აშშ-მა სანქციები დაუწესა რუსულ კომპანიას, რომელიც სომხეთის უმსხვილეს მაღაროებს მართავს
ფოტო: ფეისბუქი
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა სომხეთში მაღაროს ერთ-ერთ უმსხვილეს ოპერატორს, GeoProMining-ს —კომპანიას, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ეკუთვნის რუსულ ოჯახს, რომელსაც მჭიდრო კავშირი აქვს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.
შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა GeoProMining-ი სიაში 23 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მეორე წლისთავზე შეიყვანა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ მათი სამიზნე იყო რუსული სამთო კომპანიების ქსელი, რომლებიც დაკავშირებულია მდიდარ რუს ოჯახთან — ტროცენკოებთან. ეს ოჯახი, სავარაუდოდ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან არის დაახლოებული.
GeoProMining Armenia-ს შვილობილი კომპანია, "ინდუსტრიული კომპანია", ფლობს ზანგეზურის კომბინატის 60%-იან წილებს. კომპანია, ასევე, ფლობს GeoProMining Gold-ს, რომელიც მართავს სოტკის ოქროს მაღაროს, არარატის ოქროს მოპოვების ქარხანას და აგარაკის კომბინატს.
სომხური საგამოძიებო გამოცემა Hetq იტყობინება, რომ გლებ ტროცენკო, რომან ტროცენკოს 23 წლის შვილი GeoProMining Gold-ის და ზანგეზურ-სპილენძ-მოლიბდენის კომბინატის აქციონერი იყო 2023 წლის ოქტომბრამდე.
Hetq-ის გამოძიებამ დაადგინა, რომ გლებ ტროცენკოს წილები გადაეცა სვეტლანა იერშოვას, რუსეთის მოქალაქეს, რომელიც, სავარაუდოდ, კავშირშია ტროცენკოს ოჯახთან. გავრცელებული ინფორმაციით, იერშოვას აქვს კავშირები AEON Mining-თან, ჰოლდინგ კომპანიასთან, რომელიც ეკუთვნის რომან ტროცენკოს.
AEON Mining-ს, GeoProMining-ის მსგავსად, სანქციები დაუწესდა, გლებ ტროცენკო კი სანქცირებულთა სიაში 2023 წლის ნოემბერში მოხვდა.
GeoProMining-ის ვებსაიტის დაარქივებულ გვერდზე, რომელიც თარიღდება 2023 წლის აგვისტოთი, რომან ტროცენკო არის კომპანიის გამგეობის წევრი.
ოთხშაბათს, 28 თებერვალს, ეკონომისტმა სურენ სპარსიანმა განუცხადა OC Media-ს, რომ აშშ-ის სანქციებს, შესაძლოა, არ ჰქონდეს პირდაპირი გავლენა სომხეთში GeoProMining-ის მაღაროების მუშაობაზე.
"რუსალი, ჩვენი ალუმინის ქარხანა, აგრძელებს მუშაობას სანქციების გარეშე. მისი რუსული მშობელი კომპანია სანქციებს ექვემდებარება, სომხური კომპანია კი არა”, — განმარტა მან.
თუმცა, მან თქვა, რომ თუ სანქციები გამოყენებული იქნება GeoProMining-ის შვილობილი კომპანიებისა და მაღაროების მიმართ, მას შეიძლება ჰქონდეს "სერიოზული შედეგები“ სომხეთისთვის.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
ირაკლი კობახიძე: ვულოცავ პეტერ მადიარს და მის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ირაკლი კობახიძე: ვულოცავ პეტერ მადიარს და მის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას
გადახედვა
-
ურსულა ფონ დერ ლაიენი: უნგრეთმა ევროპა აირჩია. ქვეყანა ევროპულ გზას უბრუნდება. კავშირი ძლიერდება ურსულა ფონ დერ ლაიენი: უნგრეთმა ევროპა აირჩია. ქვეყანა ევროპულ გზას უბრუნდება. კავშირი ძლიერდება
გადახედვა
-
პეტერ მადიარი: ბუდაპეშტი EU-სა და NATO-ს ძლიერი მოკავშირე იქნება პეტერ მადიარი: ბუდაპეშტი EU-სა და NATO-ს ძლიერი მოკავშირე იქნება
გადახედვა
-
ისტორიული მისია შესრულებულია! — Artemis 2-ის ეკიპაჟი დედამიწაზე მშვიდობით დაბრუნდა ისტორიული მისია შესრულებულია! — Artemis 2-ის ეკიპაჟი დედამიწაზე მშვიდობით დაბრუნდა
გადახედვა
-
მარიკა არევაძის ინფორმაციით, 9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ კაცს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა მარიკა არევაძის ინფორმაციით, 9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ კაცს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
BMG: ზაზა ფაჩულია რაჭაში ჰესს ააშენებს BMG: ზაზა ფაჩულია რაჭაში ჰესს ააშენებს
გადახედვა
-
ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან "სააღდგომო ზავი" გამოაცხადა ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან "სააღდგომო ზავი" გამოაცხადა
გადახედვა
-
CNN-მა შეცდომით გამოაქვეყნა ნეკროლოგი მსახიობზე, რომელიც ცოცხალია CNN-მა შეცდომით გამოაქვეყნა ნეკროლოგი მსახიობზე, რომელიც ცოცხალია
გადახედვა
-
Wednesday-ის მესამე სეზონს ლინა ჰიდი და სხვა ვარსკვლავები შეუერთდნენ Wednesday-ის მესამე სეზონს ლინა ჰიდი და სხვა ვარსკვლავები შეუერთდნენ
გადახედვა
-
ზენდეიამ და ლო როუჩმა ერთობლივი კოლექცია შექმნეს ზენდეიამ და ლო როუჩმა ერთობლივი კოლექცია შექმნეს
გადახედვა
-
მეთიუ პერის სიკვდილის საქმეზე "კეტამინის დედოფალს" 15 წელი მიესაჯა მეთიუ პერის სიკვდილის საქმეზე "კეტამინის დედოფალს" 15 წელი მიესაჯა
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი სააღდგომო კვერცხი ხარ? ქვიზი: რომელი სააღდგომო კვერცხი ხარ?
-
ტესტი: რა იცი Artemis 2-ის მისიაზე? ტესტი: რა იცი Artemis 2-ის მისიაზე?
-
ქვიზი: გამოიცანი ქართული სიმღერა პირველი ფრაზით ქვიზი: გამოიცანი ქართული სიმღერა პირველი ფრაზით
-
როკის დაბადება და გარდასახვა — როგორ იქცა მუსიკა ეპოქის ხმად როკის დაბადება და გარდასახვა — როგორ იქცა მუსიკა ეპოქის ხმად
გადახედვა
-
მეუფე შიო: "გარეგნული თავისუფლება საღმრთო კანონისა და ზნეობრივი კანონის გარეშე სახიფათო შეიძლება გახდეს" მეუფე შიო: "გარეგნული თავისუფლება საღმრთო კანონისა და ზნეობრივი კანონის გარეშე სახიფათო შეიძლება გახდეს"
გადახედვა
-
ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანმა ჰორმუზის სრუტე ისევ ჩაკეტა ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანმა ჰორმუზის სრუტე ისევ ჩაკეტა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: 9 აპრილი გვახსენებს, რომ თავისუფლებისა და სუვერენიტეტის დაცვა დღესაც მტკიცე ერთობას, პასუხისმგებლობის მძაფრ შეგრძნებასა და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მუდმივ ბრძოლას მოითხოვს მიხეილ ყაველაშვილი: 9 აპრილი გვახსენებს, რომ თავისუფლებისა და სუვერენიტეტის დაცვა დღესაც მტკიცე ერთობას, პასუხისმგებლობის მძაფრ შეგრძნებასა და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მუდმივ ბრძოლას მოითხოვს
გადახედვა
-
გიგა ავალიანის საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 10,5 წლით, დემეტრე ჩიქოვანს კი 6 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯათ გიგა ავალიანის საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 10,5 წლით, დემეტრე ჩიქოვანს კი 6 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯათ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო — გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო — გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში
-
წალკაში ცოფის შემთხვევა დადასტურდა — ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა წალკაში ცოფის შემთხვევა დადასტურდა — ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა
გადახედვა
კომენტარები