ადიგენში მომხდარი დაპირისპირების გამო, სახელმწიფოს მოუწოდებენ, დაიცვას რელიგიის თავისუფლება, თანასწორობა და სოციალური მშვიდობა
მოკლედ: სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC), 2024 წლის 8 მარტს ადიგენში, მართლმადიდებლებსა და მუსლიმებს შორის მომხდარი დაპირისპირების გამო, სახელმწიფოს რელიგიის თავისუფლების, რელიგიური თანასწორობის და სოციალური მშვიდობის დასაცავად, ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ იმამ მერაბ (იუსუფ) მიქელაძის კერძო საკუთრებაში შეჭრას და მუქარის ფაქტებს "განგრძობადი ბუნება აქვს", რადგან ამგვარი შემთხვევები დაფიქსირდა 2023 წლის ზაფხულში და 2024 წლის 1-ელ მარტს. ასევე, შეჭრის და მუქარის ფაქტები ერთი და იმავე პირებისგან მომდინარეობს, მისი ორგანიზატორია მღვდელი ნიკოლოზ გეწაძე.
SJC-ის მიხედვით:
- ფაქტი, ერთდროულად რამდენიმე დანაშაულის ნიშნებს ატარებს, მათ შორის, დევნის (სსსკ 156-ე მუხლი), რელიგიური წესის აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლის (სსსკ 155-ე მუხლი).
- მომხდარი ინციდენტები დროულ გამოძიებას და კონკრეტული პირების დასჯას ითხოვს.
- "სწორედ დაუსჯელობის კლიმატი წარმოშობს განგრძობადი ძალადობის ახალ ინციდენტებს, რომელიც არღვევს სოციალურ მშვიდობას და შეჭიდულობას ჩვენს საზოგადოებაში", — წერს SJC.
SJC-ის მიხედვით, დაბა ადიგენში კერძო შენობის რელიგიური სწავლებისა და შეკრების მიზნით გამოყენება არცერთ შემთხვევაში არ არის უკანონო და ამ კუთხით ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადება დაუსაბუთებელია.
- კერძო პირების საკუთრებაში რელიგიური მიზნით ადამიანების შეკრება დაცულია კანონმდებლობითა და კონსტიტუციური უფლებებით. შესაბამისად, "ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან აპელირება, რომ შენობაში ადამიანების შეკრება რელიგიური მიზნით უკანონოა, დაუსაბუთებელი და თვითნებურია".
- SJC წერს, რომ რელიგიური მიზნებისთვის კერძო საკუთრებაში ადამიანების შეკრება ამ ადგილს არ აქცევს მეჩეთად და "საკითხის ასე დაყენება ასევე არასწორია".
- კანონით დაცულია არაკომერციული ორგანიზაციების მიერ არაფორმალური განათლების პროგრამების გატარების შესაძლებლობაც. მოქმედი კანონმდებლობით რეგულირებულია მხოლოდ 24-საათიანი ზრუნვის მქონე დაწესებულებების ლიცენზირების საკითხი.
- "მოცემულ შენობაში კი მოსწავლეები მხოლოდ რამდენიმე დღეში ერთხელ, სკოლის შემდეგ, ცოტა ხნით იკრიბებიან ხოლმე ყურანის გაკვეთილებისთვის", — წერს SJC.
რა მოხდა: SJC-ის ინფორმაციით,
- 2024 წლის 8 მარტს ადგილობრივი მართლმადიდებელი სასულიერო პირების ნაწილი და მრევლი (200-მდე ადამიანი) მივიდა დაბა ადიგენში მდებარე იმამ მერაბ (იუსუფ) მიქელაძის კუთვნილ შენობასთან და შენობის დატოვება მოითხოვა.
- იუსუფ მიქელაძის კუთვნილ შენობაში მხოლოდ 4 ადამიანი იმყოფებოდა, რომელიც პარასკევის ლოცვას აღავლენდა.
- ზარზმის ეკლესიის მღვდელი ნიკოლოზ გეწაძე მიუახლოვდა იუსუფ მიქელაძის სახლს და პოლიციის კორდონის მიუხედავად შიგნით შეჭრას ცდილობდა. ის ძალადობრივი მუქარით და შეურაცხმყოფელი ენით მიმართავდა მიქელაძეს.
- "გამოეთრიე გარეთ შე [გინება]", "გაგიხევ სახეს შე [გინება]", "დედას ვფიცავარ თუ არ დაგტოვო კოჭლი სამუდამოდ".
- ასევე, მღვდელი იძახდა "ეს სახლი შენი ვერასდროს ვერ იქნება", რასაც შემდეგ მისი თანმხლებლები პირები იმეორებდნენ: "ჩვენი იქნება, ქართველი ხალხის".
- აღსანიშნავია, რომ პოლიციამ ადგილობრივ მედიას შენობასთან მიახლოების და მომხდარის ახლოდან გადაღების შესაძლებლობა არ მისცა.
SJC წერს, რომ მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა მუსლიმებს ამ შენობის დატოვება წინა პარასკევსაც მოსთხოვეს, მათი ცნობით:
- ადიგენის მერმა გოჩა ქიმაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული შენობა არ არის მეჩეთი, ის კანონის დარღვევით ფუნქციონირებს და ორშაბათიდან დაიკეტება.
- სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ადგილობრივი წარმომადგენლის განცხადებით კი, ეს შენობა არ ეკუთვნის სამმართველოს და ამ ადგილას არც მეჩეთის გახსნაა დაგეგმილი.
- მოგვიანებით მომხდარს კრიტიკული განცხადებით გამოეხმაურა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ადმინისტრაცია.
- "ვგმობთ და კატეგორიულად მიუღებელია ადამიანთა ეთნიკური და რელიგიური ნიშნით დევნა. აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება დაცულია ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით. შესაბამისად თითოეულმა მოქალაქემ პატივი უნდა ვცეთ როგორც კონსტიტუციას ასევე ერთმანეთის ღირებულებებს, განსხვავებული ეთნოსისა და აღმსარებლობის ადამიანებს", — წერს მუსლიმთა სამმართველოს ადმინისტრაცია
- საქართველოს საპატრიარქოს მომხდარზე განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი აღნიშნავს, რომ 8 მარტს მომხდარი არ არის ადიგენის მუნიციპალიტეტში ქართველი მუსლიმი თემის უფლებების შეზღუდვის პირველი შემთხვევა და ქართველი მუსლიმი თემი უკვე 10 წელზე მეტია ფიზიკური, სოციალური და სიმბოლური ძალადობის, დისკრიმინაციისა და შევიწროების გამოცდილებებს აწყდება.
- 2018 წელი: სოფელ ქვაბიჯვარში სახელმწიფომ საპატრიარქოს თვითნებურად გადასცა სოფელში მდებარე 8 ჰა მიწა და ადგილობრივი მუსლიმი გლეხები, ვინც წლები სარგებლობდნენ აღნიშნული მიწებით, სასიცოცხლო რესურსის გარეშე დატოვა.
- 2017 წელი: სოფელ მოხეში ისლამოფობიურ კამპანიებში ჩართული ადგილობრივი აქტივისტი ქალი ადგილობრივი საჯარო სკოლის დირექტორად დაინიშნა. მან მუსლიმ მოსწავლეს ჰიჯაბის მოხსნა უკანონოდ მოსთხოვა, რასაც ასევე მოჰყვა მუსლიმი თემის პროტესტი.
- 2016 წელი: სოფელ ადიგენში ადგილობრივმა თვითმმართველობამ მუსლიმებს საფლავის ორგანიზების უფლება არ მისცა და მუსლიმი თემის მხრიდან ამ საკითხის დაყენებას, ადგილობრივი მართლმადიდებლების მხრიდან ფიზიკური ძალადობა მოჰყვა.
- 2014 წელი: სოფელ მოხეში ადგილობრივმა თვითმმართველობამ დაიწყო ისტორიული მეჩეთის დემონტაჟი და მაშინაც ადგილობრივი მუსლიმების სპონტანური პროტესტი პოლიციამ მასობრივი დაკავებებით და ძალადობის უკანონო გამოყენებით ჩაახშო.
- 2013 წელი: სოფელ ჭელაში სახელმწიფომ ადგილობრივი მეჩეთის მინარეთის უკანონო დემონტაჟი მოახდინა და ამ პროცესში ადგილობრივი მუსლიმი თემის უკმაყოფილება პოლიციამ მასობრივი ძალადობით და დაკავებებით უკანონოდ ჩაახშო.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს
- შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას: დაიწყოს გამოძიება ადიგენში ქართველი მუსლიმი თემის დევნისა და რელიგიური წესის აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე და დასაჯოს პასუხისმგებელი პირები, მიიღოს ზომები ძალადობრივი ინციდენტების ეფექტიანი და გრძელვადიანი პრევენციისთვის და გაზარდოს ადგილობრივი პოლიციის ცოდნა და მგრძნობელობა თანასწორობის და რელიგიური ნეიტრალიტეტის საკითხებში.
- ადიგენის მერსა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს: განუხრელად დაიცვან რელიგიური ნეიტრალიტეტის და თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპები და საკუთარი განცხადებები და გადაწყვეტილებები შესაბამისობაში მოიყვანოს კანონის მოთხოვნებთან.
- საქართველოს მთავრობას: დაგმოს რელიგიური შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის ყველა გამოვლინება და საკუთარ რიტორიკაში გააძლიეროს მრავალფეროვნების პატივისცემაზე დაფუძნებული პოლიტიკური შინაარსი და გაატაროს ინკლუზიური პოლიტიკა რელიგიურად მრავალფეროვან მუნიციპალიტეტებში
- საქართველოს საპატრიარქოს: შეისწავლოს ახალციხის ეპარქიაში წლების განმავლობაში მიმდინარე პროცესები და მიიღოს ზომები, რომ მისმა სასულიერო პირებმა შეწყვიტონ ქართველი მუსლიმი თემის რელიგიური შევიწროება და თანასწორი და მშვიდობიანი თანაცხოვრების კონსტიტუციური და ასევე, ქრისტიანულ იდეის უგულებელყოფა.
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
კომენტარები