"ძალა შენშია" — საქართველოს ბანკმა თანამშრომლებისთვის ეროვნული ნაკრების მაისურები შექმნა
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი, თანამშრომლების წახალისების მიზნით, არაერთ ინიციატივას ახორციელებს, რითაც ხაზს უსვამს გუნდის თითოეული წევრისადმი მის დამოკიდებულებას. ამისათვის, ქმნის განსაკუთრებულ საჩუქრებს, რომელიც თანამშრომლების ერთიანი ემოციების ქვეშ გაერთიანებასა და მოგონებების შექმნას ემსახურება.
სწორედ ერთიანი გამოცდილების იდეაზე დაყრდნობით, წელს საქართველოს ბანკის მარკეტინგის გუნდმა თანამშრომლებისთვის ექსკლუზიური, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფორმა შექმნა.
უკვე წლებია, საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობს და ქართული ფეხბურთის განვითარებას უწყობს ხელს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ კომპანია ფეხბურთის უდიდესი ქომაგია. როგორც გუნდში ამბობენ, ამ მხარდაჭერის უკან საქართველოს ბანკში დასაქმებული თითოეული ადამიანი დგას.
"ყოველი მატჩის დროს ერთად შეკრება, ემოციების გაზიარება და საერთო მოლოდინი სწორედ ისაა, რაც გვაერთიანებს. შესაბამისად, ჩვენ მიერ თანამშრომლებისთვის შექმნილი ფორმა გამოხატავს გუნდურობას, ჩვენს მხარდაჭერას და იდეას, რომ ქართული სპორტი არის ის, რაც ყველას გვაერთიანებს," — ამბობს საქართველოს ბანკის შიდა ჩართულობის გუნდის ხელმძღვანელი, ირაკლი აბესაძე.
სწორედ ამიტომ საქართველოს ბანკმა 8 000-ზე მეტი თანამშრომლისთვის ეროვნული ნაკრების ექსკლუზიური ფორმა შექმნა, რომელიც ქართული ფეხბურთისა და მათი ქომაგების ერთიანობის სიმბოლოა.
ფორმის უკან მდგარი იდეების შესახებ ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ საჩუქარი ფეხბურთელების სულისკვეთებასაც გამოხატავს და თანამშრომლებისთვის ქართველი სპორტსმენების ღირებულებების გაზიარებასაც ემსახურება. ამის მიზეზი ისაა, რომ ისინი არასოდეს ჩერდებიან და დიდი მონდომებითა და დაუღალავი შრომით გულშემატკივრებისთვის ამაღელვებელ მომენტებს ქმნიან.
ფოტო: საქართველოს ბანკი
"არ გაჩერება" ხომ ის მთავარი მახასიათებელია, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებსა და საქართველოს ბანკის ბრენდს აერთიანებს. შესაბამისად, საქართველოს ბანკის მარკეტინგის გუნდის მიერ შექმნილი საჩუქარი სწორედ ამ ერთიანობის იდეას ატარებს.
"გვჯერა, რომ როდესაც ჩვენი თანამშრომლები ამ მაისურებს ჩაიცვამენ, ისინი მომენტალურად დაიმუხტებიან იმ განსაკუთრებული ემოციებით, რომელიც ყველა ქომაგს გვაერთიანებს. სწორედ ერთიანობაა მეორე მესიჯი, რომლის გაზიარებაც ექსკლუზიური ფორმების შექმნით გვსურდა — ჩვენ ერთად, ერთიანი ემოციებით ვქმნით საერთო გამოცდილებას," — აღნიშნავს ირაკლი აბესაძე.
იდეის განხორციელების პროცესში საქართველოს ბანკი ფეხბურთის ეროვნულ ფედერაციასთან და სარეკლამო სააგენტო WINDFOR’S-თან ერთად იყო ჩართული, ხოლო მაისურების საბოლოო სრულყოფაზე მაკრონმა იმუშავა — კომპანიამ, რომელიც საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ფორმებს ქმნის.
"საქართველოს ბანკსა და ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს საკმაოდ ბევრი რამ აქვთ საერთო. ორივე ბრენდის არქეტიპი — გმირია, ორივე ინდივიდების გაძლიერებაზე, თვითგანვითარებაზე — საკუთარ თავში ძალებისა და შესაძლებლობების აღმოჩენაზეა აგებული. საგულშემატკივრო ფორმის დიზაინ იდეის საფუძველიც სწორედ მათი შინაარსობრივი კავშირია." — ამბობენ WINDFOR’S-ში.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მაისურებზე დებოსის ეფექტით დატანილია უწყვეტი ხაზი, რაც საქართველოს ბანკის სახასიათო ვიზუალური ელემენტი და "არ გაჩერდეს" სიმბოლოა.
ამას გარდა, იმ მიზნით, რომ ბანკის თითოეული თანამშრომლისთვის შეეხსენებინათ, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს მათ გულშემატკივრობას, თითოეულ მაისურს ნაკრების კაპიტნის — გურამ კაშიას ხელმოწერა "ძალა შენშია" ამშვენებს.
ის ფაქტი, რომ 2024 წლის მარტში შესაძლებლობა გვეძლევა, საფეხბურთო ისტორიის განმავლობაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე მოვხვდეთ, საჩუქარს უფრო მეტად მნიშვნელოვანს ხდის. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ფორმით საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ამხანაგურ მატჩზე ითამაშებს.
"საქართველოს ბანკი მუდმივად გამოირჩევა ქართული სპორტისა და ფეხბურთის განსაკუთრებული ქომაგობის კულტურით. გულშემატკივარი კი ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია, რომელიც საკუთარი შეძახილით ამხნევებს და აძლიერებს საკუთარ გუნდს. მაისური, რომელიც ნაკრების გენერალური პარტნიორის თანამშრომლებისთვის სპეციალურად შეიქმნა, გულშემატკივრისა და ნაკრების ფეხბურთელების უფრო მეტად დაახლოებას ემსახურება. ეს არის ფორმა, რომელიც სრულად გამოხატავს სანაკრებო სულისკვეთებას და გულშემატკივარს, რომელიც ამ მაისურს მოირგებს, გუნდის ნაწილად აგრძნობინებს თავს", — აცხადებენ ფეხბურთის ფედერაციაში.
როგორც ირაკლი აბესაძე გვიყვება, თანამშრომლების პირველი შთაბეჭდილებები დაუვიწყარი იყო: "ყველა ის ემოცია, რომელიც ჩვენ ამ პროექტის განხორციელებაში ჩავდეთ, უკან დაგვიბრუნდა".
ათასობით თანამშრომლისთვის ისეთი საჩუქრის შექმნა, რომელიც მათთვის განსაკუთრებული იქნებოდა, თავდაუზოგავ შრომასა და შემართებას საჭიროებდა.
"ამ პროცესმა კიდევ ერთხელ თვალნათლივ დაგვანახა, რომ წარმატებისთვის ერთი მარტივი ფორმულა არსებობს — მთავარია, არ გაჩერდე," — ამბობს ირაკლი აბესაძე.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
კომენტარები