თაზო დათუნაშვილი

21 Nov. 2023, 11:59

2023 წლის იანვარ-ოქტომბერის სტატისტიკით, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი (454.9 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (307.3 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (239.1 მლნ. აშშ დოლარი). ეკონომიკური და სავაჭრო ჩანაცვლების ოპერაცია რუსული ხელისუფლების მიერ, წარმატებით მიმდინარეობს. ამავე სტატისტიკაში უკან დაიხია ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანასთან ვაჭრობის მოცულობამ ესპანეთის გარდა.

ეს სტატისტიკა ასახავს ნათლად იმ სავალალო და საშიშ ტენდენციას, რომელზეც ლელო უკვე დიდი ხანია საუბრობს — საქართველოს ეკონომიკური ოკუპაცია რუსეთის მიერ.

ეკონომიკური თვალსაზრისით საქართველო დღეს სრულად არის რუსეთზე დამოკიდებული. გარდა იმისა რომ ქვეყანა ფაქტობრივად სრულად არის დამოკიდებული რუსეთზე, ისეთ პირველადი მოხმარების პროდუქტების მოწოდებაში როგორიცაა ხორბლის ფქვილი და საწვავი. დღეს უკვე მთელი საქართველოს ექსპორტის ჩამოკიდება ხდება რუსეთზე. რაც ნიშნავს იმას რომ თუ 2006 წლის სცენარი განმეორდა და რუსეთმა ბლოკადა გამოგვიცხადა, ჩვენ დავკარგავთ ექსპორტის 20%-ს, დავრჩებით პურისა და საწვავის გარეშე, ქართული ღვინო კი ბაზრის გარეშე.

იმის მაგივრად რომ, საქართველო ექციათ რუსულ ჩიხად, რა უნდა გაეკეთებინა ხელისუფლებას? დაესრულებინა გზის მოდერნიზება და ანაკლიის პორტის მშენებლობა, რათა ეს ქვეყანა გამხდარიყო რეალურად შუა დერეფანი და რუსეთისათვის აცილებული ტვირთები საქართველოზე გამოეტარებინა. მოეხდინა რკინიგზის მოდერნიზაცია და ეკონომიკის სტიმულირებისათვის საფონდო ბირჟა დაეფუძნებინა. მაგრამ ამის ნაცვლად მათ გაყიდეს ქვეყნის ინტერესები მტერზე. ამ ცვლილებებს კი, ლელო განახორციელებს და საქართველოს ეკონომიკის მოცულობას ორჯერ გაზრდის ერთ საარჩევნო ციკლში, როდესაც გავისტუმრებთ რუსეთის მსახურებაში მყოფ ხელისუფლებას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: "სტუმრად მისული კაცი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ბრალდებულებმა ცხედარი ავტომობილით ტყეში დატოვეს"
  2. გიგა ავალიანის საქმეზე ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 10,5 წლით, დემეტრე ჩიქოვანს კი 6 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯათ
  3. როგორ შეთანხმდნენ აშშ და ირანი ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტაზე?
  4. დონალდ ტრამპი: "დღეს ღამით მთელი ცივილიზაცია განადგურდება და აღარასდროს დაბრუნდება"
  5. BMG: ზაზა ფაჩულია რაჭაში ჰესს ააშენებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მეუფე შიო: "გარეგნული თავისუფლება საღმრთო კანონისა და ზნეობრივი კანონის გარეშე სახიფათო შეიძლება გახდეს"

მეუფე შიო: "დღეს ჩვენ ვიხსენებთ 9 აპრილს. მეუფლება მწუხარების გრძნობაც და ამავე დროს სიხარულიც ერთიანობის და ეროვნული…