გიორგი ვაშაძე

6 Mar. 2024, 12:53

მამუკა მდინარაძეს და მთლიანად, ივანიშვილის პარტიას მივმართავ, რატომ გაურბიხართ მთავარ კითხვას, რომელიც საზოგადოებას აქვს თქვენთან — რატომ არის რეგიონში ყველაზე ძვირი ფასები საქართველოში?

რატომ არის საქართველოში ყველაფერი ძვირი, ვიდრე აზერბაიჯანში, სომხეთში, თურქეთში, უკრაინაში, ყირგიზეთში, რუსეთშიც კი? რა გააკეთეთ ისეთი, რომ ასე გააძვირეთ ცხოვრება საქართველოში?

დღეს საზოგადოებას სწორედ ეს საკითხი აღელვებს, როგორ გადაიხადოს, როგორ შეიძინოს პროდუქტი, პენსიონერი ფიქრობს წამალი იყიდოს თუ პური, ახალგაზრდა ფიქრობს, როგორ დასაქმდეს, რომ ელემენტარული საკვების საშუალება ჰქონდეს. საქართველოში თქვენი თაოსნობით მაფიოზური კორუფციული კლანი მოქმედებს, რომელიც აბსოლუტურად ყველა პროდუქციის წილში ზის, რომელიც წილში ზის აბსოლუტურად ყველა პროდუქციის, რაც ქვეყანაში იყიდება, შექმენით მონოპოლიები, რომელმაც გააძვირა ეს ყველაფერი, ამიტომ არ გინდათ თქვენ ალბათ, პასუხის გაცემა, მაგრამ ველოდები მდინარაძისგანაც, კობახიძისგანაც, ღარიბაშვილისგანაც პასუხს.

ეს ჩემი კითხვა არ არის, მთლიანად საქართველო გისვამთ კითხვას საქართველოს მთავრობაში მყოფ ადამიანებს, რატომ არის ყველაფერი ასე ძვირი საქართველოში, რატომ გაუსწრო თბილისმა ფასებით მსოფლიოს წამყვან ქალაქებს, რა გააკეთეთ ამისთანა, რა ჩაატარეთ ასეთი, რატომ გაგვიძვირდა ყველაფერი ამ ქვეყანაში? თქვენ ხომ არ ხართ ყველაფრის წილში, ამიტომ ხომ არ ხდება ეს ყველაფერი? შავი სქემები ხომ არ გაქვთ აგებული, რომლითაც ხალხს ჯიბიდან ფულს უღებთ და თქვენ მდიდრდებით? ეს ცინიზმი კი, პირდაპირ მიუთითებს, რომ საერთოდ სხვა სამყაროში ცხოვრობთ, რეალობას მოწყვეტილი ხართ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი
  2. რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
  3. "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
  4. "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
  5. ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

მაყურებელი, რომელმაც სპაიდერმენის პრემიერისას მთელი დარბაზი დაასპოილერა, გალახეს

კინოთეატრში ფილმის პრემიერისას მისული მაყურებლები რომ არ უნდა დაასპოილერო, ეს ბევრი ჩვენგანისთვის დაუწერელი წესია. ამ…