გალტ & თაგარტმა საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის კონფერენცია გამართა
ფოტო: გალტ & თაგარტი
2023 წლის 15 ნოემბერს გალტ & თაგარტმა საცხოვრებელი უძრავი ქონების კონფერენციაზე უახლესი კვლევის შედეგები წარადგინა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ დარგის მოთამაშეები, ინვესტორები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და მთავრობის წარმომადგენლები.
გალტ & თაგარტის კვლევა პასუხს სცემს თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე არსებულ სამ აქტუალურ კითხვას: არის თუ არა მოთხოვნაზე მოქმედი ფაქტორები ჯანსაღი, არის თუ არა უძრავი ქონების ზედმეტი მიწოდების საფრთხე და რას ასახავს უძრავი ქონების ფასები. კვლევის ფარგლებში ერთ-ერთი სიახლეა გალტ & თაგარტის მიერ 15 სისტემური დეველოპერის გამოკითხვა, რომლის შედეგადაც გაანალიზებულია მათ მიმდინარე 65 პროექტში გაყიდვების დინამიკა. ეს საშუალებას იძლევა რეალურ დროში მაღალი სიზუსტით მოხდეს ბაზრის მიმდინარე ტენდენციების შეფასება.
კვლევის მიხედვით თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა ორ ძირითად კატეგორიად იყოფა:
- საჭიროებაზე დაფუძნებული შენაძენი, რომელსაც ფუნდამენტური ფაქტორები განსაზღვრავს (როგორებიცაა ურბანიზაცია, ოჯახების ზომა და სხვ.)
- საინვესტიციო შენაძენი, რომელსაც ქირით მიღებული შემოსავალი და კაპიტალის ნამატი განსაზღვრავს. ამასთან, ამ ორ კატეგორიაში შემავალი ფაქტორები კვლევაში დეტალურად არის გაანალიზებული, და საქართველოს მაჩვენებლებთან ერთად მოცემულია ამ მაჩვენებლების დინამიკა ევროპასა და მეზობელ ქვეყნებში.
საცხოვრებელი უძრავი ქონების მიწოდების კუთხით, გალტ & თაგარტის კვლევაში დეტალურად არის შესწავლილი თბილისში საცხოვრებელ კორპუსებზე გაცემული ნებართვების სტატისტიკა 2015 წლიდან. ეს ინფორმაცია დეველოპერების გამოკითხვასთან ერთად, მოთხოვნა/მიწოდების რეალურ დროში ანალიზის საშუალებას იძლევა. ამ ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ 2015 წლიდან 2022 წლის ჩათვლით გაცემული ნებართვებით აშენებული მრავალბინიანი სახლების 82% უკვე გაყიდულია. გარდა ამისა, გამოკითხული დეველოპერების პროექტებში, რომლებიც 2023 წელს სრულდება გაყიდულია ბინების 95%. აღნიშნულიდან გამომდინარე და მოთხოვნის ჯანსაღი ფაქტორების გათვალისწინებით, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე მიმდინარე ეტაპზე ჭარბი მიწოდების საფრთხე არ იკვეთება. აქვე აღსანიშნავია, რომ გალტ & თაგარტის მიერ გამოკითხული დეველოპერების გაყიდვები ბოლო პერიოდის შენელების მიუხედავად მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში მცირედით მაინც გაზრდილია წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით. ამასთან, გაცემული ნებართვების მოცულობამ 2023 წლის 10 თვეში რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, და თუ ნებართვების გაცემის ეს ტენდენცია შენარჩუნდა, მაშინ საშუალოვადიან პერიოდში ჭარბი მიწოდების საკითხი შესაძლოა აქტუალური გახდეს.
რაც შეეხება უძრავი ქონების ფასებს, რომელიც დიდწილად სტაბილური იყო 2010-20 წლებში, შესამჩნევი ზრდა 2021 წლიდან დაიწყო. ეს თავდაპირველად სამშენებლო მასალების ფასების ზრდის შედეგი იყო, რასაც თან დაერთო ხელფასების ზრდაც და მიგრანტების შემოდინებით გაზრდილი მოთხოვნა. ამ უკანასკნელმა ძლიერი მოთხოვნა შექმნა ბინის დაქირავებაზე და ქირის შემოსავლიანობის უპრეცედენტო ზრდა გამოიწვია, რომელმაც თავის მხრივ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა დამატებით გაზარდა. შედეგად, უძრავი ქონების ფასები თბილისის ყველა რაიონში მნიშვნელოვნად გაიზარდა 2021-23 წლებში და ამჟამად დეველოპერების პროექტებში შეთავაზების მინიმალური ფასი თითქმის 900 დოლარია, მაშინ როცა 2 წლის წინ იგივე რიცხვი დაახლოებით 600 დოლარს შეადგენდა. მოთხოვნის ჯანსაღი ფაქტორების, მიგრაციის პოტენციური შენელების და მიწოდების ანალიზის გათვალისწინებით 2024 წელს მოსალოდნელია უძრავი ქონების გასაყიდი ფასების სტაბილიზაცია.
"უძრავი ქონების ბაზარი საქართველოში მუდმივად აქტუალურია და ბოლო წლებში ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა ამონაგების ზრდის და ძლიერი მოთხოვნის გათვალისწინებით. ჩვენი მიზანიც სწორედ აქტუალურ საკითხებზე დროული რეაგირებაა. ამ მიზანს ემსახურება დღევანდელი კონფერენციაც, რომ ბაზრის მოთამაშეებს გავუზიაროთ დარგის ანალიტიკოსების ხედვა არსებული ვითარების, გამოწვევებისა და პერსპექტივების შესახებ. ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია დარგის მოთამაშეებთან დროული შეხვედრები და ჩვენი ანალიტიკის და მოლოდინების გაზიარება, განსაკუთრებით იმ დროს როცა პასუხგაუცემელი კითხვები დაგროვილია", — განაცხადა გალტ & თაგარტის გენერალურმა დირექტორმა, ლევან შავკაციშვილმა.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ვებგვერდს.
-
დეა კულუმბეგაშვილი ახალ ფილმზე ემა სტოუნთან ერთად მუშაობს დეა კულუმბეგაშვილი ახალ ფილმზე ემა სტოუნთან ერთად მუშაობს
გადახედვა
-
მარსის ბრუნვა ჩქარდება — მიზეზი შეიძლება "უარყოფითი მასის ანომალიაა" იყოს მარსის ბრუნვა ჩქარდება — მიზეზი შეიძლება "უარყოფითი მასის ანომალიაა" იყოს
გადახედვა
-
ადვოკატი: ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ 1 წლის წინ სასამართლოს არქივში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება იწყება ადვოკატი: ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ 1 წლის წინ სასამართლოს არქივში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება იწყება
გადახედვა
-
მეცნიერებმა ყველაზე ასაკოვანი ხის დნმ გაშიფრეს, რათა დიდხანს სიცოცხლის საიდუმლო ამოეხსნათ მეცნიერებმა ყველაზე ასაკოვანი ხის დნმ გაშიფრეს, რათა დიდხანს სიცოცხლის საიდუმლო ამოეხსნათ
გადახედვა
-
როგორ ცვლის 500 Global in Eurasia-ს მონაწილე Quissly ონლაინ შოპინგს როგორ ცვლის 500 Global in Eurasia-ს მონაწილე Quissly ონლაინ შოპინგს
-
ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში 50 წლამდე მაღაროელი გარდაიცვალა ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში 50 წლამდე მაღაროელი გარდაიცვალა
გადახედვა
-
თურქი მსახიობი, ჰანდე ერჩელი, სამედიცინო ექსპერტიზაზე გადაიყვანეს თურქი მსახიობი, ჰანდე ერჩელი, სამედიცინო ექსპერტიზაზე გადაიყვანეს
გადახედვა
-
თენგიზ შარმანაშვილი: ვერავინ ვერ შეგვასწრებს NATO-ში, ძალიან კარგად იცით თენგიზ შარმანაშვილი: ვერავინ ვერ შეგვასწრებს NATO-ში, ძალიან კარგად იცით
გადახედვა
-
ChatGPT-მ ორიგინალი მათემატიკური დამტკიცება შექმნა ChatGPT-მ ორიგინალი მათემატიკური დამტკიცება შექმნა
გადახედვა
-
როგორ ეცემა იუპიტერს მეხი და რამდენად ძლიერია? როგორ ეცემა იუპიტერს მეხი და რამდენად ძლიერია?
გადახედვა
-
10+ ტიპის ადამიანი, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყველას გვირყევს აურას 10+ ტიპის ადამიანი, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყველას გვირყევს აურას
გადახედვა
-
10 შთამბეჭდავი ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან 10 შთამბეჭდავი ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან
გადახედვა
-
POG: 16 საბავშვო ბაღის მშენებლობის საქმეზე ₾4.7 მლნ-ის მითვისებისთვის 9 პირის სამართლებრივი დევნა დაიწყო, 4 — დაკავებულია POG: 16 საბავშვო ბაღის მშენებლობის საქმეზე ₾4.7 მლნ-ის მითვისებისთვის 9 პირის სამართლებრივი დევნა დაიწყო, 4 — დაკავებულია
გადახედვა
-
ვებისა და ჰაბლის ტელესკოპებით სატურნი გადაიღეს — როგორია ის ხილულ და ინფრაწითელ სპექტრში ვებისა და ჰაბლის ტელესკოპებით სატურნი გადაიღეს — როგორია ის ხილულ და ინფრაწითელ სპექტრში
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: პრობლემა არის NATO-ში შალვა პაპუაშვილი: პრობლემა არის NATO-ში
გადახედვა
-
"ვთვლი, რომ ივანიშვილი არის დასამხობი" — პროკურატურამ სასამართლოზე ნათქვამი ამ ფრაზისთვის ბაჩო ახალიას ახალი ბრალი წარუდგინა "ვთვლი, რომ ივანიშვილი არის დასამხობი" — პროკურატურამ სასამართლოზე ნათქვამი ამ ფრაზისთვის ბაჩო ახალიას ახალი ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ტიკტოკის რეკორდი მოიხსნა — ნახეთ 12-წამიანი ვიდეო, რომელმაც 76 მილიონი მოწონება დააგროვა ტიკტოკის რეკორდი მოიხსნა — ნახეთ 12-წამიანი ვიდეო, რომელმაც 76 მილიონი მოწონება დააგროვა
-
ტრანსგენდერ ქალებს ქალთა ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა აეკრძალათ ტრანსგენდერ ქალებს ქალთა ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა აეკრძალათ
გადახედვა
-
Bedford Falls ახალი მუსიკალური ალბომით დაბრუნდა — მოისმინეთ LAZYBONES Bedford Falls ახალი მუსიკალური ალბომით დაბრუნდა — მოისმინეთ LAZYBONES
გადახედვა
-
ჯოან როულინგი HBO-ს ჰარი პოტერის პირველ ტრეილერს გამოეხმაურა ჯოან როულინგი HBO-ს ჰარი პოტერის პირველ ტრეილერს გამოეხმაურა
გადახედვა
-
ნახეთ — როგორ გამოიყურებიან ჰანა მონტანას მსახიობები 20 წლის შემდეგ ნახეთ — როგორ გამოიყურებიან ჰანა მონტანას მსახიობები 20 წლის შემდეგ
გადახედვა
კომენტარები