პუტინის რუსეთმა ჯიხურებიდან გააქრო გაზეთი, რომელმაც ყდაზე ალექსეი ნავალნის ფოტო დაბეჭდა
ფოტო: meduza.io
მოკლედ: დამოუკიდებელი რუსული მედიის, მედუზას ინფორმაციით, რუსეთში გაყიდვებიდან ამოიღეს გაზეთი სობესედნიკი, რომლის პირველ გვერდზეც ალექსეი ნავალნის ფოტო იყო გამოსახული.
დეტალები: მედუზასთან, გაზეთ სობესედნიკის ჟურნალისტმა, ელენა მილჩანოვსკამ თქვა, რომ ხელისუფლებამ გაზეთის ნომერი ამოიღო სადისტრიბუციო პუნქტებიდან, ძირითადად, საგაზეთო ჯიხურებიდან "ყველგან, ან თითქმის ყველგან".
- ამის გამო, გაზეთმა, დაახლოებით, 300 000 რუბლით იზარალა.
- გამოცემის ჟურნალისტისთვის გაუგებარია მიზეზი, რადგან ამბობს, რომ ნავალნის ფოტოს დაბეჭდვით, არ დაურღვევიათ არც ერთი კანონი, რომელიც მედიისთვის რუსეთის სახელმწიფო მარეგულირებელმა კომპანიამ, როსკომნადზორმა დააწესა მას შემდეგ, რაც პუტინმა დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში.
- სობესედნიკის ჟურნალისტმა ისიც აღნიშნა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში გაზეთმა, შემოსავლის მრავალი წყარო დაკარგა, რადგან როსკომნადზორი მუდმივად ბლოკავს გამოცემის ყველა ვებსაიტს. გუშინ, 21 თებერვალს, დაიბლოკა გაზეთის კიდევ ერთი ახალი ვებგვერდი, სადაც გამოქვეყნდა გაზეთის ყველა მასალა ალექსეი ნავალნის შესახებ.
- ასევე, მედუზას მკითხველმაც დაუდასტურა, რომ გაზეთის ნომერს ახალი ამბების ჯიხურში ეძებდა, თუმცა, ვერ იპოვა. მკითხველის თქმით, პრესის ჯიხურის გამყიდველმა უთხრა, რომ მიიღეს ბრძანება, არ გაეყიდათ გაზეთი. მკითხველს მედიასთან არ დაუკონკრეტებია, რომელ ქალაქში მოხდა ეს.
- საგულისხმოა, რომ გაზეთი სობესედნიკი რუსეთში გამოიცემა 1984 წლიდან და რეგულარულად წერს მასალებს ოპოზიციის შესახებ.
ბოლო ხაზი: 2024 წლის 16 თებერვალს რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურმა გაავრცელა ცნობა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი სპეციალური რეჟიმის კოლონიაში გასეირნების შემდეგ გარდაიცვალა.
- გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
- ოპოზიციონერის თანამოაზრეები მიიჩნევენ, რომ ის მოკლეს და კრემლი დანაშაულის კვალის დამალვას ცდილობს.
- ლუდმილა ნავალნაიამ, შვილის გარდაცვალების შემდეგ, თქვა, რომ რამდენიმე დღის წინ მასთან პაემანზე იმყოფებოდა ციხეში. დედის თქმით, პოლიტიკოსი თავს კარგად გრძნობდა და ჯანმრთელობას არ უჩიოდა.
- ამაზე მეტყველებს გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე, 15 თებერვალს, ნავალნის ვიდეო-ჩართვა სასამართლოზე.
გაიგე მეტი: ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა იმ ციხის დირექტორს და მოადგილეებს, სადაც ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები