5 რამ, რაც მობილბანკის თამაშზე უნდა იცოდე
ფოტო: საქართველოს ბანკი
თვეზე მეტია, რაც საქართველოს ბანკის მობილბანკში მასშტაბური თამაში დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში მოთამაშეებმა უკვე არაერთ რთულ შეკითხვას უპასუხეს, დააგროვეს მონეტები და მარკეტში საინტერესო საჩუქრებზე გადაცვლაც მოასწრეს. თუმცა, ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა — თამაში კიდევ რამდენიმე კვირას გასტანს და ფინალამდეც უამრავი დავალებაა შესასრულებელი.
თამაშში ამ დრომდე უამრავი ადამიანია ჩართული, როგორც საქართველოდან, ასევე — ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ბევრ მათგანს უჩნდება შეკითხვები წესებზე, მარკეტზე, მონეტებსა და თამაშთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, ყველაზე ხშირად დასმული კითხვებისთვის ამ ბლოგით გვეპასუხა.
კი, თამაში უფასოა
ერთ-ერთ ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვაზე პასუხი ესაა — თამაში ნამდვილად უფასოა და არც იმ შემთხვევაში არ „დაჯარიმდები“, თუკი ვერ მოიგებ. მასში ჩართვა კი სულ მარტივად შეგიძლია — მთავარია, სმარტფონში მობილბანკის აპლიკაცია გეგულებოდეს. მარტივი რეგისტრაციის გავლის, წესებსა და პირობებზე დათანხმების შემდეგ კი, თამაშს შეუდგები.
თამაშში ჩართვა დაგვიანებული არც ახლაა და არც მე-10 კვირამდე იქნება. ფინალში მოსახვედრად მხოლოდ ისაა საჭირო, რომ ორი კვირის დავალებები სრულყოფილად შეასრულო. თუმცა, იმ დავალებებს ვეღარ შეასრულებ, რომლებსაც სხვა მონაწილეები შენს ჩართვამდე გაუმკლავდნენ. ყოველკვირეული დავალებები ორშაბათობით იდება. ამასთან, ფინალამდე არც დროის ფაქტორია მნიშვნელოვანი — მისიების შესასრულებლად მთელი კვირა გაქვს.
გაითვალისწინე ის, რომ შეკითხვის პასუხის დადასტურების შემდეგ მას ვეღარ შეცვლი, შეცდომა კი შეცდომაა — მთლიანი სიტყვაც და ერთი ასოც. ასე რომ, კარგად დაფიქრდი, სანამ აკრეფილ პასუხს დაადასტურებ.
კი, ყველა დავალების შესრულება გჭირდება დამატებითი მონეტებისთვის
როგორც ვთქვით, ფინალში მოსახვედრად საჭიროა, ორი კვირის დავალებები მაინც გქონდეს სრულყოფილად შესრულებული — ანუ დამატებითი მონეტები ორჯერ მაინც უნდა მიიღო. თითოეულ სწორ პასუხზე შენ 5 მონეტა გერიცხება, კვირის ყველა დავალების შესრულების შემთხვევაში კი — დამატებით 10 მონეტაც.
რატომ არ დაგერიცხა დამატებითი მონეტები? ორი ვარიანტია — ან გუნდში თამაშობ და შენს გუნდელებს ჯერ კიდევ არ შეუსრულებიათ ყველა დავალება, ან შენ გამოგრჩა ბოლო დავალება, რომელიც ტრადიციულად ბოლო დავალებად გვხვდება ხოლმე.
ჰო, გუნდებს რაც შეეხება — ცხადია, მათთვის ყოველკვირეული დავალებები უფრო მეტია. თუკი დამოუკიდებელი მოთამაშეები ყოველ კვირას 7 დავალებას ასრულებენ, ორმოთამაშიან გუნდებს 14, სამ-მოთამაშიან გუნდებს კი — 21 მისიის შესრულება უწევთ. გუნდის წევრებს აქვთ ერთმანეთისგან განსხვავებული შეკითხვებიც და საერთო დავალებებიც. თუმცა, ერთი წევრი მხოლოდ 7 დავალებას ასრულებს — ამდენად, შენ ვერ შეძლებ, მთელი გუნდის მაგივრად უპასუხო ყველა შეკითხვას.
კი, ბოლო დავალების შეცვლა შეგიძლია, თანაც — ოთხჯერ
ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვა ბოლო დავალებას უკავშირდება, რომელიც, როგორც ვთქვით, დანარჩენი შეკითხვებისგან განსხვავდება. ამ დავალების შესრულება, ერთი მხრივ, მონეტების მოპოვებაში და თამაშში დაწინაურებაში გეხმარება, მეორე მხრივ კი — მობილბანკის საინტერესო და გამოსადეგ ფუნქციებს გაცნობს; გადარიცხვა, გადახდა, ანაბრის გახსნა და სხვა — ყოველკვირეულ ბოლო დავალებად შეიძლება რომელიმე მათგანი მოგივიდეს.
თუმცა, თუ არც კომუნალური გაქვს გადასახდელი და არც ყულაბის გახსნის პერსპექტივა გხიბლავს მაინცდამაინც, ყოველ კვირას გეძლევა შანსი, ოთხჯერ მოითხოვო დავალების შეცვლა. ბოლო დავალების შესრულების პრინციპზე მეტს კი ამ ბლოგიდან გაიგებ.
კი, საჩუქრების რაოდენობა მარკეტში შეზღუდულია, მაგრამ სია ყოველ კვირას ახლდება
თამაშის მე-3 კვირიდან მარკეტი გაიხსნა, სადაც მოთამაშეებს დაგროვებული მონეტების სხვადასხვა საჩუქარზე გადაცვლა შეუძლიათ. მართალია, მარკეტში საჩუქრების რაოდენობა შეზღუდულია, მაგრამ ჩამონათვალი ყოველკვირეულად ახლდება — ასე რომ, თუკი სასურველი შეთავაზება ამ კვირაში ვერ დაისაკუთრე, გული არ დაიწყვიტო; სამომავლოდ იმავე ან უკეთესი საჩუქრის მფლობელიც კი შეიძლება გახდე. გახსოვდეს, რომ მარკეტი ფინალამდე ღიაა. ამასთან, ერთი საჩუქრის ორჯერ ყიდვაც კი შეგიძლია, თუ ამისთვის საკმარისი მონეტები გაქვს
აქვე კიდევ ერთ ხშირად დასმულ შეკითხვას ვუპასუხებთ: გუნდებს და დამოუკიდებლად მოთამაშეებს ცალ-ცალკე მარკეტი აქვთ. ამდენად, თუ მარტო თამაშობ, გუნდები სასურველ საჩუქარს ვერ აგართმევენ მხოლოდ იმიტომ, რომ მეტი მონეტა აქვთ.
კი, ფინალში ყველაფერი სისწრაფეზეა დამოკიდებული
დაბოლოს — მართალია, ფინალამდე ლამის ორი თვეა დარჩენილი, მაგრამ ბევრს მაინც აინტერესებს, რა და როგორ იქნება დასკვნით ტურში. ფინალში, რომელიც იანვრის პირველ ნახევარში გაიმართება (ზუსტი თარიღი უცნობია), ერთმანეთს ის დამოუკიდებელი მოთამაშეები და გუნდები შეეჯიბრებიან, რომლებმაც დამატებითი მონეტები ორჯერ მაინც აიღეს (მნიშვნელობა არ აქვს, ეს ზედიზედ ორ კვირაში მოახერხეს თუ არა). თუმცა, ფინალში მოსახვედრად მონეტების კონკრეტული რაოდენობა არ გჭირდება. უბრალოდ, რაც უფრო მეტი მონეტა გექნება შემონახული, მით მეტი დახმარების მიღებას შეძლებ — იქნება ეს ასოს გახსნა, სიტყვის გამოჩენა, დროის შეზღუდვის მოხსნა თუ სხვა. ერთი და იმავე დახმარების აღებას შეძლებ იქამდე, სადამდეც მონეტები გეყოფა.
ფინალში კი, როგორც ვთქვით, ყველაფერს დრო გადაწყვეტს — გაიმარჯვებს ის, ვინც ყველა დავალებას ყველაზე სწრაფად შეასრულებს სრულყოფილად. თამაშის დასრულების შემდეგ, გამოქვეყნდება ლიდერბორდიც, სადაც ნახავ, როგორ გაართვი ფინალურ შერკინებას თავი შენ და როგორ ითამაშეს სხვებმა.
ახლა კი, როცა ალბათ ყველაფერი ავხსენით, ისღა დაგვრჩენია, წარმატება გისურვოთ. თუკი თამაშში ჯერ არ ჩართულხარ და მეტი ინფორმაციის გაგება გსურს წესებზე, პრიზებსა და სხვა დანარჩენზე, ამ ბმულს ეწვიე.
-
ბარბი 2-ზე მუშაობა შეჩერდა, რადგან მარგო რობისა და რაიან გოსლინგს ხელფასებს არ უზრდიან ბარბი 2-ზე მუშაობა შეჩერდა, რადგან მარგო რობისა და რაიან გოსლინგს ხელფასებს არ უზრდიან
გადახედვა
-
ბიზნესმენი ბესარიონ ხარძიანის "კუს ტბის" წილების საქმეზე სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო ბიზნესმენი ბესარიონ ხარძიანის "კუს ტბის" წილების საქმეზე სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო
გადახედვა
-
შემოსვლა მომგებიანია — საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო შემოსვლა მომგებიანია — საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო
-
Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა
გადახედვა
-
საქსტატი: ივლისში ტრანსპორტი 14.2%-ით, ხოლო სურსათი 4.9%-ით გაძვირდა საქსტატი: ივლისში ტრანსპორტი 14.2%-ით, ხოლო სურსათი 4.9%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში
გადახედვა
-
GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს
გადახედვა
-
როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს
გადახედვა
-
ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე
გადახედვა
-
BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს
გადახედვა
-
სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების შესახებ ვორკშოპი გაიმართა
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
კომენტარები