რატომ არის აფხაზეთისთვის როსნეფტის მონოპოლიზება უფრო დიდი პრობლემა, ვიდრე მხოლოდ საწვავის დეფიციტი
ფოტო: Azid
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
აფხაზეთი საწვავის დეფიციტის კრიზისის წინაშე დადგა, მას შემდეგ, რაც, გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვმა სახელმწიფო ნავთობკომპანიას მიანიჭა ექსკლუზიური უფლება აფხაზეთში საწვავის ექსპორტზე.
სამშაბათს, 30 იანვარს, აფხაზეთის პარლამენტმა მოსკოვს მიმართვა გაუგზავნა, რომელშიც რუსეთს სთხოვა "გადახედოს" დადგენილებას, რომელიც როსნეფტს აფხაზეთში ბენზინის ექსპორტის ექსკლუზიურ უფლებას ანიჭებს.
აფხაზეთის ხელისუფლებამ ბენზინის დეფიციტი მიაწერა რუსეთის 16 დეკემბრის დადგენილებას, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ყველა რუსულ კომპანიას, გარდა როსნეფტისა, უმრავლესობის სახელმწიფო ნავთობკომპანიის, უკრძალავს აფხაზეთში ბენზინის ექსპორტს. განკარგულება არ არის ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის.
აფხაზი მაღალჩინოსნები საწვავის დეფიციტს მიაწერენ რუსეთის 16 დეკემბრის დადგენილებას, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, აფხაზეთში საწვავის ექსპორტის უფლებას მხოლოდ როსნეფტს აძლევს. დადგენილება საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის.
როსნეფტს 2009 წლიდან აქვს ბენზინგასამართ სადგურები აფხაზეთში და ასევე, ინტენსიურად განიხილავს მთავრობასთან მის სანაპიროებზე ნავთობის მოპოვების გაგრძელებას.
29 დეკემბერს, როდესაც აფხაზეთში ბენზინგასამართი სადგურების უმეტესობა დაიხურა, ეკონომიკის სამინისტრომ სადგურების მფლობელებს უთხრა, რომ ბენზინის უზრუნველყოფის მიზნით, როსნეფტთან კონტრაქტები გააფორმონ. წინადადებას კრიტიკა მოჰყვა ბენზინგასამართი სადგურების ოპერატორების მხრიდან, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ისინი ვერასოდეს გაუწევდნენ კონკურენციას როსნეფტის ბენზინგასამართ სადგურებს, თუ ისინი საწვავს რუსული კომპანიისგან შეიძენდნენ.
განკარგულების შესახებ ინფორმაცია, პირველად, 25 დეკემბერს აზიდმა გაავრცელა — ერთადერთმა მსხვილმა კომპანიამ, რომელიც ყიდის საწვავს აფხაზეთში და არ აქვს რუსეთის ფინანსური მხარდაჭერა.
Azid-ის მენეჯმენტი დაუკავშირდა ენერგეტიკის სამინისტროს საწვავის დაგვიანებული გადაზიდვის თაობაზე. სამინისტრომ მათ უთხრა, რომ რუსეთმა შეზღუდა საწვავის იმპორტი აფხაზეთში, მათ შორის იმ გადაზიდვებზე, რომლების თანხაც უკვე გადახდილი იყო ადგილობრივი კომპანიების მიერ.
თუმცა, 24 იანვარს, აზიდმა და ალხანმა, კიდევ ერთმა ენერგეტიკულმა კომპანიამ, მიიღეს საწვავის დაგვიანებული მარაგი მატარებლით. აზიდის ხელმძღვანელობამ თქვა, რომ მიღებული საწვავის რაოდენობა, მაქსიმუმ, ორი კვირის განმავლობაში იქნებოდა საკმარისი.
"აქ არ არის გათვალისწინებული ის, რომ ჩვენ ყოველთვიურად ვაძლევთ დიდი ოდენობის საწვავს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს“, — განაცხადა 24 იანვარს ადამირ გაბუნიამ, Azid-ის ერთ-ერთმა დირექტორმა სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მეორე დღეს, სამუშაოს ერთთვიანი შეჩერების შემდეგ, აზიდმა ბენზინგასამართი სადგურები გახსნა.
პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა და ჟურნალისტმა იზიდა ჭანიამ პრეზიდენტი ასლან ბჟანია "რუს ოლიგარქებთან“ თანამშრომლობაში და მცირე ბიზნესის განადგურებაში დაადანაშაულა.
"საწვავის კრიზისის შედეგად, ჩვენ მივიღებთ აფხაზი მეწარმის განდევნას საქმიანობის ყველა სხვა სფეროდან“, — განაცხადა ჭანიამ. "მომდევნო რიგში ტურიზმის სექტორია: ოლიგარქები ზღვის პირას ააშენებენ აპარტ-ჰოტელებს, მცირე სასტუმროებს და სახლებს, რაც, ბოლო წლების განმავლობაში, ერთადერთი გზაა მოსახლეობის უმრავლესობისთვის, რომ ფული გამოიმუშაონ".
"ამჟამინდელი ხელისუფლების სტრატეგია მიზნად ისახავს აფხაზეთის მოქალაქეებისთვის ფულის შოვნის ყოველგვარი შესაძლებლობის ჩამორთმევას, ქვეყანას კი განვითარების შესაძლებლობას ართმევს", — ამბობს ჭანია.
26 იანვარს, აფხაზეთის ოპოზიციონერებმა თქვეს, რომ როსნეფტთან დაკავშირებით რუსეთის დადგენილების არსებობის შესახებ მთავრობამ მოიტყუა.
"ფასების მკვეთრი ზრდის, დეფიციტისა და ამჯერად — ბაზრის მონოპოლიზებით პრობლემები აფხაზეთში დაიწყო მას შემდეგ, რაც გამოჩნდა კომპანია "აფსნი საწვავის" ბენზინგასამართი სადგურები, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული ქვეყნის ხელისუფლებასთან", — ნათქვამია მათ განცხადებაში.
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
-
2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება
გადახედვა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები