მოვუწოდებთ პარლამენტს, მოახდინოს რეაგირება ქალთა მიმართ ძალადობასა და ღია სიძულვილზე — ქალთა ორგანიზაციების განცხადება
მოკლედ: ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები გმობენ ქალთა მიმართ დისკრიმინაციული და პარლამენტარის ეთიკასთან შეუთავსებელი ენის გამოყენებას.
- ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ მოახდინოს რეაგირება ქალთა მიმართ ძალადობასა და ღია სიძულვილზე.
დეტალები: ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ორი დეპუტატის — ვახტანგ მეგრელიშვილისა და ბექა ოდიშარიას სექსისტური და შეურაცხმყოფელი მიმართვები, ქალთა მიმართ ძალადობასა და სიძულვილს ახალისებს:
- "ეს შეურაცხყოფს ყველა მოქალაქეს, კაცებსა და ქალებს და უარყოფით ზეგავლენას ახდენს ყველა თაობაზე. ამასთან, დიდ ზიანს აყენებს თავად პარლამენტის რეპუტაციას".
ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ დეპუტატების მიერ ეთიკის კოდექსის დარღვევის მიუხედავად, პარლამენტის დღის წესრიგში არ დგას კოდექსის დამრღვევ პარლამენტართა მიმართ შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი.
- "ეს არ არის პარლამენტში ქალთა დისკრიმინაციის თუ შეურაცხყოფის პირველი შემთხვევა. თითოეულ ფაქტზე შესაბამისი ზომების მიუღებლობა იწვევს დაუსჯელობის სინდრომს, რაც, პრაქტიკიდან გამომდინარე, მსგავსი შემთხვევების განმეორების საფუძველია", — ნათქვამია განცხადებაში.
კონტექსტი: გუშინ, 3 აპრილს, ოცნების დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ, პარლამენტის სხდომაზე, სადაც დაჩქარებული წესით გენდერული კვოტირების გაუქმებას განიხილავდნენ, ქალ დეპუტატებს შეურაცხყოფა მიაყენა და შეაგინა: "ეს არის მოუტ***ლი ქალების სინდრომი. კაცი მაინც იყო, რომ გითხრა, მტყუანის დედა ვატირე", — თქვა მან.
- ოდიშარიას ბოდიშის მოხდას სთხოვდნენ, მან კი თქვა, რომ მისი "აღშფოთება არ იყო დამისამართებული არც ერთი კონკრეტული ფიზიკური პირის მიმართ, არც ქალის და არც კაცის მიმართ".
გუშინვე, სხდომაზე, სექსისტური განცხადება გააკეთა ვახტანგ მეგრელიშვილმა:
- "მე ახლა მაგრად გამისწორდებოდა, რომ უმრავლესობა ქალები იყოთ [პარლამენტში], ბევრად უფრო სასიამოვნოდ გავატარებდი დროს საპირისპირო სქესის ადამიანებთან, რა ვქნა?! ძალით ხომ ვერ მოვიყვან? ჩემი სიამოვნებისთვის ძალით რომ შემეძლოს ქალების მოყვანა, ხომ სხვა სახელს დამარქმევდით, არა? ჩემი სიამოვნებისთვის ჰარემს ხომ არ გავაკეთებ?"
გაიგე მეტი: სამადაშვილი მოითხოვს, ოდიშარიამ და მეგრელიშვილმა ნარკოლოგიური შემოწმება გაიარონ
რას ამბობს კანონი: საქართველოს პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის თანახმად, პარლამენტის წევრმა პატივი უნდა სცეს და აღიაროს კაცებისა და ქალების თანაბარი უფლებები, პატივისცემით უნდა მოექცეს სხვა პარლამენტის წევრებს სქესის მიუხედავად.
- დაუშვებელია ღირსების შემლახველი, უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული გამოსვლა, მიმართვა, მოქმედება და სიძულვილის ენის სხვაგვარი გამოყენება.
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
კომენტარები