გაიცანით 500 Georgia-ს მეხუთე ნაკადის მონაწილე სტარტაპი — პირველი ქართული დასაქმების აპლიკაცია Awork
ფოტო: საქართველოს ბანკი
Awork ქართული სტარტაპია, რომელიც მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, ერთ სივრცეში შეადგინოს საკუთარი რეზიუმე, გაფილტროს ვაკანსიები ადგილმდებარეობის, საჭირო გამოცდილებისა თუ სექტორის მიხედვით და გაგზავნოს CV სასურველ პოზიციაზე ერთი სვაიფით, ვებგვერდიდან გაუსვლელად. ამასთან, პლატფორმა დამსაქმებელს ეხმარება საკუთარი ბიზნეს პროფილით გააციფრულოს და უფრო ადვილად მართოს HR პროცესები.
აღსანიშნავია ისიც, რომ ჩაშვებიდან 1 წლის თავზე, Awork საქართველოში ტექნოლოგიურად ყველაზე განვითარებული და სწრაფად მზარდი დასაქმების ციფრული ეკოსისტემა გახდა და დღეს ის კომპანიებს უკვე ასი ათასზე მეტ პოტენციურ თანამშრომელთან აკავშირებს.
წელს სტარტაპი 500 Georgia-ს მეხუთე ნაკადის მონაწილეა. პროგრამაში მიღებული გამოცდილებისა და შთაბეჭდილებების შესახებ Awork-ის გუნდის წევრები — გიორგი რაზმაძე, მიხეილ ნემსიწვერიძე და ვახტანგ ტაბატაძე გაგვესაუბრნენ.
როგორ შეიკრა თქვენი გუნდი და გაჩნდა Awork-ის იდეა?
ჩვენი გუნდი 5 წელია რაც სხვადასხვა ტექნოლოგიურ სტარტაპებსა და პროექტების შექმნაშია ჩართული. ამ პერიოდში ხშირად დაგვჭირდა ვაკანსიის გამოცხადება და შემდგომ მიღებული აპლიკანტების გადარჩევა, რა პროცესშიც დავინახეთ არაერთი მიმართულებით ტექნოლოგიური გაუმჯობესების საჭიროება. რადგან, ქართული დასაქმების პლატფორმების უმეტესობა ვერ იძლევა იმ ტექნოლოგიურ მოქნილობას, რომელიც საჭიროა შერჩევის სრული პროცესის ციფრულად მართვისთვის.
თუმცა, არ გვინდოდა მხოლოდ ტრადიციული დასაქმების პლატფორმის შექმნა, რომელიც მხოლოდ ქართულ ბაზარზე იქნებოდა ორიენტირებული. სწორედ ამიტომ ჩავატარეთ უცხოური ბაზრის კვლევაც, დავისახეთ გრძელვადიანი გეგმა და შემდეგ დავიწყეთ პროდუქტზე მუშაობა.
მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ 4 ადამიანისგან შემდგარი გუნდი დღეს უკვე 13 ადამიანს მოიცავს, თითოეული მათგანი სწორედ Awork-ის პლატფორმის გავლით დასაქმდა ჩვენთან და დღეს ერთად ვქმნით Awork-ს!
რა გამოარჩევს Awork-ს?
Awork-ს განსაკუთრებულს ის მარტივი გამოცდილება ხდის, რომელიც დღეს დასაქმების ბაზარზე დავნერგეთ. ჩვენი მიზანია, სამსახურის ძიება არ ასოცირდებოდეს სტრესთან და როგორც მაძიებლების, ასევე კომპანიებისთვის იყოს სწრაფი, ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული.
სამუშაოს მაძიებელს შესაძლებლობას ვაძლევთ მობილური აპლიკაციით, ლოკაციის გამოყენებით მარტივად მოიძიონ სასურველი ვაკანსია და თითის ერთი მოძრაობით (სვაიფით) აპლიკაციიდანვე გააგზავნონ სივი სასურველ კომპანიასთან. სექტემბერში, აპლიკაციის გაშვებიდან 1 წლის თავზეც კი საქართველოს რეგიონის Top Chart-ებში მე-4 პოზიციას ვიკავებდით, 65,000 მეტ ადამიანს აქვს ჩვენი აპლიკაცია ჩამოტვირთული და ყოველთვიურად 10,000-ზე მეტი აქტიური მომხმარებელი გვყავს პლატფორმაზე.
მეორე მხრივ, ბიზნესებს შერჩევის პროცესის გაციფრულების და დამწყებ, საშუალო პოზიციებზე კადრების სწრაფად მოძიების შესაძლებლობა აქვთ. დღეის მონაცემებით Awork-ზე 1,000-ზე მეტი ბიზნესია რეგისტრირებული და ჩვენ მომსახურებას სხვადასხვა სფეროს ლიდერი კომპანიები იყენებენ, მათ შორის საქართველოს ბანკიც.
რა გზა გამოიარეთ 500 Georgia-მდე და რატომ გადაწყვიტეთ აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობის მიღება?
გავუშვით პროდუქტის MVP ვერსია, რომელიც მხოლოდ ვებ-გვერდით იყო შემოფარგლული. შემდეგ იყო დასაქმების პირველი ქართული აპლიკაციის Awork App-ის შექმნა. ამ აპლიკაციის გაშვება თავიდან ბოლომდე ექსპერიმენტი იყო, თუმცა სამსახურის ძიების განსხვავებულმა გამოცდილებამ, რომელიც დასაქმების ბაზარზე შემოვიტანეთ, გაამართლა. 2022 წლის დეკემბერში გავხდით ჯიტას 150,000 ლარიანი საგრანტო კონკურსის გამარჯვებული, რამაც ხაზი გაუსვა ჩვენი პროდუქტის დროულობას და გლობალურ პოტენციალს. გრანტის მოგების შემდგომ კიდევ უფრო სწრაფი ზრდა დავიწყეთ, განვავითარეთ როგორც პროდუქტი ასევე ყოველდღიური ბიზნეს პროცესები, ვიყავით წარმოდგენილები სხვადასხვა სტარტაპ სამიტებსა თუ ღონისძიებებზე.
500 Georgia ყოველთვის წარმოადგენდა ჩვენს ინტერესის სფეროს, რადგან ვთვლით რომ ის შესაძლებლობა, რომელსაც 500 გლობალის აქსელერატორი აძლევს ქართულ სტარტაპს, ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, ჩვენი განვითარების ამ ეტაპზე 500 Georgia-ში მოხვედრა, კიდევ უფრო სწორ გზაზე დაგვაყენებდა.
როგორია გუნდის მოლოდინები და სამომავლო გეგმები?
500 Georgia-ს აქსელერატორში მოხვედრა ჩვენი გუნდისთვის დიდ შესაძლებლობებთან ერთად, მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაცაა. გვჯერა, რომ პროგრამა ყველა მიმართულებით გაუმჯობესებასა და სწრაფ განვითარებაში დაგვეხმარება. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ Awork გახდა 500 Global-ის community-ს წევრი, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით 2,800-ზე მეტ სტარტაპს აერთიანებს.
წელს ორიენტირებული ვართ ქართულ ბაზარზე კიდევ უფრო სწრაფად ზრდაზე. 500 Georgia-ს აქსელერატორის გავლის შემდეგ, დაგეგმილი გვაქვს დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა და 2024 წელს Awork-ის უცხოურ ბაზარზე ექსპანსია.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის, GITA-ს და 500 Global-ის თანამშრომლობით, საქართველოში სტარტაპების გლობალური აქსელერაციის პროგრამა 500 Georgia-ს სახელით წელს უკვე მეხუთედ ხორციელდება. 12 კვირიანი, ინტენსიური პროგრამის ფარგლებში შერჩეული სტარტაპები საერთაშორისო დონის აქსელერაციის ექსპერტებთან ერთად მუშაობენ საკუთარი ბიზნესის სწრაფი ზრდის, განვითარებისა და ფონდების მოზიდვის სტრატეგიების შემუშავებაზე. 500 Georgia-ს ფარგლებში, უკვე 60-მდე სტარტაპმა გაიარა აქსელერაციის პროგრამა.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
კომენტარები