თავი ისევ თინეიჯერი გგონია? — ეს 10 სიმღერა წელს უკვე 10 წლის ხდება
ფოტო: YouTube
თანამედროვე მუსიკის ინდუსტრიაში 10 წელი ძალიან დიდი დროა. ამ ხნის განმავლობაში შეიძლება ტრენდები მრავალგზის შეიცვალოს, ახალი ვარსკვლავები გამოჩნდნენ, კარიერული სიმაღლეები დაიპყრონ და უკვე თავად იქცნენ "ტრენდსეტერებად". მაგალითად, 10 წლის წინ, 2014-ში, ჯერ კიდევ არ ვიცოდით ბილი აილიშის ან ოლივია როდრიგოს სახელი, დღეს კი ორივე მათგანი უკვე კაშკაშა ვარსკვლავია.
მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ საუბარი და უფრო მძაფრად გაგრძნობინოთ, როგორ "მიფრინავს დრო და მიდიან შორს წლები ქცეული სიზმრებად", ერთად გავიხსენოთ, რას ვუსმენდით მთელი ათწლეულის წინ.
1. The Chainsmokers-ის #SELFIE
2014-ში ინტერნეტმა ბევრი ახალი სიტყვა და ტრენდი აიტაცა, ერთ-ერთი მათგანი კი სწორედ "სელფი" გახლდათ. ამ სახელწოდებით შეიქმნა The Chainsmokers-ის ცნობილი სიმღერაც, რომელიც ათი წლის უკან ლამის ყველა კლუბში ისმოდა.
2. Pitbull-ის We Are One (Ole Ola)
გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, 2014-ის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიდან მთელი ათწლეული გავიდა. ჰოდა, იმ ზაფხულსაც სხვა რას მოვუსმენდით, თუ არა საგანგებოდ ამ ჩემპიონატისთვის დაწერილ ლათინოამერიკულ ჰანგებს?!
3. ტეილორ სვიფტის Shake It Off
2014 წელი ტეილორ სვიფტის უსაზღვრო პოპულარობის დასაწყისიც იყო. მანამდე უფრო მეტად ქანთრი სიმღერებით ცნობილმა მუსიკოსმა რიგით მეხუთე სტუდიური ალბომი 1989 გამოუშვა და მისი ერთ-ერთი სინგლით Shake It Off მთელი მსოფლიო ააცეკვა.
///
4. Jessie J-ის, არიანა გრანდესა და ნიკი მინაჟის Bang Bang
ათი წლის წინ მაინცდამაინც ბევრი კოლაბორაცია არ შექმნილა, მაგრამ მანამდე და მას შემდეგ შექმნილ დუეტებს თუ ტრიოებსაც გაუჭირდებათ Bang Bang-ის დონემდე მისვლა. ჯესი ჯეი, არიანა და ნიკი — სხვა თუ არაფერი, ათწლეულის შემდეგ შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ეს ლეგენდარული კოლაბორაცია არ დაგვსიზმრებია.
5. Coldplay-ის A Sky Full of Stars
2014-ში რომ ყველანი გამოუსწორებელ რომანტიკოსებად ვიქეცით და მთელი ზაფხული ღამის ცის ყურებაში გავატარეთ, ეს მხოლოდ Coldplay-ისა და მათი ჰიტის, A Sky Full of Stars-ის დამსახურებაა. სიმღერა ერთ-ერთი სინგლი იყო პოპჯგუფის მე-6 სტუდიური ალბომიდან Ghost Stories.
6. სემ სმიტის Stay with Me
ვინ გვაცადა ვარსკვლავების თვლა და ოცნება?! 2014-ში სემ სმიტი გამოჩნდა თავისი სადებიუტო ალბომით და ერთბაშად მელანქოლიურ განწყობაში ჩაგვძირა. Stay with Me, რომელიც მას შემდეგ ყველა წყვილის დაშორების არაოფიციალურ საუნდტრეკად იქცა, სწორედ ამ ალბომში შედის.
7. სიას Chandelier
მთლად სემ სმიტივით სევდიანი არა, მაგრამ ძალიან ემოციური კი გამოდგა სიას მეექვსე ალბომი 1000 Forms of Fear. ალბომიდან მთავარი სინგლი კი Chandelier იყო, რომელიც არაერთი ქვეყნის ჩარტების სათავეში აღმოჩნდა და ეს უნიჭიერესი ავსტრალიელი მუსიკოსი კიდევ უფრო ფართო წრეს გააცნო.
///
8. ედ შირანის Thinking Out Loud
2014-ში სულ სხვა სიმაღლე დაიპყრო ედ შირანმაც, რომელმაც მეორე სტუდიური ალბომი გამოუშვა და იქვე მოაყოლა სინგლი Thinking Out Loud. მომდევნო წელს სპოტიფაიზე ის პირველი სიმღერა გახდა, რომლის სტრიმების რაოდენობამ ნახევარ მილიარდს გადააჭარბა. ჰო, 2014-ში მართლაც გამოუსწორებელი რომანტიკოსები ვყოფილვართ...
9. იგი აზალიას და Charli XCX-ის Fancy
მორჩა, გვეყო მელანქოლია და რომანტიკა! 2014-ში არ იყო, იგი აზალიამ და Charli XCX-მა რომ "თვერქი" გვაცეკვეს?! ჩარტებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, Fancy-მ მაშინ "ვაინიც" დაიპყრო. ჰო, მართლა, ვაინები თუ გახსოვთ?
10. მეგან ტრეინორის All About That Bass
დაბოლოს — 2014-ის ყველაზე დიდი აღმოჩენა ალბათ მეგან ტრეინორი იყო, რომელიც ფურორით შემოიჭრა მუსიკის ინდუსტრიაში. სადებიუტო ალბომის გამოშვებამდე ერთი წლით ადრე ტრეინორმა პირველი სინგლი, All About That Bass, გვაჯახა და ყველა ტაშისკვრით აგვაცეკვა.
თუ მუსიკა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამ თემაზე მეტის გაგება გინდა, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი სიმღერაც და...
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
კომენტარები