სექსიზმში დადანაშაულებულ საევროვიზიო სიმღერას ესპანეთის პრემიერი გამოესარჩლა
ფოტო: Joaquín P. Reina / Europa Press
2024 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ესპანეთს დუეტი Nebulossa წარადგენს, სიმღერით Zorra (ესპ. სლენგზე "კახპა"). შიდაშესარჩევი კონკურსის ფინალში სიმღერამ ტელემაყურებელთა უმრავლესობის მხარდაჭერითა და ჯამში 156 ქულით გაიმარჯვა.
თუმცა, გამარჯვებიდან მალევე დუეტმა კრიტიკა დაიმსახურა — მადრიდის ფემინისტურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ სიმღერა "ქალებს სექსისტური ფორმით შეურაცხყოფს".
"გარეთ თუ მარტო გავდივარ, კახპა ვარ, თუ ვერთობი, კიდევ უფრო კახპა ვარ, როცა საწადელს ვაღწევ — კახპა, კახპა!", — ასე ითარგმნება სიმღერის ტექსტის ერთ-ერთი მონაკვეთი.
ფემინისტური მოძრაობის თქმით, "აბსურდულია იმის მტკიცება", რომ სიმღერის სათაურში ნახსენები სიტყვის გამუდმებით გამეორება "ქალებს აძლიერებს".
მათ არ ეთანხმება ქვეყნის პრემიერმინისტრი პედრო სანჩესი, რომელმაც სიმღერა დაიცვა და აღნიშნა, რომ კომპოზიცია სექსისტურ სტერეოტიპებს უპირისპირდება.
"მიმაჩნია, რომ ფემინიზმს სახალისო ფორმაც შეიძლება ჰქონდეს და ამგვარ პროვოკაციასაც სარჩულად კულტურა უნდა დაედოს", — აღნიშნავს სანჩესი და ამატებს, რომ კრიტიკა ულტრამემარჯვენე ჯგუფებისგან მოდის.
ამავე აზრზეა ესპანეთის თანასწორობის მინისტრი. მისი თქმით, Zorra "სახალისო სიმღერაა, რომელიც სტერეოტიპებს ამსხვრევს".
სიმღერა კი უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს ევროვიზიის ფანებში. ესპანეთის მაუწყებლის იუთუბარხზე მის ვიდეოს 2,5 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ვიდეოში ისმის, როგორ მღერის აუდიტორია შემსრულებელთან ერთად მთელ სიმღერას.
///
აღსანიშნავია ისიც, რომ ევროვიზიის წესები საკონკურსო სიმღერებში უცენზურო სიტყვების გამოყენებას კრძალავს, მაგრამ ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, Zorra, კონტექსტისა და სიმღერის სათქმელის გათვალისწინებით, ამ რეგულაციას არ არღვევს.
რაც შეეხება კომპოზიციის ავტორ-შემსრულებლებს, 2018 წელს შექმნილი Nebulossa მარია ბასისა და მარკ დასუსის დუეტია. ალიკანტეს პროვინციის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები ბასი და დასუსი უკვე 20 წელია, დაქორწინებულები არიან და ორი შვილიც ჰყავთ.
"ჩვენი მიზანი 'ჰიმნის' შექმნა არ ყოფილა", — აღნიშნავს დუეტი, — "მაგრამ ხალხმა სიმღერა სწორედ ამგვარად მიიღო. ეს კი შემსრულებლისთვის ალბათ საუკეთესო საჩუქარია, ძალიან ცოტას თუ უმართლებს ასე".
ესპანეთის გარდა, ევროვიზია 2024-ზე კიდევ 36 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის, საქართველო. ჩვენს ქვეყანას ევროფესტივალზე ნუცა ბუზალაძე წარადგენს. ჯერჯერობით უცნობია, რა სიმღერას შეასრულებს იგი.
რიგით 68-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსს შვედეთის ქალაქი მალმე უმასპინძლებს. წლევანდელი ევროფესტივალის ნახევარფინალური შოუები 7 და 9 მაისს, ფინალი კი 11 მაისს გაიმართება.
ასევე იხილეთ:
თუ მუსიკა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამ თემაზე მეტის გაგება გინდა, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი სიმღერაც და...
-
Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში
გადახედვა
-
GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს
გადახედვა
-
როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს
გადახედვა
-
სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა
გადახედვა
-
ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება
გადახედვა
-
ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე
გადახედვა
-
BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს
გადახედვა
-
სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა
-
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
კომენტარები