონზე უარის თქმა. უფრო მეტად რადიკალურები იქნებით? უფრო მეტად დაარბევთ ახალგაზრდებს? რა გაძლევთ გარანტიას, რომ ეს კანონი, სიკვდილ-სიცოცხლის ფასად უნდა მიიღოთ და გიღირთ იმის ფასად, რომ დაშავდნენ და დაზიანდნენ ადამიანები.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბსუ-ის პროფესორის საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
  2. რის სანაცვლოდ შეაფერხა სენატორმა სტივ ნიკანდროსმა "მეგობარი აქტი?"
  3. 15 წლის ბიჭი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
  4. თეა წულუკიანი: იმ ექვს პოლიციელს, სადაც ბრძანდებიან, მინდა ვუსაყვედურო, თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო
  5. ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რატომ შემცირდა 2026 წელს დასაქმებულთა და უმუშევართა რაოდენობა ერთდროულად?

უმუშევრობა და მისი გამოთვლის მეთოდოლოგია უმუშევრობა საქართველოსთვის ერთ-ერთი სერიოზული სოციალური და ეკონომიკური…