აზერბაიჯანში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს — განახლებადი მასალა
ფოტო: France 24
აზერბაიჯანელები დღეს, 7 თებერვალს, ვადამდელ არჩევნებში იღებენ მონაწილეობას. არჩევნები პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის მეოთხე ვადის ამოწურვამდე 1 წლით ადრე იმართება.
19:00
საარჩევნო უბნები დაიხურა.
18:56
კარასინი: "მოდელი" რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის
გრიგორი კარასინმა, რომელიც ხელმძღვანელობს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს, გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის არჩევნები მოიწონა.
პრო-სამთავრობო აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო Report.az-ის ცნობით, კარასინმა თქვა, რომ ეს არჩევნები შეიძლება იყოს "მოდელი“ რუსეთში მარტში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.
გრიგორი კარასინი
ფოტო: Azertac
"რუსეთი ასევე ემზადება მარტის არჩევნებისთვის და ჩვენ [დამკვირვებლები] ბაქოდან გარკვეულ გამოცდილებას ჩამოვიტანთ“, — განაცხადა კარასინმა.
18:35
მედიასაშუალებების რეპრესიები
დღევანდელი არჩევნები აზერბაიჯანში დამოუკიდებელი მედიის დარბევის ფონზე მიმდინარეობს.
ნოემბრის ბოლოდან, პოლიციამ დააკავა და ბრალი წაუყენა AbzasMedia-ს ხუთ წევრს, ჯგუფურად უცხოური ვალუტის კონტრაბანდისთვის. დაკავებულთა შორის არიან დირექტორი და დამფუძნებელი ულვი ჰასანლი, მთავარი რედაქტორი სევინჯ ვაგიფგიზი, დირექტორის მოადგილე მაჰამედ კეკალოვი და ჟურნალისტები — ჰაფიზ ბაბალი, ნარგიზ აბსალამოვა და ელნარა გასიმოვა.
ილჰამიზ გულიევი, უფლებადამცველი და ყოფილი პოლიციელი, რომელმაც AbzasMedia-ს ანონიმურად მოუყვა, თუ როგორ უდებდა პოლიცია ეჭვმიტანილებს ნარკოტიკებს, ასევე დააკავეს დეკემბრის დასაწყისში და ბრალი დიდი რაოდენობით მეტამფეტამინის ფლობაში წაუყენეს.
ნოემბერსა და დეკემბერში დააკავეს ორი ონლაინ ტელეარხის, Kanal 13-ისა და Kanal 11-ის დამფუძნებლებიც. პირველს ბრალად ედებოდა სახლის უნებართვოდ აშენება, მეორეს კი — გამოძალვა.
საერთაშორისო რეპორტიორები საზღვრებს გარეშე-ს მედიის თავისუფლების ინდექსში, 2023 წელს, აზერბაიჯანი მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის 151-ე ადგილზეა.
17:44
ოფიციალური აქტივობა 17:00 საათისთვის 71%-ია
აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ფარიდ ორუჯოვმა განაცხადა, რომ 17:00 საათისთვის აზერბაიჯანის 4,6 მილიონმა მოქალაქემ მისცა ხმა ქვეყნის საზღვრებში, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 71%-ია.
17:16
საქართველოში აზერბაიჯანის მოქალაქეების აქტივობამ 54% შეადგინა
აზერბაიჯანის ელჩმა საქართველოში, ფაიგ გულიევმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 15:00 საათისთვის საქართველოში ხმის მიცემისთვის რეგისტრირებული აზერბაიჯანის მოქალაქეების 54%-მა მისცა ხმა.
მან დასძინა, რომ ამომრჩეველთაგან ექვსი 18 წლის იყო, ხოლო ყველაზე უფროსი — აზერბაიჯანის 87 წლის მოქალაქე.
16:48
გავრცელდა ბიულეტენების ჩაყრის ამსახველი ვიდეოები
Mikroskop Media-მ და MeydanTV-მ გამოაქვეყნეს სათვალთვალო კამერების კადრები, რომლებიც, სავარაუდოდ, აჩვენებს, რომ ამომრჩევლები რამდენიმე ბიულეტენს ხაზავენ სალიან-ბილასუვარ-ნეფჭალას საარჩევნო ოლქის საარჩევნო უბანზე.
MeydanTV-მ ასევე გამოაქვეყნა კადრები, სადაც ჩანს, რომ ხალხი ხმას რამდენიმე საარჩევნო უბანზე აძლევს.
აზერბაიჯანის მედიის განვითარების სააგენტომ და სპეციალური კომუნიკაციისა და საინფორმაციო უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, სადაც უარყოფენ ბრალდებებს და აცხადებენ, რომ ვიდეო არის ყალბი და შექმნილია საზოგადოების მანიპულირებისთვის.
16:20
აზერბაიჯანის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ 15:00 საათისთვის 3,9 მილიონმა ადამიანმა მისცა ხმა ქვეყნის საზღვრებში, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 61%-ია.
აზერბაიჯანის ცესკო-ს ხელმძღვანელი, მაზაჰირ პანაჰოვი ხმის მიცემის დროს
15:50
ლოკალურ ინტერნეტზე შეზღუდვები ფიქსირდება
დამოუკიდებელი ჟურნალისტების ნაწილი ამბობს, რომ ლოკალური ინტერნეტი გაითიშა.
მათი თქმით, ვერ გზავნიან ვიდეოსა თუ ხმოვან ჩანაწერებს სასაუბრო აპლიკაციებით, ვერც უშუალოდ საარჩევნო უბნებიდან და ვერც — მოშორებით მდებარე ტერიტორიიდან.
ტელეკომპანია Meydan TV-ს თანამშრომლის თქმით, მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მოქცეულ ფუზულში ინტერნეტის შეზღუდვაა.
15:21
საერთაშორისო დამკვირვებლები
არჩევნებს აკვირდება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მისია.
შუალედურ ანგარიშში, რომელიც მოიცავს 29 დეკემბრიდან 19 იანვრამდე პერიოდს, ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ რამდენიმე ჟურნალისტი და "ონლაინ მედია ორგანიზაციებთან“ დაკავშირებული ადამიანები დააკავეს და დააპატიმრეს, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე.
"ასეთი შემთხვევები, ისევე, როგორც ახალი მედიის კანონის შემზღუდველი ბუნება, მედიის უცხოური დაფინანსების აკრძალვა და რამდენიმე მნიშვნელოვანი კრიტიკული მედია საიტის დაბლოკვა ქვეყნის საზღვრებში, შეშფოთებას იწვევს“, — ნათქვამია მოხსენებაში.
მსგავსი: აბზასმედია, რომლის გუნდი აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დააპატიმრა, მუშაობას ემიგრაციიდან გააგრძელებს
დოკუმენტში, ასევე, აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანის არც ერთი მთავარი ოპოზიციური პარტია არ მონაწილეობს არჩევნებში.
ეუთოს მისია 8 თებერვალს, არჩევნების მომდევნო დღეს, პრესკონფერენციას გამართავს. ჟურნალისტებს საშუალება ექნებათ, მას დაესწრონ როგორც ადგილზე, ასევე — ონლაინ რეჟიმში.
გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანმა შვეიცარიელი დეპუტატი, ნიკ გუგერი ქვეყანაში არ შეუშვა. გუგერი ეუთო-ს მისიაში უნდა ყოფილიყო.
გუგერმა შვეიცარიულ მედიას განუცხადა, რომ ქვეყანაში შეუშვეს ეუთოს სხვა დამკვირვებლები, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ ჩასული აზერბაიჯანში.
14:11
არჩევნების გაყალბების ბრალდებები
დამოუკიდებელმა აზერბაიჯანულმა მედიასაშუალებამ MeydanTV-მ გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ ქალმა ხმა ორ საარჩევნო უბანზე მისცა ხმა. მოგვიანებით მან ეს სიტყვიერადაც დაადასტურა.
წინა არჩევნებმა გაყალბების ბრალდებების ფონზე ჩაიარა, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების, ისე — ადგილობრივი ოპოზიციის მხრიდან. აზერბაიჯანის მთავარმა პოლიტიკურმა პარტიებმა ბოიკოტი გამოუცხადეს წინა საყოველთაო და საპრეზიდენტო არჩევნებს ნაწილობრივ იმის გამო, რომ, მათი მტკიცებით, შედეგები გაყალბებულია.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სადამკვირვებლო მისიებმა აღნიშნეს რომ დაფიქსირდა"მნიშვნელოვანი პროცედურული დარღვევები ხმების დათვლისა და დათვლის დროს".
13:54
გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტებს საარჩევნო უბნებზე შესვლა აუკრძალეს
სააგენტო Turan-მა განაცხადა, რომ ჟურნალისტებს, რომლებიც არ არიან დარეგისტრირებული აზერბაიჯანის მედია რეესტრში, აეკრძალათ გადაღება საარჩევნო უბნებზე.
აზერბაიჯანის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უარყო ეს პრეტენზია და განაცხადა, რომ ჟურნალისტებს რეგისტრაცია არ მოეთხოვებათ, თუმცა მათი ნაწილი უარს ამბობს პრესის ბარათების წარდგენაზე.
"ზოგჯერ ჟურნალისტები პირადობის მოწმობებს არ წარადგენენ, კომისიის თანამშრომლებმა კი არ იციან ვინ არიან, ამიტომ ხდება გაუგებრობა“, — ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებაში.
ასევე, ნახეთ: აზერბაიჯანში, ნოემბრის შემდეგ, მეცხრე ჟურნალისტი დააკავეს
13:30
რატომ იმართება აზერბაიჯანში რიგგარეშე არჩევნები?
იანვარში ალიევმა ადგილობრივ ტელევიზიას განუცხადა, რომ მისი გადაწყვეტილება არჩევნების ერთი წლით ადრე ჩატარების შესახებ უკავშირდება 2023 წლის სექტემბერში აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღზე კონტროლის დამყარებას და, შესაბამისად, არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას, აზერბაიჯანსა და მთიან ყარაბაღში.
მან ეს განცხადება ასევე დაუკავშირა პრეზიდენტობის 20 წლის იუბილეს, რომელიც 2023 წელს დაემთხვა.
თუმცა მთავრობის კრიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ეს ნაბიჯი შეიძლება იყოს საპარლამენტო რესპუბლიკისკენ ტრანზიციის წინამორბედი, რაც ალიევების მმართველი ოჯახის ისედაც მტკიცე ძალაუფლებას გაამყარებს.
ილჰამ და მეჰრიბან ალიევები
ფოტო: AP
სხვები ვარაუდობენ, რომ აზერბაიჯანის ეკონომიკური და სოციალური საკითხები უახლოეს მომავალში გაუარესდება, რაც ალიევს უბიძგებს ისარგებლოს თავისი ამჟამინდელი ხელსაყრელი რეიტინგით, მთიან ყარაბაღის კონტროლის დამყარების შემდეგ.
2016 წელს ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ, აზერბაიჯანის კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდა და პრეზიდენტის ვადა ხუთიდან შვიდ წლამდე გახანგრძლივდა.
12:56
12:00 საათისთვის ოფიციალური აქტივობა 39%-ია
აზერბაიჯანის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაცხადა, რომ შუადღის მდგომარეობით, 2,5 მილიონმა ადამიანმა მისცა ხმა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, რაც ამომრჩევლის საერთო რაოდენობის 39 პროცენტია.
აზერბაიჯანის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და მისმა ოჯახმა ხმა მისცეს სტეფანაკერტში (ხანკენდი), მთიანი ყარაბაღის ყოფილ დედაქალაქში, რომელიც აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მოექცა 2023 წლის სექტემბერში.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მაზაჰირ პანაჰოვმა განაცხადა, რომ წინასწარი შედეგები 21:00 საათზე გახდება ცნობილი.
12:29
ვინ უპირისპირდება არჩევნებში ალიევს?
ალიევს არჩევნებში 6 მეტოქე ჰყავს, ექვსივე მათგანი მმართველი პარტიის მხარდამჭერია და მიიჩნევა, რომ არცერთი მათგანი, მოქმედი პრეზიდენტისთვის, საფრთხეს არ წარმოადგენს.
აზერბაიჯანის მთავარმა ოპოზიციურმა პარტიებმა დეკემბერში თქვეს, რომ ბოიკოტს გამოუცხადებდნენ არჩევნებს.
ალიევის ბოლო საპრეზიდენტო ვადა 2018 წლის აპრილში დაიწყო, როდესაც მან ხმების 86%-ით გაიმარჯვა.
ის აზერბაიჯანის პრეზიდენტია 2003 წლის ოქტომბრიდან.
მისი ოფიციალური კონკურენტები პრეზიდენტობისთვის არიან:
ფაზილ მუსტაფა — დეპუტატი. მუსტაფამ მონაწილეობა მიიღო 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში და მესამე ადგილი დაიკავა 2,43%-ით. ის, ამჟამად, არის პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და აზერბაიჯანის დელეგაციის წევრი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE).
ასევე, ნახეთ: აზერბაიჯანმა PACE დატოვა ასამბლეის გადაწყვეტილების შემდეგ, რომ მათი დელეგაციისთვის უფლებამოსილება შეეჩერებინათ
ზაჰიდ ორუჯოვი — დეპუტატი და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე.
გუდრატ ჰასანგულიევი — დეპუტატი და სრულიად აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტიის თავმჯდომარე 2004 წლიდან. ჰასანგულიევი მონაწილეობდა 2003, 2008, 2013 და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.
რაზი ნურულაევი — დეპუტატი და ეროვნული ფრონტის პარტიის თავმჯდომარე. ნურულაევმა მონაწილეობა მიიღო აზერბაიჯანის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში და ბოლო ადგილი დაიკავა რვა კანდიდატიდან, 0,74%-ით.
ელშად მუსაევი — "დიდი აზერბაიჯანის" პარტიის თავმჯდომარე. ელშად მუსაევმა 2003 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა წარადგინა, მაგრამ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიისგან მაშინ უარი მიიღო.
ფუად ალიევი - დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე. ალიევმა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და ხმების 0,77%-ით მეექვსე ადგილი დაიკავა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმის მიცემა ქვეყნის 6.5 მლნ მოქალაქეს შეუძლია.
ხმის მიცემა, აზერბაიჯანის მასშტაბით, 6 537 უბანზეა შესაძლებელი. ასევე, 49 უბანი გახსნილია 37 სხვადასხვა ქვეყანაში.
ალიევმა ვადამდელი არჩევნების შესახებ დეკემბერში განაცხადა. მისი თქმით, მიზეზი იყო აზერბაიჯანის მიერ მთიან ყარაბაღზე სრული კონტროლის აღება. არჩევნები 2025 წლამდე არ უნდა გამართულიყო.
ხელისუფლებამ განაცხადა, რომ იმ ტერიტორიებზე, რომელიც აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ 2020 წლიდან არის, 26 საარჩევნო უბანზე 23 ათასზე მეტი ამომრჩეველი მისცემს ხმას.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა
გადახედვა
-
ბაზისბანკი აკვა მასტერს ალიანსის გენერალური მხარდამჭერია ბაზისბანკი აკვა მასტერს ალიანსის გენერალური მხარდამჭერია
-
OnlyMarms — რატომ დარეგისტრირდნენ ვირზაზუნები OnlyFans-ზე? OnlyMarms — რატომ დარეგისტრირდნენ ვირზაზუნები OnlyFans-ზე?
გადახედვა
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
-
2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება
გადახედვა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
კომენტარები