Wizards of Waverly Place-ის მსახიობებმა წლების მერე პირველი საერთო ფოტო დადეს
ფოტო: Instagram
როგორც ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, დისნეის ერთ-ერთი პოპულარული სერიალი ჯადოქრები უეივერლიდან წლების შემდეგ ეკრანზე ბრუნდება. შოუს გულშემატკივრები წლებია, მსჯელობენ იმაზე, გადაიღებს თუ არა დისნეი სერიალის გაგრძელებას და ეს დროც დადგა.
ფოტო: Disney
სავარაუდოა, რომ გადაღებები უკვე დაიწყო, რადგან შოუს მსახიობებმა წლების მერე პირველი ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნეს. ფოტოზე სელენა გომესი, დევიდ ჰენრი, დევიდ დელუისი და მარია კანალს-ბარერა არიან. სელენა და დევიდ ჰენრი სერიალში და-ძმა ალექს და ჯასტინ რუსოების როლებს ირგებენ, მარია და დევიდ დელუისი კი მათი მშობლების.
სელენა და დევიდ ჰენრი პროექტის აღმასრულებელი პროდიუსერებიც იქნებიან. დევიდ დელუისმა Wizards of Waverly Place-ის პოდკასტში სერიალის ახალი სეზონის გამოსვლის თარიღი დაანონსა და თქვა, რომ შოუ 6 ნოემბერს დაბრუნდება.
აღსანიშნავია, რომ გომესი საზოგადოებამ სწორედ დისნეის ამ შოუთი გაიცნო. ჯერჯერობით, დაზუსტებით ვიცით, რომ ორიგინალი მსახიობებიდან ახალ სეზონში სელენა და დევიდ ჰენრი იქნებიან.
როგორც ცნობილია, Wizards of Waverly Place-ის გაგრძელებაში სიუჟეტი ჯასტინ რუსოს გარშემო განვითარდება, რომელიც უკვე ზრდასრულია და ცოლ-შვილი ჰყავს. მან ჯადოქრობის უნარზე უარი თქვა და ჩვეულებრივი ადამიანივით ცხოვრება არჩია, თუმცა ის დილემის წინაშე აღმოჩნდება — ჯასტინს ახალგაზრდა ჯადოქარი მასწავლებლობას სთხოვს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
დევიდ ჰენრიმ სელენასთან და მსახიობებთან ერთად, რომლებიც მისი ცოლისა და შვილების როლებს თამაშობენ, ფოტო გამოაქვეყნა.
ორიგინალი სერიალი ეთერში 2007-2012 წლებში გადიოდა და რუსოების ოჯახზე გვიყვებოდა. სელენა და მისი ძმები, ალექსი და მაქსი ჯადოქრები იყვნენ, დედა კი — ჩვეულებრივი ადამიანი. მამა მათ ჯადოქრობის ძალის კონტროლსა და სწორად გამოყენებას ასწავლიდა.
2009 წელს სერიალზე პირველი ფილმი გადაიღეს, 2013-ში კი საყვარელი პერსონაჟები მაყურებლებს ახალი პროექტით Alex Vs. Alex დაუბრუნდნენ.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
კომენტარები